რა ცვლილებები ამოქმედდა დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებით?! - გრანთ თორნთონი

რა ცვლილებები ამოქმედდა დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებით?! - გრანთ თორნთონი

access_time2021-02-16 14:50:24

რა ცვლილებები ამოქმედდა დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებით 2021 წლის იანვრიდან, კონკრეტულად რას გულისხმობს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ცვლილებები ამ თემებზე რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „ გრანთ თორნთონის“ საგადასახადო და იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელმა ქეთევან ღამბაშიძემ ისაუბრა.


დაგეგმილი იყო, რომ დღგ-სთან დაკავშირებული ცვლილებები , 2020 წელს ძალაში უნდა შესულიყო, თუმცა ეს ცვლილებები გადავადდა და 2021 წლის 1-ლი იანვრიდან უკვე ძალაშია.

პროექტი 2019 წელს გამოქვეყნდა და მისი გაცნობის შესაძლებლობა  ყველა დაინტერესებულ პირს ჰონდა, იქნებოდა ეს გადასახადების გადამხდელი, ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი თუ აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები.

გარკვეული ცვლილებები უკვე პროექტი ეტაპზევე იყო შესული, თუმცა საბოლოო ვერსია რაც გამოქვეყნდა ევროკავშირის დირექტივით და ასოცირების ხელშეკრულებით არის განპირობებული. მთლიანად შეცვლილია დღგ-კარი, ბევრი ახალი დებულება არის შესული.

თვითონ მომსახურეობის გაწევის ადგილი, ევროპულ მიდგომასთან უნდა მივაახლოვოთ, რაც აღრიცხვისთვის ერთიანი სისტემის შესაძლებლობას გვაძლევს.

მომსახურების გაწევის ადგილი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მოგეხსენებათ დამაებული ღირებულების გადასახადი არაპირდაპირი გადასახადია და იბეგრება საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურეობა, თუ მიწოდებული საქონელი. -  აღნიშნა ქეთევან ღამბაშიძემ.

 

ქეთევან ღამბაშიძემ გადაცემაში განმარტა, რომ 2021 წლამდე მომსახურების გაწევის ადგილს კონკრეტული მუხლი განსაზღვრავდა.

 

აქ აღსანიშნავია ის, რომ დიდი მნიშვნელობა მიენიჭა იმას, თუ ვის ვუწევთ მომსახურებას - B2B და B2C - ანუ ბიზნესი ბიზნესს, თუ ბიზნესი საბოლოო მომხმარებელს, ეს არის მნიშნელოვანი ადგილის და იმის განსაზღვრისთვის, თუ რას ვბეგრავთ დღგ-თი და რას არ.

ასე მაგალითად, თუ ბიზნესი ანუ ჩვენ, საქართველოს რეზიდენტი კომპანია ვუწევთ მომსახურებას მეორე ქვეყანაში იმ ქვეყნის რეზიდენტ კომპანიას (დასაბეგრ პირს), ამ შემთხვევაში მიმღების ადგილი ჩაითვლება მომსახურების გაწევის ადგილად, ხოლო თუ ფიზიკურ პირს (საბოლოო მომხმარებელს) ამ შემთხვევაში გამწევის ადგილად.

ეს არის ის მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ამ ნაწილში განხორციელდა.

ადგილს განსაზღვრავდა კონკრეტული მუხლი და განმარტავდა თუ რა ტიპის მომსახურებები რა შემთხვევაში შეიძლება ჩათვლილიყო ან არ ჩათვლილიყო საქათველოში გაწეულად.

მერწმუნეთ რომ ვისაც შეხება ჰქონდა, მით უფრო საგადასახადო კონსულტანტებს მიუხედავად იმისა, რომ ზეპირად იცოდა ეს მუხლი, ყოველი  ქეისის დროს მაინც გადაშლა გიწევდა და იმის  ნახვა, რა ტიპის მომსახურებაა და ხვდება თუ არა იმ ჩამონათვალში და აქედან გამომდინარე იქნება თუ არა დასაბეგრი ოპერაცია, აღნიშნული ცვლილებით ეს ძალიან შევიწროვდა და შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ გამარტივდა.

