რა და რატომ გააკეთა მასკმა

რა და რატომ გააკეთა მასკმა

access_time2021-12-04 10:30:57

ბოლო 5 წლის განმავლობაში, მილიარდერმა ილონ მასკმა აქციები გაყიდა, გადაწყვეტილება Twitter-ზე ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მიიღო. 

6 ნოემბერს ილონ მასკმა Twitter-ზე 24-საათიანი გამოკითხვა ჩაატარაTesla-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა თავის 63 მილიონ გამომწერს ჰკითხა, უნდა გაეყიდა თუ არა Tesla-ში საკუთარი წილის 10%. მიზეზად დაასახელა მილიარდერების მიმართ ბოლო დროს გაჟღერებული ბრალდებები, რომელიც არარეალიზებულ შემოსავალზე გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში მდგომარეობს. 

მასკის განცხადებით, ის დაემორჩილებოდა გამოკითხვის შედეგებს და გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობის საფუძველზე მიიღებდა. მასკმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ფულად ანაზღაურებას ან ბონუსს არ იღებს. შესაბამისად, მისთვის გადასახადების გადახდის ერთადერთი გზა აქციების გაყიდვაა. 

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 3 519 252 ადამიანმა. 57.9%-მა კითხვაზე დადებითი პასუხი დააფიქსირა, ანუ აქციების გაყიდვას მხარი დაუჭირა. აქვე აღსანიშნავია, რომ Tesla მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილების მწარმოებელი კომპანიაა. საფონდო ბირჟაზე მისი ღირებულება $1 ტრილიონს აღემატება. გამოკითხვის დაწყებიდან ორ დღეში, 8 ნოემბერს, Tesla-ს აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე 16%-ით შემცირდა.  


მიუხედავად ამისა, ილონ მასკმა გამომწერებისთვის მიცემული სიტყვა შეასრულა.  მან თავდაპირველად $4 მილიარდის, ხოლო შემდეგ  $1.1 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა. როგორც გაირკვა, მისი მეორე ნაბიჯი დაუგეგმავი იყო, პირველი კი ჯერ კიდევ სექტემბერში ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა, ამ დროისათვის, ილონ მასკი კვლავ ინარჩუნებს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსს. თუ აქამდე ის Tesla-ს აქციების 23%-ს ფლობდა, $5 მილიარდის ოდენობის აქციების გაყიდვამ მისი წილი კომპანიაში მხოლოდ 3%-ით შეამცირა. 

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მასკს აქციები არ გაუყიდია. ბოლოს მსგავსი გადაწყვეტილება 2016 წელს მიიღო, რათა $600 მილიონის ოდენობის გადასახადი გადაეხადა. შესაბამისად, საზოგადოების ნაწილს ფიქრობდა, რომ მილიარდერი პირობას არ შეასრულებდა. 

წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up