რატომ უჭირთ მცირე მეწარმეებს ქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანა - „კარფურის“ ქსელში შესვლისთვის 10 000 ლარს ითხოვს

რატომ უჭირთ მცირე მეწარმეებს ქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანა - „კარფურის“ ქსელში შესვლისთვის 10 000 ლარს ითხოვს

access_time2019-04-16 09:00:07

ქართველ მცირე და საშუალო  მეწარმეებს ქსელურ მარკეტებში შესვლა უჭირთ. ამის შესახებ „კომერსანტთან“  ადგილობრივი მწარმოებლების  ნაწილი საუბრობს. მათი ინფორმაციით,  ქსელში პროდუქციის შეტანის სანაცვლოდ თანხის გადახდაა საჭირო,ეს კი მცირე წარმოებისთვის   საკმაოდ რთულია.


კომპანია „ჭკვიანი თხილის“  დამფუძნებელი ნინო ანდრიაძის განცხადებით,  ქსელურ მარკეტებში რომ მოხვდე, ამისთვის გარკვეული კაპიტალია საჭირო. „იმისთვის, რომ ქსელურ მარკეტში მოხვდე, სტანდარტულად დაწესებულია 5000 - 7000 ლარი. გარდა ამისა, უნდა გადაიხადო „ქეშბექები“, კონკრეტული სივრცეები იყიდო, რაღაც მარკეტინგული აქტივობები განახორციელო და ა.შ. ეს ყვლაფერი კი სaკმაოდ დიდი რაოდენობის  თანხას მოითხოვს, რაც მცირე და საშუალო  ბიზნესისთვის საკმაოდ ძნელი გადასახდელია. გასულ წელს ვცადე დიდ მარკეტებში შესვლა და ასეთი მდგომარეობა იყო“-აღნიშნავს ანდრიაძე.


მისი თქმით, კარგი იქნება თუ მცირე მეწარმეებს, განსაკუთრებით კი ადგილობრივ მწარმოებლებს  განსხვავებულ პირობებს შესთავაზებენ, ვიდრე მულტინაციონალურ ბრენდებს.


რითეილ ბაზარზე მოხვედრის სირთულეებზე საუბრობს  შოკოლადის მწარმოებელი კომპანია „ბუერის“ დამფუძნებელი ლაშა თოფურიაც. მისი განცხადებით, ქსელური მარკეტებისათვის ეს ერთგვარი არაპროფილური საქმიანობაა, რომელიც აუცილებლად უნდა აეკრძალოთ.


„როგორც ბანკს აქვს აკრძალული არაპროფილური აქტივების ფლობა, ასევე მაღაზიას უნდა ჰქონდს აკრძალული. მაღაზიაში უნდა ფორმირდებოდეს ბაზარი, დღეს ასე არ ხდება. ბაზარი არის ხარისხის და ფასის კონკურენცია. ჩვენთან  კი ხარისხის და ფასის კონკურენცია მეათასეხარისხოვანია. ჩვენთან მიმწოდებელი მაღაზიას უხდის ფულს იმიტომ, რომ მისი პროდუქცია კარგ ადგილზე დადონ. არ აქვს მნიშვნელობა ხარისხს და ფასს. ჩვენ, ფაქტობრივად,  ბაზარი არ გვაქვს. ამიტომაა, რომ  ქვეყანაში ეკონომიკა არ ვითარდება. მით უმეტეს, მცირე და საშუალო ბიზნესი.


აუცილებელია სახელმწიფოს დახმარება. ის მაღაზიაც ბიზნესია, თუმცა, ამის მაგივრად სხვა რამეს აკეთებს და სხვის ბიზნესებს უშლის ხელს. ფორმდება ეგრეთ წოდებული „ქეშბექები“, რომელიც გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხის 15-20%-ის მაღაზიისთვის გადარიცხვას გულისხმობს. იღებენ ქრთამებს. გამოდის წილში ჯდება მაღაზია. ყველა დიდ ქსელში ასეთი სიტუაციაა. ქეშბექებს ემატება შესვლის თანხა, თაროს ქირაობის თანხა, პერიოდულად სარეკლამო ხარჯი, რათა მაღაზიამ შენი პროდუქციის პრომოუშენზე იზრუნოს,“  აცხადებს თოფურია.