მნიშვნელოვანია და არ მინდა გამოვტოვო, ვინაიდან ჩვენ და ევროპის ქვეყნებს გვექნება ერთიანი სისტემა, შესაძლებელი იქნება ევროსასამართლოს პრაქტიკის/გადაწყვეტილებების გამოყენება.

 პოტენციური ინვესტორი რომელიც აპირებს  საქართველოში შემოსვლას  იქნება კომფორტული იმაში, რომ სისტემა არის ერთიანი და  მას  არ მოუწევს ახალ რეგულაციებში გარკვევა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ის  ფაქტიც, რომ საგადასახადო დავების  ნაწილი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია ყველა იმ გადამხდელისთვის, ვისაც  საგადასახადო  შემოწმება  გაუვლია, მომავალში  ამ  პრაქტიკასაც მნიშვნელოვნად დაეყრდნობდა და  ამასთან ერთად დავებს გაამარტივებს ის ფაქტიც რომ ძალიან ბევრი ახალი ტერმინი შემოვიდა და განისაზღვრა ბევრი უკვე არსებული ტერმინი .“  -  აღნიშნა ქეთევან ღამბაშიძემ

 

კითხვაზე არის თუ არა რამე ტერმინი ან დებულება დარჩენილი, რომელიც ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა, რომელიც შესაძლოა ბიზნესმა სხვანაირად წაიკითხოს და შემოსავლების სამსახური სხვა რაღაცას გულისხმობდეს, ქეთევან  ღამბაშიძე პასუხობს, რომ დღემდე არსებული რედაქციით, თვითონ საგადასახადო კანონმდებლობა ისეთი სპეციფიურია, რომ ალბათ  ამ სფეროში 3-4 პროფესიონალი რომ ასაუბრო, ყველას თავისებური ინეტერპრეტაცია  ექნება.

მისივე განმარტებით, სწორედ ამაში ეხმარებათ კანონქვემდებარე აქტები და ქეისებზე, წინასწარ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

 

ამ შემთხვევაშიც, ჩვენი გადმოსახედით, ახლაც არსებობს გარკვეული ტერმინები, რომელთა ზუსტი განსაზღვრება არის საჭირო.

ეს არის მაგალითად  არარეგულარული ხასიათის მომსახურება, რომელზეც ახალი ცვლილება გვეუბნება, რომ არ დაიბეგრება გარკვეულ პირობებში. თუ რას ნიშნავს არარეგულური შეიძლება გახდეს განსჯის საგანი.

მარტივი მაგალითის საფუძველზე განვიხილოთ, ჩვენ 2021 წლამდე ესეთი მოცემულობა გვქონდა, რომ ფიზიკური პირის მიერ 48 თვის განმავლობაში გაყიდული 4 საცხოვრებელი ბინა დღგ-თი არ იბეგრებოდა.

არ იყო შეზღუდვა, ამ 4 წლის განმავლობაში ყოველ წელს უნდა გეყიდა თითოეული,  თუ მეოთხე წლის ბოლოს 4-ივე ერთად უნდა გაეყიდა, ფაქტი იყო მოცემულობა რომ ფიზიკური პირი დღგ-ს გადასახადისგან ამ ნაწილში გათავისუფლებული იყო. 


აქ ჩვენ გვაქვს ესეთი დებულება, რომ მსგავსი არარეგულარული ერთჯერადი მომსახურეობა საცხოვრებელ ბინებთან მიმართებაში არ არის  ეკონომიკური მომსახურეობა და ამდენად არ იბეგრება.

ისმის კითხვა - რამდენი საცხოვრებელი ბინის რეალიზაცია წლის განმავლობაში არ ჩაითვლება „რეგულარულად“, ანუ ხვდება თუ არა გათავისუფლების ნაწილში, ალბათ ამის დაკონკრეტება ნამდილად იქნება, მაგრამ მსჯელობის საგანი არის იგივე ჩემი კოლეგების მხრიდანაც“ -  აღნიშნა  ქეთევან ღამბაშიძემ.

