რა ახალი ვალდებულებები ამოქმედდება დამსაქმებლებისთვის - შრომის კანონმდებლობაში 2020 წელს 11 ევროდირექტივის ასახვა იგეგმება

რა ახალი ვალდებულებები ამოქმედდება დამსაქმებლებისთვის - შრომის კანონმდებლობაში 2020 წელს 11 ევროდირექტივის ასახვა იგეგმება

access_time2020-02-04 18:30:01

2020 წელს უნდა დასრულდეს შრომის, დასაქმებისა და სოციალური დაცვის სფეროში 11 დირექტივის ტრანსპოზიცია ქართულ კანონმდებლობაში. ამის შესახებ პარლამენტის 2020 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა.


მათ შორის განსახორციელებელი ცვლილებების მიხედვით, უზრუნველყოფილი იქნება თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვა ვადიანი ხელშეკრულებით და არასრულ სამუშაო განაკვეთზე მომუშავე დასაქმებულთათვის; აიკრძალება სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია, უზრუნველყოფილი იქნება თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურებას და სხვა.



ამასთან, როგორც გეგმაშია აღნიშნული, განსახორციელებელი ცვლილებების მიხედვით:

  • -შეიქმნება დასაქმებულისთვის დაცვის დამატებითი გარანტიები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდში და დასრულების შემდეგ; დაიცავს ორსულ, ახალნამშობიარები ან მეძუძურ დასაქმებულების ჯანმრთელობას, ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას აქტიურ შრომით საქმიანობაში, ასევე დაეხმარება მათ კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ მობილობაში;

  • -განისაზღვრება დამსაქმებლის ვალდებულება, დროულად მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმებულებს შრომის არსებითი პირობების ან მათი ცვლილების შესახებ;

  • -განისაზღვრება დამსაქმებელთა ვალდებულება გაატაროს პრაქტიკული ღონისძიებები ინფორმირების და კონსულტირების უფლების დასაცავად, რაც მოიაზრებს დასაქმებულთათვის ინფორმაციის მიწოდებას დაწესებულების/საწარმოს საქმიანობის არსებული და სამომავლო განვითარების შესახებ, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობისა და იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს შრომის ორგანიზებაზე ან/და შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებზე;

  • -დადგინდება კრიტერიუმები მასობრივი დათხოვნის განსაზღვრისთვის, ასევე დამსაქმებლის ვალდებულება დროულად მიაწოდოს ინფორმაცია მასობრივი დათხოვნის შესახებ დასაქმებულებს და გამართოს მათთან კონსულტაციები, რათა თავიდან იქნეს აცილებული მასობრივი დათხოვნა ან მისი რაოდენობრივი შეზღუდვა, ასევე შესაძლებლობა, შერბილდეს მისი შედეგები თანმდევი სოციალური ღონისძიებებით;

  • -განისაზღვრება ბიზნესის ან ბიზნესის გასხვისების მომენტში არსებული შრომითი ხელშეკრულებიდან ან შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე გამსხვისებლის და შემძენის უფლებები და მოვალეობები, ასევე გამსხვისებლისა და შემძენის ვალდებულება მიაწოდონ დასაქმებულებს ინფორმაცია და გამართონ კონსულტაციები დროულად, გასხვისებამდე შემდეგ საკითხებზე: გასხვისების თარიღი ან გასხვისების დაგეგმილი თარიღი, გასხვისების საფუძველი, დასაქმებულთათვის გასხვისების სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური შედეგები, დასაქმებულებთან დაკავშირებით მისაღები ზომები;

  • -ადგენს განსაზღვრული ვადით დასაქმებულების უფლებას, მიიღონ ინფორმაცია სამუშაო პირობების შესახებ, გაიარონ სამუშაოს ტიპთან დაკავშირებული გადამზადება, მათი კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილნი იყვნენ სათანადო სამედიცინო შემოწმებით, რაც აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ ისინი ასრულებენ ისეთ სამუშაოს, რომელსაც სამედიცინო შემოწმება სჭირდება;

  • -განისაზღვრება დირექტივის შესაბამისად დღისა და კვირის განმავლობაში სამუშაო საათების, შესვენების და დასვენების დროის მაქსიმალური ოდენობა, რეგულირდება ღამით მუშაობა და ღამით მომუშავეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;

  • -განისაზღვრება შესაბამისი სანქციები შრომის კანონმდებლობის დარღვევაზე.

bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up