რა ბიზნესებს ფლობს ანდრო ბიბილეიშვილი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ საკუთარ საზოგადოებრივ მოძრაობაში წარადგინა

რა ბიზნესებს ფლობს ანდრო ბიბილეიშვილი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ საკუთარ საზოგადოებრივ მოძრაობაში წარადგინა

access_time2019-10-12 16:30:12

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა.

 

„ლელოს“ ახალ წევრებს შორის არის ერთი ბიზნესმენი ანდრო ბიბილეიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ 48 კაციან საზოგადოებრივ მოძრაობაში ბიბილეიშვილი მესამე ბიზნმესმენია. მანამდე ხაზარაძემ მოძრაობის წევრად ბიზნეს სექტორის კიდევ ორი წარმომადგენელი გიორგი მორდეხაშვილი და დავით ბეგიაშვილი წარადგინა.

 

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს ბიბილეიშვილი. როგორც გაირკვა მისი საქმიანობის სფეროს ცემენტის წარმოება, მისი საბითუმო და საცალო რეალიზაცია წარმოადგენს.


 

კერძოდ, ანდრო ბიბილეიშვილი სს „კავკაზ ცემენტის“ დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. თავის მხრივ „კავკაზ ცემენტი“ არის „კავკაზ ცემენტ ჯორჯიას“ 100%იანი წილის მფლობელი. ამასთან, რეესტრის თანახმად, სს „კავკაზ ცემენტი“ ფლობს 100%იან წილს შპს „სურამის ქვიშასა“ და 61.8%-იან წილს შპს „თბილცემენტში“, თუმცა, როგორც კომპანიის 2017 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, აღნიშნული ორი კომპანია აღარ ფუნქციონირებენ.

 

ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, 2017 წლის ბოლოს სს “კავკაზ ცემენტის“ საკუთრებაში 32,669 მლნ ლარის აქტივები იყო. კომპანიის შემოსავლები რეალიზაციიდან - 33,813 მლნ, ხოლო თვითღირებულების ხარჯი - (24,259) მლნ; საერთო მოგება - 9,554 მლნ; წმინდა მოგება კი - 2,353 მლნ ლარი იყო.

 

რაც შეეხება კომპანიის მფლობელებს, რეესტრის 2018 წლის 24 ოქტომბრის ამონაწერით, „კავკაზ ცემენტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა - პოლ როდზიანკო (აშშ),მისი მოადგილე/წევრი - იან ქრისტოფერ ჰეიგი (აშშ) და კიდევ ერთი წევრი ანდრო ბიბილეიშვილია. კომპანიის 2017 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში კი ვკითხულობთ, რომ „კავკაზ ცემენტის“ 87.07%-ს შპს "ანოდაინ ჰოლდინგს ელ.ელ.სი"; 6.66%-ს სს "კავკაზ ცემენტი; 3.34%-ს ხუნწარია ირაკლი; 0.49%-ს - ტაბატაძე ნიკა; 1.56%-ს - პოლ როდზიენკო; 0.49%-ს ტაბატაძე სოფიო; 0.39%-ს - ბიბილეიშვილი ანდრო და 0.0015%-ს - დენის კარლ პრაიზი ფლობენ.


bpn.ge





„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“
access_time2020-07-09 17:25:58
„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა  საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, . 5 ნიმუშში საღებავი „სუდან...

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით  სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-07-09 14:55:15
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტმა არაერთი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მას დისტანციურად მომსახურების მიღების საშუალებას გაუმარტივებს. ამისათვის, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს, რათა გაუფრთხილდეს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ონლაინ საბანკო მომსახურება პროდუქტი ყოველდღიურობისათვის აუცილებელ მომსახურებათა ჩამონათვალშია. ამ მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისაათვის, სილქნეტმა, თიბისისთან ერთად, თავის მომხმარებელს...

ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე მიდის-მედიკამენტები საბაჟოზე მაქსიმუმ 15 დღე დაყოვნდება

ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე მიდის-მედიკამენტები საბაჟოზე მაქსიმუმ 15 დღე დაყოვნდება
access_time2020-07-09 18:00:04
„მეორე მოსმენით დადგენილი ცვლილება მისასალმებელია, კანონპროექტის პირველ ვარიანტით გაცხადებული ვადა ორჯერ შემცირდა, თუმცა, თეორიულად შესაძლებელია, რომ ცვლილება მედიკამენტების ფასზე აისახოს, მაგრამ გაცილებით ნაკლებად“, - ასე აფასებს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც...

როდის განაახლებს სტუმრების მიღებას „რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამული“

როდის განაახლებს სტუმრების მიღებას „რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამული“
access_time2020-07-09 17:00:15
„სილქ როუდ ჯგუფის“ სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამულში“ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას 3 დღეში დაუბრუნდება, - ამის შესახებ სასტუმროს მენეჯერი ელენე ოთარაშვილი აცხადებს. მისი თქმით, ამ დროისათვის წინანდლის მამულში ადგილზე ექსპერტები და გამომძიებლები მუშაობენ. როგორც სასტუმროს ხელმძღვანელი აღნიშნავს, საუნა ამ დროისთვის არსებული რეგულაციების გამო არ ფუნქციონირებდა. „ხანძრის შედეგად დაზიანდა მეხუთე სართულზე განთავსებული საუნა და...

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-09 13:25:44
ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, სადაც ჩემს მიერ, 16 000 ოჯახისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის მიწოდება „წინასაარჩევნო მოსყიდვადაა“ შეფასებული. მინდა, საზოგადოებისთვის რამდენიმე მიმართულებით გავაკეთო განმარტება: სამართლებრივ ჭრილში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის...


მსგავსი სიახლეები

up