მისივე მტკიცებით, თუ ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე არ დარეგულირდა, მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყანაში ვერ განვითარდება.


მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე  აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი თითქმის ყველა რითეილერთან დგას.  ითხოვენ ქეშბექებს, პოზიციონირენის გადასახადებს და  ასე შემდეგ.როგორც ჭელიძე განმარატავს, მაგალითად „კარფურის“ ქსელში შესვლისთვის 10 000 ლარს ითხოვს,  ამას ემატება გაყიდვიდან 13%-იც.


„ეს კერძო ბიზნესია, გინდა 10 000 ლარს დაადებ და გინდა 100 000 ლარს. ამაში მთავრობა ვერ ჩაერევა, მაშინ საბჭოთა კავშირში უნდა დავბრუნდეთ. ასეა  ყველა განვითარებულ ქვეყნებში.ამას   პოზიციონერობის გადასახადი ჰქვია,“ აცხადებს ჭელიძე.


სუპერმარკეტ „უნივერსამის“ დირექტორის მოადგილე დავით ფარესაშვილი აცხადებს, რომ სექტორში მსგავსი სქემა ნამდვილად მოქმედებს. როგორც ფარესაშვილი განმარტავს, როდესაც კომპანიის წარმომადგენელი მათთან მიდის, პროდუქციის ფასში უკვე ასახული აქვთ ეგრეთ წოდებული „ქეშბექიც“. შესაბამისად, მათი პროდუცია იმპორტირებულთან შედარებით არაკონკურენტულია, ეს კი ისევ ქართველ მომხმარებელს აწვება და ადგილობრივი პროდქუციის გაყიდვებს ამცირებს.


მისი განცხადებით, ეს სფერო უკონტროლოდაა. „გადაიხდი შეხვალ არ გადაიხდი და ვერ შეხვალ,“ აცხადებს ფარესაშვილი. მისი მტკიცებით, სანამ იარსებებს, თუნდაც ერთი პრეცედენტი იმისა, რომ რომელიმე კომპანია დახლზე დადების სანაცვლოდ ფულს  გადაიხდის, ქსელური მარკეტების მიდგომა არ შეიცვლება.



„უკვე ყველამ იცის, რომ უნდა გადაიხადოს. ამიტომ, ჩემთან მოდიან და მეუბნებიან რამდენი უნდა გადაიხადონ. რადგან ის მზად არის გადასახდელად, იხდის, თუმცა, იმდენს არა, რამდენსაც სხვა ქსელები სთავზობენ. ქართული ბიზნესის პრობლემაა ის, რომ ერთიანად უნდა ჩადებული თანხა ამოიღოს. ამიტომ, მოდის იმხელა ფასით, რომ რა გითხრათ. როგორ შეიძლება ქართული წარმოების კომპოტი ღირდეს 40%-ით ძვირი ვიდრე იმპორტული? თვითონვე აქვთ ასეთი დამოკიდებულება აცხადებს ფარესაშვილი.


სოფო ქსოვრელი 

 

 






სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს
access_time2019-04-24 15:00:23
m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველისასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში...

„კომერსანტის„ ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება

„კომერსანტის„  ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება
access_time2019-04-24 15:30:47
„კომერსანტისთვის „ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ  2019 წლის ზაფხულში სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის  მეათე სართულზე რესტორანი ათი იხსნება. რესტორანი როგორც  ტურისტებს, ასევე  ადგილობრივებს სთავაზობს განსაკუთრებულ გარემოს, ხედსა და მენიუს. ჩვენთან საუბრისას სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა  ნინო ისაკაძემ...


მსგავსი სიახლეები

up