 

ღამბაშიძემ აღნიშნა, არის ძალიან ბევრი ისეთი ტერმინი, რაც არ იყო ცალსახად განსაზღვრული და ახლა განისაზღვრა. ასევე იყო კამათი კრიპტოვალუტაზე, საქონელი იყო თუ მომსახურება, რაზედაც ცვლილების შედეგად ცალსახად განისაზღვრა, რომ კრიპტოვალუტა არ არის საქონელი.

ღამბაშიძემ განმარტა, რომ დღგ-ში ცვლილებები ძალაში 2021 წლის  იანვრიდან შევიდა და 15 თებერვალი იანვრის თვის დეკლარირების ბოლო დღეა, შესაბამისად იანვრის დეკლარაციაც ამ ცვლილებების გათვალისწინებით უნდა მომზადდეს.

 

თუმცა, რაღაც გარკვეული კითხვები გადამხდელებს აქვთ, აქედან გამომდინარე  კარგი იქნებოდა, რომ ე.წ. ინსტრუქცია თუ გზამკვლევი, რომელზედაც მუშაობს შემოსავლების სამსახური, დროულად გამოსულიყო.

ბევრი სიტუაციური სახელმძღვანელოა გამოქვეყნებული, თვითონ შემოსავლების სამსახურის გვერდზეც იმ დღგს-თან მიმართებაში რაც აქამდე  იყო და შესაბამისად ბევრი დღეის მდგომარეობით უკვე არარელევანტური  გახდა.

შესაბამისად ამ ცვლილებებმა უდა მოიცვან ის, რასაც მათი არარელევანტურობა ტოვებს.

თუ  ინსტრუქციები 15 თებერვბლამდე გამოვა  კარგი იქნება. გადამხდელების მხრიდან იყო კითხვები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში თუ ეს  ინსტრუქციები არ გამოქვეყნდება 15 თებერვლამდე.

ასეთი  გაუგებარი და ბუნდოვანიც არ არის შეცვლილი კარი,  არის  რაღაც  ქეისები, რომელმაც შესაძლეოა ორაზროვანი მიდგომა გამოიწვიოს, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ასეთი ბევრია.

თუ ვინმეს აქვს სეთი ქეისი, რომელში კატეგორიულად ვერ ერკვევა,  ვურჩევ  რომ საგადასახადო კონსულტანტს მიმართოს.

იმ შემთხვევაში თუ ამასაც ვერ ახერხებს, შესაძლებელი იქნება დეკლარაციის შემდგომ დაზუსტება.“ -  აღნიშნა ქეთევან ღამბაშიძემ.

 

ღამბაშიძემ აღნიშნა, რომ პირველივე პროექტის გამოქვეყნებისთანავე ძალიან მაღალი  ჩართულობა იყო მის განხილვაში, რეალურად ამ შეხვედრების შედეგად ბევრი ცვლილებაც შევიდა, ბიზნეს სექტორის, ხვადასხვა ასოციაციის წევრების დაინტერესებით და აუდიტორული კომპანიების ჩართულობიდან გამომდინარე ბევრი რამ იყო გათვალისწინებული და  ამასთან დაკავშირებით ძალიან  აქტიური  და ნაყოფიერი  თანამშრომლობა მიმდინარეობდა.

 

ვიტყოდი, რომ საერთო ჯამში თვიონ ეს ცვლილება ძალიან პოზიტიურია. კონკრეტულ სექტორს, რომლისთვისაც მეტად ან ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვერ გამოვყოფდი, რადგან თვითონ გადასახადი ყველანაირ სექტორს მეტწილად ეხება. მაგალითად ჩათვლებში, ვისაც პროპორციები უნდა ეთვალა და არ ჰქონდა სრული ჩათვლის უფლება, მათ  შემთხვევაში მაგ. ფინანსური ოპერაციები (თუ ძირითად საქმიანობას არ წარმოადგენს) აღარ მიიღება მხედველობაში ამ ჩათვლის პროპორციის დასათვლელად. დროებითი იპორტი აღარ არის დღგ-თი დასაბეგრი ოპერაცია, ისევე როგორც მცირე ღირებულების საჩუქარი, რომელიც ფიზიკურ პირზე წლის განავლობაში  50 ლარით განისაზღვრა.

