რა ბედი ელის „სვეტის“ ბათუმის ობიექტის დაზარალებულებს?

რა ბედი ელის „სვეტის“ ბათუმის ობიექტის დაზარალებულებს?

access_time2019-09-11 23:30:32

ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები დეველოპერული კომპანია „სვეტის“ 5 ობიექტზეა შეჩერებული. აქედან 4 თბილისში, ერთი კი, ბათუმში მდებარეობს.თბილისის მერიასა და „m² უძრავი ქონებას“ შორის დღეს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით, „m²“ „სვეტის“ მიერ დაწყებულ მხოლოდ სამ პროექტს გადაიბარებს.


კერძოდ, საუბარია ნუცუბიძის, მირცხულავას და ჭყონდიდელის ქუჩებზე მდებარე ობიექტებზე.


რაც შეეხება „წერეთლის კოშკისა“ და ბათუმში მდებარე „სვეტის ოლიმპიური ქალაქის“ პროექტებს, მათი მობინადრეების ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია.ცოტა ხნის წინ „სვეტის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გავრცელდა, სადაც „სვეტის ოლიმპიური ქალაქის“ პროექტზეცაა საუბარი.



„გვსურს გამოვეხმაუროთ „სვეტი ჯგუფის“ ბათუმის ოლიმპიური ქალაქის მშენებლობის დასრულების საკითხს, რომელზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება დაინტერესებულ პირებთან, რომლის შედეგების შესახებაც ახლო მომავალში გახდება ცნობილი.


დეველოპერული კომპანია „სვეტი“ წარმატებას უსურვებს „m²“-ს ახლადდაწყებულ საქმეში“, - ნათქვამია „სვეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ბათუმში, თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროსთან ოლიმპიური ქალაქის“მშენებლობა "სვეტი ჯგუფმა“ 2016 წელს დააანონსა. კომპანია იქ ბინებს მშენებლობის დაწყებამდე ყიდდა.„სვეტი ჯგუფს“ ბათუმში ელიტარული ტიპის ხუთი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ჰქონდა დაგეგმილი. ადგილზე მხოლოდ ერთის, 26-სართულიანი კორპუსის მშენებლობაა დაწყებული.


BMG





მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)
access_time2019-10-17 16:00:19
ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი. ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები...

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს
access_time2019-10-17 16:30:58
26 ოქტომბერს, ახტალის პარკში, ყველისა და კულინარიის ფესტივალი, წელს პირველად გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს კულინარიის, როგორც დარგის განვითარებას რეგიონში და მის პოპულარიზაციას.ფესტივალის ფარგლებში, 6 ქართველი და უცხოელი ტოპ შეფი (გურამ ბაღდოშვილი, ლევან ჩხეიძე, თამთა კიკალიშვილი, ენცო ნერი, მიშა ბარსა და ა.შ) თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს, ჩაატარებენ მასტერკლასებს, რომლის პარალელურადაც მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ყველისა და კულინარიული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მათ...

საჯარო სპორტული მოედნები, ველობილიკები და დასასვენებელი პარკი - სივრცე, რომლის მოწყობაც ვაკეში იგეგმება

საჯარო სპორტული მოედნები, ველობილიკები და დასასვენებელი პარკი - სივრცე, რომლის მოწყობაც ვაკეში იგეგმება
access_time2019-10-17 13:39:16
საჯარო სპორტული მოედნებით, ველობილიკებით და დასასვენებელი პარკებით მოწყობილი სივრცეები დედაქალაქში ფაქტიურად აღარ...

ირაკლი ლექვინაძე - შრომის უსაფრთხოების ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე ბიზნესის შენიშვნები გათვალისწინებულია, მაგრამ მაინც რჩება სადისკუსიო საკითხები

ირაკლი ლექვინაძე - შრომის უსაფრთხოების ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე ბიზნესის შენიშვნები გათვალისწინებულია, მაგრამ მაინც რჩება სადისკუსიო საკითხები
access_time2019-10-17 12:35:41
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე მუშაობს. ახალი ტექნიკური რეგლამენტი მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ მინიმალურ მოთხოვნებს...

სააქციო საზოგადოება „თელასი“ შესაძლოა გაიყიდოს-მინისტრის კომენტარი

სააქციო საზოგადოება „თელასი“ შესაძლოა გაიყიდოს-მინისტრის კომენტარი
access_time2019-10-17 12:38:38
სააქციო საზოგადოება „თელასის“ შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა. „თელასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიით მოვისმინე. რაიმე სახის წინადადებით ჩვენთვის არავის მოუმართავს. აქედან გამომდინარე, ამაზე კომენტარს, ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებ. როგორც ცნობილია, დღეს „ფორმულამ“ გაავრცელა  ინფორმაცია, რომ სააქციო საზოგადოება „თელასი“ შესაძლოა გაიყიდოს. კერძოდ,...


მსგავსი სიახლეები

up