„პანდემიის მართვას ბევრი დავაკელით“ - ბიზნესი ამირან გამყრელიძის რიტორიკულ კითხვას პასუხობს

„პანდემიის მართვას ბევრი დავაკელით“ - ბიზნესი ამირან გამყრელიძის რიტორიკულ კითხვას პასუხობს

access_time2021-10-28 11:00:41

კორონავირუსის მეხუთა ტალღის საწყის ეტაპზე, როცა ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა ვაქცინაციის დაბალ ტემპსა და ვირუსთან ბრძოლის წარუმატებლობაზე, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები აღიარებენ, რომ პროცესს ,,რაღაც“ დააკლდა, რისი გამოსწორებაც შესაძლებელია.  ამ პათოსს უერთდება ბიზნესიც, რომლის რამდენიმე წარმომადგენელი ,,კომერსანტთან“ საუბრობს იმ დანაკარგსა და შეცდომაზე, რაც უშუალოდ სექტორს დააკლდა და რის გამოსწორებასაც  საქართველოს ჯანდაცვის სისტემისგან ყველაზე მეტად ითხოვენ.



ბიზნესმენი  მალხაზ კუნელაური ინფექციონისტებს  მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში, კარდაკარ მოიარონ რეგიონების მოსახლეობა და სწორად მიიტანონ ინფორმაცია, რადგან წარუმატებლობის მთავარი ფაქტორი სწორედ არასწორი საინფორმაციო კამპანიაა.



,,პანდემიის მართვას დავაკელით ბევრი რამ, პირველ რიგში ის, რომ საინფორმაციო  კამპანია თავიდანვე უფრო აქტიური შეიძლებოდა ყოფილიყო. წელიწადნახევრის განმავლობაში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ტელევიზიის ეკრანიდან და საკუთარი კაბინეტებიდან მოუწოდებდნენ საზოგადოებას აცრისკენ. ხედავდნენ, რომ ამას შედეგი არ ჰქონდა, მაგრამ მიდგომა არ შეცვლილა. მეტი წინდახედულობა უნდა გამოეჩინათ. საჭიროებას თუ ხედავდნენ, კარდაკარ ევლოთ, როგორც ამას არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიები აკეთებენ. საველე პირობებში უნდა გაკეთებულიყო პუნქტები რეგიონებსა და სოფლებში, სახლში მისულიყვნენ ადამიანებთან, მათი მოსაზრებები მოესმინათ, არასწორი წარმოდგენები გაეფანტათ, რაც ბევრს ჰქონდა, მეტი ინფორმაცია მიეწოდებინათ და მაქსიმალურად  მოგვეხდინა რეგიონებში მეტი რეკლამა გაეწიათ ვაქცინისთვის. დარწმუნებული ვარ, ხალხი მხოლოდ ტელევიზიებიდან იგებდა, სადაც ისმენდა ნეგატიურ ინფორმაციასაც, რატომ არ უნდა აიცრას ადამიანი და ამ კუთხით დაბნეულობა იყო, ჭორ-მართალი ერთმანეთში აირია. ცხადია, ეს პროცესი გადამდები აღმოჩნდა ბიზნესისთვის, ფაქტობრივად ყველა დარგში შეიქმნა პრობლემა. შეიძლება  შეზღუდვებამდეც მივიდეს საქმე, თუ ეს სიტუაცია დროულად არ გამოსწორდება. ამ დღეში ბიზნესიც და მოსახლეობაც სწორედ ეპიდემიოლოგების მიერ დაშვებული შეცდომების, არასწორი მენეჯმენტის გამო აღმოჩნდა“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ კუნელაური.

 


მისი თქმით, მმართველი პარტიის მხრიდან არასწორი ქმედება იყო არჩევნების წინ ვაქცინაციისკენ მომწოდებელი სარეკლამო ბანერების ჩანაცვლება პოლიტიკური რეკლამებით, რამაც ვაქცინაციის როლი მოსახლეობის თვალში კიდევ უფრო დააკნინა.

 


პანდემიის მეხუთე ტალღისას სწორი და დროული გადაწყვეტილებების მიღებას ელოდება  ინფექციონისტებისგან კომპანია ,,სენტას“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზაალ იაკობიძე.