რაც შეეხება უსასყიდლო მიწოდებას, ხშირი იყო დავები იმაზე, თუ რა თანხიდან უნდა დაიბეგროს აღნიშნული და აქცენტირება იყო საბაზრო ფასზე, ამჟამად პირდაპირ  წერია, რომ დაიბეგრება თვითღირებულებით, არის რაღაც გარკვეული გამონაკლისები მაგრამ ძირითადად თვითღირებულებით დაითვლება.

სამედიცინო და  საგნმანათლებლო მომსახურებები და უშუალოდ მათ საქმიანობასთან დაკავშირებული და დამხმარე მომსახურებები ასევე  გათავისუფლდება.

მაგალითისთვის რომ ავიღოთ სკოლ, რომელსაც ჰქონდა  თანმხლები სხვა მომსახურება, როგორიცაა კვებითი მომსახურება  ან ბავშების  სკოლაში მიყვანა, ხშირ შემთხვევაში ესეც იყო დავის საგანი.“ - აღნიშნა ქეთევან ღამბაშიძემ.

 

ღამბაშიძის განმარტებით ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ მუდმივი დაწესებულება, რომელსაც ახლა ფიქსირებული დაწესებულება ჰქვია, ყველა შემთხვევაში უნდა გახდეს დღგ-ის  გადამხდელი. როგორც აქამდე დარეგისტრირებული და არაგადამხდელი, ისე ახლად დარეგისტრირებულიც, მიუხედავად  იმისა თუ რა ბრუნვა აქვს, პირველივე ოპერაციიდან  ამ  ოპერაციის ჩათვლით, ჩაითვლება დღგ-თი დასაბგრად.

 

თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პრქტკით მუდმივი დაწესებულებები, ვისთანაც გვქონია შეხება და საკმაოდ ბევრთან გვქონია, მეტწილად ჩართულები არიან  სახელმწიფო ან კერძო, საკმაოდ მსხვილ პროექტებში, შესაბამისად ისედაც უწევდათ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია.  

აქ მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ რეგისტრაციის შემდეგ დროის ფაქტორიც, ვინაიდან შემოღებულია ახალი ტერმინები კვალიფიციური და არაკვალიფიციური დღგ-ის  გადამხდელი. თუ კომპანია ხდება დღგ-ის გადამხდელი ან 12 თვის განმავლობაში არ ქონდა ბრუნვა, ეზღუდება როგორც ფაქტურების  გამოწერა, ისე  მღება  და  შესაბამისად ჩათვლაც. თუმცა აქვე შემოსავლების სამსახური აზუსტებს რომ  ათი დღის  ვადა  აქვთ  ამ დარეგისტრირებიდან, რომ  შეისწავლონ რა  ტიპის  და  სახის  ოპერაციებს ახორციელებ  ან აპირებ რომ განახორციელო კომპანია და რამდენად  შეიძლება, რომ კვალიფიციური გადამხდელის სტატუსში გადავიდე  და შესაბამისად ისარგებლო ანგარიშფაქტურების  ჩათვლით და გამოწერის  ფუნქციით.

ასევე ბევრს მოუწევს დღგ-ის რეგისტრაციაზე  დადგომა და უნდა გაითვალისწინონ ამ 12 უწყვეტ  თვეში რა ტიპის ოპერაციები უნდა შეიტანონ, ვინაიდან ბევრი  ისეთი  ოპერაცია შედის,  რაც  აქამდე  არ  შედოდა.

