რა დაუჯდა Covid 19 მსოფლიო ეკონომიკას და როგორი იქნება 2021?!

რა დაუჯდა Covid 19 მსოფლიო ეკონომიკას და როგორი იქნება 2021?!

access_time2020-10-24 19:00:55

კორონავირუსთან ბრძოლის მიზეზით დაწესებულმა შეზღუდვებმა პლანეტის მოსახლეობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისის წინაშე დააყენა. ევროპის ზოგიერთი ქვეყანა მიმდინარე წელს ორნიშნა ვარდნით დაასრულებს. შეერთებული შტატებისთვის ეს დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე ცუდი წელი იქნება. ჩინეთი, საიდანაც გავრცელდა ვირუსი 42 წლიან უწყვეტ ტრადიციას არც ახლა დაარღვევს და 2%-მდე ზრდას შეინარჩუნებს.

 

ეკონომიკური ზარალი, რასაც მსოფლიო კოვიდისგან მიიღებს ჯერ დათვლილი არ არის. არც ისაა ცნობილი როდის დამთავრდება პანდემია. სამთავრობო შეზღუდვები რომც მოიხსნას, ძველი აქტიობა მომენტალურად არ აღდგება, თუმცა 2020 წლის შესახებ მიახლოებითი ანალიზის გაკეთება მაინც შესაძლებელია.

 

2019 წელს მსოფლიო ეკონომიკა 2.5%-ით გაიზარდა, 2020 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები უფრო მაღალ მინიმუმ 3%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ, თუმცა ასევე იყო 3.2 და 3.4 პროცენტიანი ზრდის დაპირებებიც. ახალი გადაანგარიშებით რეალურად 2020 წელს გლობალური ეკონომიკა მინიმუმ 4.5%-ით მცირდება, განიხილება უარესი სცენარებიც. 2010 წლის მუდმივ ფასებში დათვლილი ნომინალური მსოფლიო ეკონომიკის მოცულობა 2019 წელს $85 ტრლნ-ს შეადგენდა.პანდემიის გარეშე ის მინიმუმ $87.5 ტრლნ გახდებოდა, ახლა კი $81 ტრლნ-მდე შემცირდება. დანაკარგი $6.5 ტრლნ-ზე მეტია, რომელიც მაღალი ალბათობით გაიზრდება. შედარებისთვის 2009 წელს გლობალური ეკონომიკა მხოლოდ 1.7%-ით შემცირდა.

 

სახელმწიფოთა უმრავლესობისთვის მეორე კვარტალი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ტრაგიკული აღმოჩნდა. ამ პერიოდში შეერთებული შტატების ეკონომიკა კატასტროფულად 31.7%-ით შემცირდა. უმუშევრობის დონემ აპრილში 80 წლიანი ანტირეკორდი მოხსნა და  14.7%-ს მიაღწია. 20.4%-იანი რეცესია განიცადა ბრიტანეთმა, 11.7%-იანი ვარდნა აღინიშნა ევროკავშირში, OECD ქვეყნებში ვარნდა 9.8% იყო, იაპონიაში - 7.8%. ჩინეთმა კი 3.2%-იანი ზრდა აჩვენა.

 

მესამე კვარტალში მთელ მსოფლიოში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. შეზღუდვების დიდი ნაწილის მოხსნის შემდეგ ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კაფე-ბარები და რესტორნები, სავაჭრო ცენტრები. ნაწილობრივ აღდგა ავიამიმოსვლაც. დასტაბილურდა ნავთობის ფასი, ტექნოლოგიურმა კომპანიებმა კაპიტალიზაციის რეკორდები მოხსნეს. მეოთხე კვარტალში სიტუაცია ისევ გაუარესდა. კოვიდის შემთხვევების დრამატული მატების გამო სახელმწიფოებმა ამკრძალავ ზომებს ხელახლა მიმართეს. საღამოს საათებში კვების ობიექტები დაიხურა გერმანიაში, საფრანგეთმა უფრო მკაცრი მიდგომა არჩია და 21:00-დან 06:00 საათამდე კომენდანტის საათი გამოაცხადა.

 

კვლევითი ორგანიზაციები და ფინანსური ინსტიტუტები ერთმანეთისგან მცირედით განსხვავებულ ვარდნას პროგნოზირებენ. OECD-ს ბოლო სექტემბრის ანგარიშის მიხედვით მიმდინარე წელს გლობალური ეკონომიკა 4.5%-ით, ევროზონის 7.9%-ით, შეერთებული შტატების 3.8%-ით, გერმანიის 5.4%-ით, იაპონიის 5.8%-ით, რუსეთის 7.3%-ით, საფრანგეთის 9.5%-ით, ბრიტანეთის 10.1%-ით, ხოლო იტალიის 10.5%-ით შემცირდება.


 

იგივე OECD ივნისში გლობალურ 5%-იან  ვარდნას პროგნოზირებდა, ბრიტანეთსა და საფრანგეთში კი 11.5%-იან რეცესიას მოისაზრებდა. ივნისის ანგარიშში იყო ასევე დაშვება მეორე ტალღისთვის. რომლის მიხედვითაც ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის ეკონომიკები 14%-ზე მეტით მცირდებოდა, ჩეხეთის 13%-ით, ევროზონის 11.5%-ით, პორტუგალიის, ისლანიისა და ბელგიის 11%-ით, რუსეთის 10%-ით, OECD-ის ქვეყნების 9.3%-ით, გერმანიის 8.8%-ით, აშშ-ის 8.3%-ით, ხოლო ჩინეთის 3.6%-ით. ივნისის კვლევის თანახმად ჩენეთის ეკონომიკა მეორე ტალღის გარეშეც 2.6%-ით შემცირდებოდა, რაც დღეს უკვე მცდარ პროგნოზად მიიჩნევა.

