რა არის წყლული, როგორ მოვაგვაროთ კუჭნაწლავის პრობლემები და ავირიდოთ თავიდან წყლულოვანი დეფექტები

რა არის წყლული, როგორ მოვაგვაროთ კუჭნაწლავის პრობლემები და ავირიდოთ თავიდან წყლულოვანი დეფექტები

access_time2021-11-30 12:55:20

წყლული - მეტწილად კუჭნაწლავის ტრაქტის ქრონიკულ დაავადებას წარმოადგენს, რომლის დროსაც ლორწოვან გარსზე ვითარდება წყლულოვანი დეფექტები.
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება ადამიანს შედარებით აქტიურ, შემოქმედებით ასაკში უვითარდება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს  შრომისუნარიანობის მყარი დაქვეითება.

რა არის წყლული, როგორ მოვაგვაროთ კუჭნაწლავის პრობლემები და ავირიდოთ თავიდან წყლულოვანი დეფექტები, ამის შესახებ კლინიკა „ჰელსიკორი“- ს ექიმი, გასტროენტეროლოგი - ჰეპატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - ირაკლი ხმალაძე გვიამბობს.

ბატონო ირაკლი, პირველ რიგში უშუალოდ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებებზე რომ ვისაუბროთ, რას წარმოადგენენ  ისინი და რამდენად მსგავსი პათოლოგიები დღეს საქართველოს მოსახლეობას.

კუჭ-ნაწლავის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება დღეს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს არა ხოლოდ საქართველოს, ასევე მსოფლიო მასშტაბითაც. ბოლო წლების განმავლობაში დაავადებამ საგრძნობლად იცვალა ასაკი და მოიმატა ბავშვებში, მოზარდებსა და ახალგაზრდებში, რაც განპირობებულია საკვების რაციონით, არასწორი რეჟიმით და ცხოვრების წესით.
პეპტიური წყლილი მოსახლეობის დაახლოებით 5 % - ს აღენიშნება, ხოლო თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული სხვა წყლულებთან შედარებით მეტად გავრცელებულია. მას ძირითადად ახალგაზრდებში ვაწყდებით, დაახლოებით 20 წლიდან 50 წლამდე შუალედში, მეტწილად ქალბატონებში.

მინდა აღვნიშნო, რომ დაავადება ძირითდად ქრონიკულად მიმდინარეობს და შესაბამისად ახასიათებს როგორც გამწვავების, ასევე რემისიის ანუ ნათელი პერიოდები. გამწვავების ფაზა თავს ძირითადად ადრეულ გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომაზე იჩენს.

რა არის წყლულის გამომწვევი მიზეზი?


დიდი ხნის მანძილზე პეპტიური წყლული მულტიფაქტორულ დაავადებად მიიჩნეოდა, რომელიც კუჭის ლორწოვანის დამცავი უნარის დაქვეითების ფონზე მჟავასა და პეპსინის მოქმედების შედეგად ვითარდებოდა. ითვლებოდა, რომ ერთხელ განვითარებული პეპტიური წყლული პაციენტის მუდმივად აწუხებდა, პერიოდული რემისიებით და გამწვავებებით, თუმცა ეს შეხედულება შეიცვალა და თანამედროვე გასტროენტეროლოგიაში პეპტიური წყლულის განვითარებაში უპირატესობა მთავარ ფაქტორს ჰელიკობაქტერიას (H. Pylori) ენიჭება, ასევე უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების არარაციონალური და ხანგრძლივი მიღება. აუცილებლად გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები: კუჭის წვენის გაძლიერებული სეკრეცია, სტრესი, არასწორი და არარაციონალური კვების რეჟიმი, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, ჰერპეს და ციტომეგალოვირუსული ინფექციის არსებობა, ასევე გენეტიკური მიდრეკილება. პეპტიური წყლულის განვითარებაში დიდი როლი ენიჭება, თამბაქოს მოხმარებას. თამბაქო არ იწვევს კუჭის სეკრეციის გაძლიერებას, თუმცა წყლულის განვითარებას იგი პანკრეასზე ზემოქმედებით უწყობს ხელს, რის შედეგადაც ბიკარბონატების სეკრეცია ანუ ზედმეტი მჟავის ნეიტრალიზაციის პროცესი სრულფასოვნად ვეღარ მიმდინარეობს.









როგორ უნდა განასხვავოს პაციენტმა ეროზია და წყლული?


ეროზიის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5 მილიმეტრს, წყლულად ჩაითვლება დეფექტიმ თუ ის 5 მმ-ზე მეტია. რეალურად წყლული და ეროზია ორივე წარმოადგენს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დეფექტს და პრაქტიკულად გარკვეულწილად ერთნაირ მკურნალობას საჭიროებს.   

 

როგორია სიმპტომები და დაავადების გამოვლინება?


ძირითადი გამოვლინებაა გულძმარვა, მუცლის შუა/ზედა ნაწილში საკვების მიღებამდე ან ღამის საათებში წვის შეგრძნება, ტკივილით მუცლის შუა/ზედა ნაწილში, ასევე შეიძლება გამოვლინდეს შებერილობა, გულისრევა ან ღებინება, მუქი ფერის განავალი, ღებინებისას წითელი სისხლისებრი შეფერილობა, ასევე წონაში კლება.


ეტაპობრივად რომ მივყვეთ, როგორია მკურნალობის პროცესი, რა დრო არის საჭირო იმისათვის, რომ პაციენტმა შედეგი იგრძნოს?

 

უპირველესად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მკურნალობის ტაქტიკა და სტრატეგია მხოლოდ კვალიფიციური გასტროენტეროლოგის მიერ უნდა განისაზღვროს. დაუშვებელია, თვითმკურნალობა, რადგან არასწორმა მკურნალობამ შესაძლოა მძიმე და გამოუსწორებელ შედეგამდე მიიყვანოს პაციენტი.

უნდა გვახსოვდეს, რომ კუჭ-ნაწლავი - ეს არის ერთი მთლიანი სისტემა, რომლის გამოკვლევაც და მკურნალობაც აუცილებლად მხოლოდ კომპლექსური უნდა იყოს.
ხშირია სეგმენტური და სიმპტომური მკურნალობა, რაც ყოვლად დაუშვებელია.




თერაპია ეტაპობრივია და ითვალისწინებს კუჭ-ნაწლავის ყველა უბნისა და სეგმენტის, ასევე ნაწლავთა მიკროფლორის აღდგენას, ანუ დისბაქტერიოზის (დისბიოზის) ლიკვიდაციას.

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა პაციენტი ინდივიდუალურ მიდგომასა და მკურნალობას საჭიროებს, გარდა კვების რეჟიმისა და მკურნალობის პერიოდში შერსაბამისი დიეტის დაცვისა.



(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up