გერმანიის მთავრობამ პანდემიის დაწყებიდან ივნისის დასაწყისამდე COVID-19-ის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინაზე 6,8 მილიარდი ევრო (დაახლოებით 7,1 მილიარდი დოლარი) დახარჯა. ამის შესახებ Redaktionsnetzwerk Deutschland-ი (RND) იტყობინება.
RND-ის თანახმად, პანდემიის დაწყებიდან ივნისის ბოლომდე პერიოდში ვაქცინებზე, ვაქცინაციის ცენტრების შექმნაზე, დამცავ ნიღბებზე, მედიკამენტების შეძენაზე და კოვიდით დაავადებული პაციენტების მკურნალობისთვის საავადმყოფოებისთვის გადახდილ ხარჯებზე ქვეყნის ბიუჯეტმა მთლიანობაში 46,4 მილიარდი ევრო დახარჯა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში ინფიცირების პირველი შემთხვევები 2020 წლის დასაწყისში დაფიქსირდა.