რა აწუხებს ბიზნესს აჭარაში - ბიზნესომბუდსმენის შეფასება

რა აწუხებს ბიზნესს აჭარაში - ბიზნესომბუდსმენის შეფასება

access_time2018-12-05 16:28:08

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან გიორგი ბუბუტეიშვილთან და USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ კომპონენტის ხელმძღვანელთან მაია ერისთავთან ერთად, ბათუმში საშუალო და მცირე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.


ბიზნესომბუდსმენის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენის საქმიანობა და საგადასახადო სისტემა მიმოიხილეს.


ბიზნესმენებს საშუალება მიეცათ ბიზნესომბუდსმენისა და შემოსავლების სამსახურის მიერ რეგიონში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები მოესმინათ.


„ჩვენ დავიწყეთ მორიგი რეგიონული შეხვედრები ადგილობრივ ბიზენსთან და პირველი შეხვედრა შედგა ბათუმში. შემდეგი შეხვედრები დაგეგმილი გვაქვს ზუგდიდსა და ქუთაისში. რეგიონული შეხვედრები იმართება USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მხარდაჭერით. შეხვედრებზე ბიზნესი სვამს ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმართებაში მათთვის პრობლემურ საკითხებს და ჩვენ ვაცნობთ იმ მექანიზმებს, რითიც შეგვიძლია საჭიროების შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტაში მათი მხარდაჭერა. აჭარაში სექტემბრიდან მუშაობს ბიზნესომბუდსმენის სპეციალური წარმომადგენელი და ამ პერიოდში უკვე 30-მა მეწარმემ მიმართა დახმარებისთვის. აჭარაში ბიზნესის მხრიდან დასმულ თემებს შორის ყველაზე ხშირია სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, ბიუროკრატიული პროცედურებით გამოწვეული პრობლემები, ნებართვებთან და საგადასახადო დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც საჭიროებს დროში სწრაფად გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენ ჩართული ვართ მედიაციაში, როგორც ადგილობრივ ისე ცენტრალურ მთავრობასთან. თბილისის შემდეგ ბიზნეს აქტივობის მიხედვით ყველაზე აქტიური რეიგონია აჭარა და ბიზნესომბუდსმენის ოფისში მთელი მომართვიანობის 15% სწორედ ამ რეგიონზე მოდის“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაციები ბიზნესომბუდსმენის პორტალის, ზოგადი საგადასახადო პოლიტიკისა და შემოსავლების სამსახურის სერვისებით სარგებლობის, გადასახადებისა და სახელმწიფო სერვისების დაფინანსების ალტერნატიული გზებისა და საგადასახადო კანონმდებლობაში 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.






7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა
access_time2020-04-07 19:00:39
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი
access_time2020-04-07 17:55:17
ხამში- ეს არის ძველისძველი ისტორიული სოფელი გარე კახეთში, რომელიც საფერავის საუკეთესო ღვინოსთან ასოცირდება. უახლოეს მომავალში, როდესაც კორონავირუსის პანდემია გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეს პატარა სოფელი,...

„20-მდე კომპანიის გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“

„20-მდე კომპანიის  გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“
access_time2020-04-07 16:45:20
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქმიანობის ნებართვის გაგრძელების სურვილის მქონე 20-მდე კომპანია გადამოწმდა, რომელთაგან 6-ს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო არ დაუკმაყოფილდა. როგორც ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს“ საწარმოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის შესახებ განუცხადა, ერთი დღის განმავლობაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით...

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე
access_time2020-04-07 15:00:16
მარტის თვის მდგომარეობით ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 6.1%-ს შეადგენს და მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ჩნდება კითხვა, - რატომ ვერ ართმევს ცენტრალური ბანკი თავს თავის უმთავრეს მოვალეობას  და რატომ ვერ ახერხებს ფასების საერთო დონის მოთოკვას. ამ კითხვებით „კომერსანტმა“, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მიმართა. - პაატა,...

„დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„დანკინმა“  ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა
access_time2020-04-07 12:30:35
ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად საუზმე მიართვა და საშუალება მისცა „დანკინის“ ყავით და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა. აქცია „ვისოლ ჯგუფის“ სოციალური კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოებას თანამედროვე გმირებს გააცნობს დევიზით #შექმენიისტორია. შეგახსნებთ, რომ „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და...


მსგავსი სიახლეები

up