რუსეთის ალტერნატიული გზა რომელიც არ შეიქმნა - „ახლა, ანაკლიის პორტი საქართველოსა და მსოფლიოსთვის გარდამტეხი იქნებოდა“

რუსეთის ალტერნატიული გზა რომელიც არ შეიქმნა - „ახლა, ანაკლიის პორტი საქართველოსა და მსოფლიოსთვის გარდამტეხი იქნებოდა“

access_time2022-07-01 11:00:02

რა ეტაპზეა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი? — საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ახალი ინვესტორის შესარჩევი კონკურსის პირობები უკვე მოამზადა. მთავრობის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, ახალი ტენდერისთვის პირობები შემუშავებულია, თუმცა მისი გამოცხადების თარიღი უცნობია. გარდა ამისა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოსა და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას − MTBS-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში, კომპანიამ განახორციელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ფარგლებში არსებული კვლევების განახლება და დამატებით ახალი კვლევების შემუშავება.


მთავრობა 2022 წელს, რომ გეგმავს ანაკლიის პროექტის ირგვლივ ნაბიჯების გადადგმას, ეს ბიუჯეტის პროექტიდანაც ჩანს. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის 1.5 მლნ ლარია გათვალისწინებული. საიდანაც 8 დასაქმებულის შრომის ანაზღაურება კი, 2022 წელს გაიზარდა და 162 ათასი ლარი გახდა. ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ წელს „გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განვითარების ხელშეწყობა და ახალი საინვესტიციო ხელშეკრულებების მონიტორინგი“, სწორედ ამ მიზანს მოხმარდება აღნიშნული თანხა.


მთავრობის ოფიციალური განცხადებების და ოპტიმისტური განწყობის მიუხედავად, რომ ანაკლიის პორტით ახალი ინვესტორის დაინტერესებას და პროექტზე მუშაობის დაწყებას შეძლებენ, დღემდე კონკრეტული შედეგი არ ჩანს. საგულისხმოა, რომ მსგავსი ჩანაწერი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც იყო, მაშინ ასევე ხაზგასმით მიუთითებდნენ, რომ „დაიწყება ანაკლიის საზღვაო, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტი, რომელიც არა მხოლოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაუმჯობესებაზე, არამედ გაზრდის ქვეყნის როლს რეგიონში და აქცევს მას ლოგისტიკურ ცენტრად“.


ანაკლიის პორტი, რომ პრიორიტეტად რჩება, ამაზე, დროდადრო, მთავრობის წევრებიც საუბრობენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთ სახელმწიფო დოკუმენტშიც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მრავალი გეგმა არსებობს და მით უმეტეს ახლა, რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, ბევრი სპეციალისტი თანხმდება, რომ ამ პორტის არსებობა საქართველოს რეგიონულ ჰაბად აქცევდა, მთავრობის მხრიდან რეალური ნაბიჯები ისევ არ ჩანს, გარდა იმისა რომ ყოველ ჯერზე მხოლოდ ინვესტორების მოძიების სურვილს გამოთქვამენ.



„კომერსანტთან“ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე და „ანაკლია სითის“ ყოფილი ხელმძღვანელი ქეთი ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ტენდერის გამოცხადების შესახებ მუდმივად გვესმის მსჯელობა, თუმცა რეალური ნაბიჯები არ იდგმება.


„დღეს უკვე კითხვას აღარავინ სვამს, რადგან ყველამ დაინახა რამდენად სჭირდება ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტი და მთელი ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა. როდესაც ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობდით რამდენიმე წლის წინ და კითხვები ჩნდებოდა თუ საიდან წამოვიდოდა ტვირთი, ახლა უკვე ეს კითხვები პასუხგაცემულია და ყველა ვხედავთ, ანაკლიის პორტის მნიშვნელობას. დღეს რომ ის დასრულებული ყოფილიყო ამით ქვეყანა და ძალიან ბევრი კომპანია ისარგებლებდა, რაც პირდაპირ კავშირში იქნებოდა ახალ სამუშაო ადგილებთან, დამატებით შემოსავლებთან, რომელიც პირდაპირ აისახებოდა მთელ ქვეყანაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას ამ პროექტის გასახორციელებლად, რადგან რა მარშრუტზეც დღეს საქართველო არის ეს ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის, ცენტრალური აზიისთვის და ევროპისთვის, მათი სურვილია არსებობდეს რუსეთის ალტერნატიული გზა რეგიონში. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ტვირთი ჩვენი გავლით წამოვა, მაგრამ არის როგორც ეკონომიურად მომგებიანი ასევე უსაფრთხოების მხრივ სასარგებლო საკითხები, ამიტომ ამ პროექტისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს და მხოლოდ სიტყვები არასაკმარისია. რუსეთ-უკრაინის ომის გამო ჩრდილოეთის გზები ჩამოვიდა სამხრეთით, სადაც შუა დერეფანი საქართველოა, ამიტომ ახლა ანაკლიის პორტის არსებობა ქვეყნის ეკონომიკისთვის გარდამტეხი იქნებოდა.


თავიდანვე უნდა მოხდეს საერთაშორისო ბანკების და საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობა, რადგან მსგავსი პროექტების განხორციელება ასეთი ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია. რაც უფრო ადრე ჩაერთვებიან და თავიანთ პირობებს დადებენ, ეს უფრო რეალისტურს გახდის მას. ჯერჯერობით არ ჩანს, რომ მთავრობა რაიმე კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, მათ შორის არც ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის კუთხით, ამიტომ მუდმივად იმაზე საუბარი, რომ ტენდერი დღეს ან ხვალ დაიწყება, არაფერს გვაძლევს. ყოველ შემთხვევაში, გარედან არ ჩანს, რომ რაიმე კეთდებოდეს რეალური ინვესტორის მოსაზიდად“, - აღნიშნა ქეთი ბოჭორიშვილმა.


2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რის შემდეგაც კონსორციუმმა და მისმა ერთ-ერთმა ინვესტორმა ბობ მეიერმა საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს, დავა დღემდე მიმდინარეობს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მოუტანა. მას შემდეგ ერთ წელზე მეტი გავიდა და მუდმივად არის საუბარი პროექტის განახლების შესახებ, თუმცა უშედეგოდ.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up