 ეს  არ ნიშნავს იმას, რომ (ჩვენი კლიენტების კითხვბიდან გამომდინარე ვამბობ2021წ. იანვრიდან დაიწყონ 12  თვის  ათვლა, იანვრის თვეში, ასე ვთქვათ, უკუსვლით მიდიან 12 თვეს ანგარიშობენ და უკვე ითვალისწინებენ ყველა იმ დამატებას რაც არის ამ ახალი რეგულაციით განსაზღვრული და დიდი ალბათობით მოუწევთ დღგ-ის  გადამხდელად  დადგომა. - აღნიშნა ქეთევან ღამბაშიძემ

 

ქეთევან ღამბაშიძემ უსასყიდლო გადაცემაზე და საჩუქრების თემაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ კანონმდებლობაში საჩუქრებზე ზღვარი არ ყოფილა დაწესებული, ისევე როგორც ის,  რომ დაბეგვრა უნდა მოხდეს თვითღირებულებით, როგორც წესი დაბეგვრა ხდებოდა საბაზრო ფასით.


ხშირი იყო კამათი საბაზრო ფასის განსაზღვრაზე, ან როგორ უნდა მოხდეს მსგავსი ან იდენტური  ფასის მისადაგება და ბევრი  სადაო  საკითხი  იყო ამით გამოწვეული,  ანუ თვითღირებულების დაწესება ძალიან პოზიტიური თემა  არის  რაც  დასაწყისშივე  აღნიშნე. დავებში მონაწილეობისთვისაც ბევრ რამეს გაამარტივებს ამდენი ტერმინის შემოღება და დაკონკრეტება.


უკვე თვითონ შემოსავლების სამსახურის აუდიტორისთვისაც  ნათელი და  გასაგები იქნება მიდგომა და აღარ  გამოიწვევს  იმ ინერპრეტირების და განხილვის  საჭიროებას  გადამხდელთან თუ ის როგორ უყურებდა ამა თუ იმ ოპერაციას. - აღნიშნა ქეთევან ღამბაშიძემ

 

კითხვაზე თუ რამდენად ხშირია შემოსავლების სამსახურის და პარლამენტის მხრიდანან კოდექსში დამატებითი დაზუსტებები. ღამბაშიძე პასუხობს, რომ  როგორც წესი ხშირია, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელი, ამ მასშტაბურ ცვლილებას თუ არ ჩავთვლით, ისეთი სიხშირით აღარ ხდებოდა.

 

არის ხშირი იმ მხრივ, რომ იგივე კანონქვემდებარე აქტები, მანუალები რაც გამოდიოდა,  რაც  საჭიროებდა  დაზუსტებას ანუ ინტერპრეტირების სწორი მიმართულებით წაყვანას, ხშირად ქვეყნდებოდა და ეს მასალა მუდმივად არის  შესასწავლი, იმიტომ რომ ერთია  რომ კანონში  წერია, მაგრამ  გამონაკლისი შეიძლება ინახოს  გარდამავალ  დებულებაში, ასევე ცალკე არსებობს ადმინისტრირების შესახებ ბრძანება, არსებობს  ცალკე  ბრძანებები ან  განკარგულებები. იმედი მაქვს რომ მას შემდეგ რაც  ეს  მასშტაბური  ცვლილება შევიდა და გამოვა ინსტრუქციის სახით დამატებითი მასალა, აღარ  დაგვჭირდება  სეთი აქტიური  ცვლილებები ყველთვიურ  რეჟიმში იმიტომ რომ ნამდვილად დიდი  წნეხია პირველ რიგში ბუღალტრებისთვის.


ჩვენთვის  ეს  არის პროფესია და ვალდებულები ვართ  არ  ჩამოვრჩეთ ამ სიახლეებს  და  ყოვეთვის  საქმის  კურსში ვიყოთ, მაგრამ ბუღალტრებს რომლებსაც  მიმდინარე საქმეც ბევრი აქვთ,  მათთვის  სისტემატიური ცვლილებები დამატებითი წნეხია. -  აღნიშნა ქეთევან ღამბაშიძემ

 

ღამბაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ 2021წ.მდე არსებული დღგ-ს ყველა გათავისუფლება შენარჩუნებულია და დამატებულია ახალი გათავისუფლებებიც.


ღამაშიძემ ასევე გრანთ თორნთონის აკადემიაზეც ისაუბრა  და განმარტა, რომ  გრანთ თორნთონი მსურველებს გარკვეული პერიოდულობით სთავაზობს ტრენინგებს  და სასერტიფიკატო კურსებს.

 

 

 თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up