პარიზის ოპერა - კრიზისი, რომელიც პანდემიამდე დაიწყო

პარიზის ოპერა - კრიზისი, რომელიც პანდემიამდე დაიწყო

access_time2020-07-28 20:00:31

ბოლო თვეების მანძილზე პარიზის ოპერა მძიმე კრიზისთან გამკლავებას ცდილობს -  უპრეცედენტო გაფიცვამ საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ თეატრის მუშაობა თითქმის მთლიანად შეაჩერა. თებერვალში სპექტაკლები განახლდა, თუმცა პანდემიამ თეატრი კვლავ უარეს სიტუაციაში ჩააგდო.

 

დღეს პარიზის ოპერა გაურკვეველი ვადით დახურულია.

 

შექმნილი ვითარება თეატრის დირექტორმა სტეფან ლისნერმა აღწერა: ბიუჯეტში 40 მლნ. ევროს გარღვევა გვაქს, ოპერა ფეხზე ვერ დგება და სავარაუდოდ, 2020 წლის ბოლოსთვის მისი საბრუნავი კაპიტალი ამოიწურება. მე ჩემს პოსტს 2020 წლის დეკემბერში ვტოვებ იმის მიუხედავად, რომ უფლებამოსილება 2021 წლის აგვისტოში მეწურება. ოპერაში შექმნილი ეკონომიკური სიტუაცია რადიკალურ ზომებს მოითხოვს, და ამის გაკეთება ახალ დირექტორს მოუწევს - განაცხადა მან.

 

კულტურის სამინისტროს ოპერის საკითხი ძალიან აწუხებს - არც ერთი სახელმწიფო თეატრი საფრანგეთში ისეთ დოტაციების არ იღებს, როგორსაც ოპერა. თეატრის წლიური ბიუჯეტია 228 მლნ. ევრო, საიდანაც 95 მლნ. (45%) მოდის სახელმწიფოსგან.

 

გაუგებარია ისიც, თუ როგორ აისახება ახალი ვითარება, კერძოდ კი კორონა კრიზისი კულტურის სამინისტროს მიერ თეატრის შემდგომი დაფინანსების საკითხზე.

 

ამ მხრივ ყველას ახალი დირექტორის ალექსანდრ ნეფის იმედი აქვს - მისი კანდიდატურა პირადად პრეზიდენტმა მაკრონმა დაამტკიცა. ის წლების მანძილზე კანადაში მუშაობდა, კანადაში თეატრები ამერიკული მოდელით მუშაობენ - ანუ, სახელმწიფოსგან დოტაციებს არ იღებენ და თავს თვითონ ირჩენენ.

 

ახალმა დირექტორმა უკვე განაცხადა, რომ პარიზშიც ამ მიმართულებაზე დაფიქრება ცუდი არ იქნება.

 

ალექსანდრ ნეფი - გერმანელია, ამიტომაც ის არაა რევოლუციის მომხრე  - მას უფრო თანმიმდევრული მოქმედებების და ევოლუციის იმედი აქვს. მაგალითად, ის სპეკტაკლების მომზადებაზე დანახარჯების შემცირებას, პერსპექტიულ ფრანგ მომღერლებზე ფსონის დადებას და ბევრ სხვა რეფორმას გეგმავს.


 

თუმცა, ვერ ერთი ეს ცვლილება  პარიზის ოპერის ფუნქციონირების სოციალური მოდელის შეცვლის გარეშე ვერ იმუშავებს. დღევანდელი დირექტორის სტეფან ლისნერის პერიოდშიც თეატრს საკმაოდ კარგი შემოსავალი ჰქონდა - საშუალოდ დარბაზი 92%-ით ივსებოდა.

 

როგორც ლისნერი ამბობს, შექმნილი გამოუვალი სიტუაცია პროფკავშირების დამსახურებაა.

 

ოპერაში არის ორგანიზაციები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თანამშრომელთა ინტერესებს იცავენ, თუმცა, რეალობაში ეს არის მუდმივი შანტაჟი, როდესაც სპეკტაკლის დაწყებამდე 5 წუთით ადრე არავინ იცის გაიმართება ის თუ არა.

 

 

მისი თქმით ხანგძლივი და დამღუპველი გაფიცვები სწორედ პროფკავშირების ორგანიზებულია, გარდა ამისა, თეატრის ხელმძღვანელობას ყველა საკითხის პროფკავშირებთან შეთანმხება უწევდა  - დეკორაციებით დაწყებული მომღერლების დატვირთვით დასრულებული.

 

მე პარიზის ოპერაში 2014 წელს მოვედი, და ჩემი ტაქტიკა იყო ყველა დაინტერესებულ მხარესთან შეთანხმება. თუმცა, სულ მალე დავრწმუნდი, რომ პროფკავშირებთან შეთანხმება შეუძლებელია. ეს მეთოდი არ მუშაობს. რა იმუშავებს - ეს უკვე ალექსანდ ნეფის დასადგენია - განაცხადა ლისნერმა.

 

დღეს თეატრის ორივე - საოპერო და საბალეტო დარბაზი დახურულია რემონტის გამო  - მათი განახლება 2021 წელს იგეგმებოდა, თუმცა, ხელმძღვანელობამ პანდემიით გამოწვეული იძულებით გაჩერების თავის სასარგებლოდ გამოყენება გადაწყვიტა.

 

პირველ დადგმის ჩვენება 22 სექტემბერს იგეგმება. თუმცა, ჩატარდება თუ არა სპეკტაკლი 100%-ით არავინ იცის.

 

ამ გაურკვევლობამ უკვე თავისი ნეგატიური შედეგები მოიტანა - მეცენატების მხრიდან შემოწირულობები მესამედით, ხოლო მომავალ სეზონზე აბონემენტების გაყიდვები 35-45%-ით შემცირდა.

 

„ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობასთან - პანდემიის და ეკონომიკური  კრიზისის გარდა კიდევ ერთი მხარე არის - რამდენიმეთვიანი გაფიცვა თეატრის თანამშრომელთა მხრიდან ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება ნამდვილად არ იყო“ - მიიჩნევს ლისნერი.

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

kommersant.ru

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up