მამუკა მუმლაძე: ყვითელი ავტობუსები ან ჯართად გაიყიდება ან სხვა მუნიციპალიტეტებს გადაეცემა

მამუკა მუმლაძე: ყვითელი ავტობუსები ან ჯართად გაიყიდება ან სხვა მუნიციპალიტეტებს გადაეცემა

access_time2018-07-24 17:00:35

რა ბედი ეწევა ავტოპარკის განახლების შემდეგ თბილისში მოძრავ ყვითელ ავტობუსებს? როგორც ცნობილია, 2019 წლის ბოლოდან თბილისში გერმანული კომპანია MAN-ის წარმოებული ავტობუსებით ავტოპარკი სრულად განახლდება. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ  თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა. 


კომერსანტი დაინტერესდა,   სად წავა ძველი, ყვითელი  ავტობუსები და ახალ, MAN-ის ავტობუსებზე  დასაქმდება თუ არა არსებული კადრი?


 

 თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე  „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ავტოპარკი 2019 წლის ბოლომდე სრულად იქნება განახლებული. რაც შეეხება ყვითელ ავტობუსებს, მათი ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ არის. თუმცა, მისივე განმარტებით, განიხილება რამდენიმე ვარიანტი.


 

პირველ რიგში, მოხდება ყვითელი ავტობუსების შეფასება, რომლის შემდეგაც ისინი  ან ჯართად გაიყიდება ან სხვა მუნიციპალიტეტებს გადაეცემა. განიხილება კერძო პირებზე გასხვისებაც.ასევე შეიძლება მოხდეს მისი  დაშლა და ისე შენახვა.„შესაძლოა კერძო პირზე გასხვისდეს ან შესაბამისი პირობებით სხვა მუნიციპალიტეტებს გადაეცეს. ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ერთ წელში იქნება მიღებული.“-აცხადებს მუმლაძე.


 

რაც შეეხება მძღოლებს, მუმლაძე აცხადებს, რომ შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მათი კვალიფიკაციის გადამოწმებას ახდენს. მუმლაძე აცხადებს, რომ პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.



 

„8 მეტრიან ავტობუსზე რომელზეც  მძღოლი მუშაობს, აბსოლუტურად სხვა სამუშაოს შესრულება უწევს, ვიდრე 10 მეტრიანის შემთხვევაში. ამიტომ, მათ შიდა რეგლამენტით გათვალისწინებული ტრეინინგების გავლა მოუწევთ. სტანდარტების დაკმაყოფლების შემთხვევაში მძღოლი ახალ ავტობუსებზე ავტომატურად დასაქმდება,“ განმარტავს მუმლაძე.


 

მისივე  განცხადებით, თბილისში ყოველდღიურად 530 ავტობუსი მოძრაობს, აქედან- 100 MAN-ის  მარკისაა, 430 ერთეული კი ყვითელია.


 

მუმლაძე აცხადებს, რომ თბილისის სატრასპორტო სამსახურის მთავარი სტრატეგიაა ის, რომ დროთა განმავლობაში შეიქმნა მანქანებზე დამოკიდებულება, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების გეგმა არ არსებობდა. მისი თქმით, დღეს  სამსახურს გააჩნია გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს კომპლექსურად მუნიციპალური ტრანსპორტი (მეტრო და ავტობუსები), რათა ადამიანებისთვის იმ სერვისის შეთავაზება მოხდეს, რომელიც  საკუთარი ავტომობილის სახლში გაჩერებას და საზოგადოებრივი ტარნსპორტით სარგებლობას გადააწყვეტინებს.


 

მუმლაძე აცხადებს, რომ  ეს საცობების განმუხტვისთვისკენაა მიმართული.


 

შეგახსენებთ, ავტობუსების ტენდერში გერმანულ MAN-ს კონკურენციას IVECO და Solaris-ი უწევდნენ. MAN-ლიდერია ამ სეგმენტში, მისი წარმოებული სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ავტობუსების შესაძენად თბილისის მერიას დაფინანსება ევრობანკმა გამოყო. 27 მლნ ევროს ოდენობით სესხის სახით, დამატებით 7 მილიონის გრანტი EBRD-ის მართვის ქვეშ არსებულმა ფონდმა E5P გამოყო.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 






თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს
access_time2021-10-16 18:00:12
პანდემიის პირველმა წელმა იტალია და, მათ შორის, ვენეცია, უცხოელი ტურისტების გარეშე დატოვა. დღეს ვიზიტორები ბრუნდებიან. რა თქმა უნდა, მასშტაბები ჯერ ისეთი არაა, როგორც 2019 წელს. უქმეებზე ვენეცია ტურისტებით სავსეა, მაგრამ სამუშაო დღეებში ქალაქში შედარებითი სიმშვიდეა. ბოლო მონაცემებით ვენეციაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელი პერიოდის 60%-ს მიაღწია, თუმცა, ვიზიტორების სტრუქტურა შეიცვალა. უცხოელების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 70%-ით შემცირდა, მაგრამ ამავე დროს იტალიელების 50%-ით...

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა
access_time2021-10-16 10:00:43
ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული ახალი სახეობის გაყინული ფოთლების ჩაი უკვე გაყიდვაშია, მისი შეძენა კი მომხმარებელს გუდვილის (საბურთალოს და დიღმის) ჰიპერმარკეტებში...

ავთანდილმა შეიძლება ავეჯის დიზაინის ხაზიც აამოქმედოს

ავთანდილმა შეიძლება ავეჯის დიზაინის ხაზიც აამოქმედოს
access_time2021-10-16 16:00:04
ქართველი დიზაინერი, ავთანდილ ცქვიტინიძე ავეჯის დიზაინით დაინტერესდა. როგორც სამოდელო სახლ „ავთანდილის“ დამფუძნებელი და დირექტორი ამბობს, ის ჯერჯერობით ძიებაშია და სამომავლო გეგმებზე დაზუსტებით ვერაფერს იტყვის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მისმა გატაცებამ მომავალში...

რა რისკებს შეიცავს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები

რა რისკებს შეიცავს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები
access_time2021-10-16 14:00:40
ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტები,...


მსგავსი სიახლეები

up