 

დღეს უკვე მკაფიოდ ჩანს, რომ ევროპას პანდემიის მეორე ტალღამ დაარტყა, რომელიც პირველისგან რამდენიმე მიზეზით განსხვავდება. მართალია ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა გაზრდილია, მაგრამ შემცირებულია სიკვდილოანობის მაჩვენებელი. მოხსნილია მოულოდნელობის ეფექტი. წამლისა და ვაქცინის არქონის პირობებშიც მედიკოსებმა მკურნალობის მეთოდები მაინც გააუმჯობესეს. მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად აპრილის მსგავსი მკაცრი და ზოგ შემთხვევაში დესპოტური მეთოდების გამოყენება მაინც ნაკლებად მოსალოდნელია. შესაბამისად მეორე ტალღას თავისი დამატებითი უარყოფითი გავლენა აუცილებლად ექნება, მაგრამ არა ისეთი როგორც პირველ ტალღას. მიწისძვრის შემდგომი ბიძგები - აფთერშოკები ყოველთვის პირველზე უფრო სუსტია, თუმცა ზოგჯერ დაზიანებული შენობა სწორედ ამ შემდგომი ბიძგების დროს ინგრევა ხოლმე.

 

ვაქცინის გამოგონების, ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების ან ვირუსის გენომის და სისტემის შემთხვევაში 2021 წელს 5%-იანი ზრდაა ნავარაუდევი, რაც პანდემიამდელი სიტუაციის აღდგენას არ ნიშნავს. რაიმე რიცხვის ერთიდაიმავე პროცენტული სიდიდით შემცირებისა და შემდგომ გაზრდით საბოლოო რიცხვი საწყისზე ნაკლებია. ბიზნესთა ნაწილმა არათუ შეაჩერა მუშაობა სულაც დაიხურა, მათი ნაწილი ხელახლა ვეღარასდროს გაიხსნება.

 

კორონა-კრიზისი საწყის ეტაპზე სხვა წინა კლასიკური კრიზისებისგან განსხვავებით უჩვეულო იყო იმით, რომ როგორც მოთხოვნა, ასევე მიწოდება ხელოვნურად მთავრობების ბრძანებით  შემცირდა. ბრძანების სწრაფი გაუქმების შემთხვევაში გაყიდვების საწყის ნიშნულს დაუბრუნდებოდა. დღეს ყველაფერი უკვე სხვაგვარადაა, მოსახეობაში მსყიდველობითუნარიანობა დაცემულია და წარმოების განახლებას მეტი დრო დასჭირდება.

 

რეგულაციების შესახებ ერთგვაროვანი მიდგომა არ არსებობს. მომხრეები ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობით აპელირებენ, თუმცა მათ ხშირად ავიწყდებათ, რომ ეკონომიკური კრიზისი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რიცხვს ზრდის, რომელთაც  $100 000-იანი ავტომობილის ან 4000-იანი სმარტფონის კი არა საკვების შეძენაზე ექმნებათ პრობლემა. ყოველწლიურად შიმშილით 8 მლნ ადამიანი იღუპება. შეზღუდვების მოწინააღმდეგეებს სხვა არგმუნეტებიც მოჰყავთ. სიღარიბე პირდაპირ შიმსილით სიკვდილის გარდა ასევე იწვევს სტრესს, რომელიც სხვადასხვა დაავადების მიზეზი ხდება და სიცოცხლის ხანგძლივობა რამდენიმე წლით მცირდება, იგივე სიღარიბე ზრდის კრიმინალს, რაც თავის მხრივ ზრდის მკვლელობების რაოდენობას. შემოსავლების შემცირების გარეშეც ბევრი ადამიანისთვის სტრესის მიზეზი სახლში ჯდომა, მოგზაურობის ჩაშლა ან სულაც ოლიმპიური თამაშების გადადება გახდა. კარანტინის დროს გაიზარდა ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფატქები. ცალკე აღნიშვნის ღირსია განათლების ხარისხის დაცემა, ონლაინსწავლების ნაკლოვანებებს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მომხრეებიც აღიარებენ. შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა თქმით მკაცრმა მიდგომებმა საერთო ჯამში მსოფლიოს სარგებელზე ბევრად მეტი ზიანი მიაყენა.

 

პანდემიასა და კორონა-კრიზისს ვერც საქართველო გადაურჩა. მსოფლიო ბანკი ეკონომიკის 6%-იან ვარდნას პროგნოზირებს, რაც ყველაზე ცუდი შედეგია 1994 წლის შემდეგ. 2009 წელს ვარდნა 3.7%-ს შეადგენდა. მარტსა და აპრილში გატარებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა ვირუსი მნიშვნელოვნად შეაკავა, მაგრამ ისევე როგოც ყველა სხვა დანარჩენს, კარგი სტატისტიკის მიღებასაც თავისი ფასი აღმოაჩნდა - აპრილში ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა, იმავე ზომების დიდხნას გაგრძელება ქვეყნის სრულ გაღატაკებას ნიშნავდა.

 

2021 წელს საქართველოში, უკეთეს შემთხვევაში 5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. 2009 წლის კრიზისის შემდეგ, 2010 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით გაიზარდა.

 

გიორგი ელიზბარაშვილი


თეგები:
covid 19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up