,,პანდემიური მდგომარეობის გამო კომპანიები ფაქტობრივად ფორსმაჟორულ სიტუაციაში არიან. მათი საქმიანობის არეალი შეზღუდულია,  აქტიურობა იკლებს, რაც საბოლოოდ ბიზნესზეც აისახება.  წარუმატებელი იმუნიზაცია ეკონომიკაზეც, ქვეყანაზეც და ყველაფერზე მოქმედებს ნეგატიურად. ერთგან დაშვებული შეცდომა გადამდებია სხვა სფეროებზეც, თითოეულ ადამიანსა და ქვეყანაზეც აისახება. ჩვენს შემთხვევაში, კადრების მხრივ შეგვექმნა პრობლემა, განსაკუთრებით ლოქდაუნისას, რადგან შეიზღუდა გადაადგილება,  სამსახურში მისვლა დამატებით პრობლემას ქმნიდა და ეს საბოლოოდ ბიზნესგარემოზეც აისახა, არასტაბილურობის განცდაა ქვეყანაში. ამიტომ ჯანდაცვის მესვეურებს მოვუწოდებ, რომ  გონივრული, სწორი და დროული გადაწყვეტილებებია საჭირო, რომელიც წინასწარ არის განსაზღვრული. მედალს 2 მხარე აქვს, არც სრული ჩაკეტვაა გასამართლებელი, მაგრამ ამავე დროს  უამრავი მაგალითია, როგორ ხდება ამ პროცესის წარმატებული მართვა სხვა ქვეყნებში. საქართველო  ერთ-ერთ უარეს მდგომარეობაშია და ეს წარუმატებელი ნაბიჯის შედეგია.  რაღაც რომ დააკლდა და ბევრი რამ უნდა გაკეთებულიყო, არავინ დავობს, თვითონაც აღიარებენ, ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ დაშვებული შეცდომა ჭკუის სასწავლებელი გახდეს, არ გაიმეორონ“, - აცხადებს ზაალ იაკობიძე.




ლოკდაუნის გამოცხადებას არ გამორიცხავს კომპანია ,,კუმისის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზურაბ უჩუნბეგაშვილი. თუ რა დააკლდა ბიზნესს და ჯანდაცვის სექტორის გადაწყვეტილებები როგორ აისახა სექტორზე, უჩუნბეგაშვილი საკუთარი კომპანიის მაგალითზე საუბრობს.

 


,,გამყრელიძე ამბობს, რომ შეიძლება, რაღაც ვერ აწარმოეს სწორად, მაგრამ  საერთოდ ვერ გავიგე, რა აწარმოეს! სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან წარუმატებლობაა, რაც პანდემიის მართვას უკავშირდება. შეცდომა დაუშვეს  თავიდან,  როცა პანდემია გამოცხადდა და ყველაფერი ჩაიკეტა, მით უმეტეს, მაშინ არ იყო ისეთი მძიმე მდგომარეობა, როგორიც ამჟამადაა. იმ ჩაკეტვამ საერთოდ გაგვანადგურა და დღესაც ვერ გამოვდივართ კრიზისიდან. ახლაც, ალბათ ახალ შეზღუდვებს შემოიღებენ, როგორც ეს სხვა ქვეყნებმა გააკეთეს.  ისევ შეცდომას უშვებენ, ჯერ დაფიქრდნენ, რისი გაკეთება შეიძლება და მერე იფიქრონ შეზღუდვებზე.  აქ პირიქითაა, ჯერ იღებენ გადაწყვეტილებას  და შედეგზე მერე ფიქრობენ, რეკომენდაციების შესრულება შეუძლიათ თუ არა, აშკარად საღი აზრის პრობლემაა. ამათ ახლა ლოქდაუნი რომ გამოაცხადონ, ნაწილობრივი იქნება თუ სრული, ბიზნესში ბოლომდე მიიყვანს ნგრევას, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“, - აცხადებს უჩუნბეგაშვილი ,,კომერსანტთან“.

 


ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკომუნიკაციო კამპანია კიდევ უფრო ძლიერი და აგრესიული უნდა ყოფილიყო. მან ამავდროულად აღნიშნა, რომ  გვიანი არც ახლაა.



,,როცა მეკითხებიან,  რა დავაკელით, ვაღიარებთ იმას, რომ საკომუნიკაციო კამპანია კიდევ უფრო ძლიერი და კიდევ უფრო აგრესიული უნდა ყოფილიყო. ჩვენ ქართველებს გვაქვს კარგი გამოთქმა: ,,სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, ამიტომ როცა გვაკრიტიკებენ, რატომ  არ დაიწყეთ ადრეო, ჩემი პასუხია, რომ ეს უნდა დაიწყო მაშინ, როცა გაქვს შესაბამისი ვაქცინები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 


Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 927-მა ადამიანმა გაიკეთა. 



სულ ქვეყანაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე 1 955 943 აცრა გაკეთდა.


 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  4 337 ახალი შემთხვევა დადასტურდა.



გარდაიცვალა 42 ადამიანი. 



მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up