რა არის ტონზილიტი და რა სიმპტომები ახასიათებს ტონზილიტს - ინტერვიუ ბერდია ბერიძესთან

რა არის ტონზილიტი და რა სიმპტომები ახასიათებს ტონზილიტს - ინტერვიუ ბერდია ბერიძესთან

access_time2021-04-07 14:24:59

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოტორინოლარინგოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა ბერდია ბერიძემ „კომერსანტთან“ ტონზილიტზე, მის ფუნქციაზე, სიმპტომებზე და მკურნალობის გზებზე ისაუბრა, მედია ჰოლდინგი გთავაზობთ ინტერვიუს.


„რა არის ტონზილები (გლანდები) და რა ფუნქცია აქვთ მათ?


ტონზილები, იგივე გლანდები არის ლიმფოიდური ქსოვილი, რომელიც სიმეტრიულად ორივე ხახის გვერდითა კედლებზეა განლაგებული და წვრილ ხახის ლიმფოიდური რგოლის შემადგენელი ნაწილია, ლიმფოიდურ რგოლს ვალზეიდური რგოლი ეწოდება, ამ რგოლში გარდა ტონზილებისა გაერთიანებულია ადენოიდები, ტონზილა და ორი ტონზილა.


რაც შეეხება თვითონ დანიშნულებას, მისი დანიშნულება პირის ღრუში და ცხვირ ხახაში, ადგილობრივი იმუნიტეტის უზრუნველყოფა, ბაქტერიების ვირუსების გაფილტვრა, ჰაერის გათბობა და დატენიანება. ბაქტერიების და ვირუსების გაფილტვრა ძირითადად ამ ადგილობრივი იმუნიტეტის ხარჯზე ხდება და შესაბამისად ტონზილები ორგანიზმში ინფექციის შეღწევამდე ფარი და ჭიშკარია.


შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი ორგანოა, ადრე იყო მიდგომა, რომ ეს ზედმეტი იყო და ყველას აჭრიდნენ ისევე როგორც ბრმა ნაწლავს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გლანდების ოპერაცია, მას თავისი კონკრეტული ჩვენება აქვს, იმ შემთხვევაში თუ თავის ფუნქციას ვერ ასრულებს მხოლოდ ამ შემთხვევაშია საოპერაციო.


რა არის ტონზილიტი და რა სიმპტომები ახასიათებს ტონზილიტს?


თვითონ ტონზილიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული, მწვანე ტონზილიტი არის ე.წ. ანგინა, მაღალი ტემპერატურა, ყელში თეთრი ნადები, ყლაპვის გაძნელება, ძლიერი ტკივილი, რომელიც დაახლოებით 7-10 დღემდე გრძელდება და მერე გადის. ტონზილიტი შეიძლება იყოს ბაქტერიული ან ვირუსული, ამიტომ სწორი მკურნალობის დაგეგმვისთვის მწვავე ტონზილიტის გამიჯვნას დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება ქრონიკულ ტონზილიტს არსებობს ორი ტიპის კომპენსირებული და დეკომპენსირებული.



კომპენსირებულის შემთხვევაში პრობლემა ადვილად მოგვარებადია, პაციენტთან სიმპტომები უმნიშვნელოდ არის გამოხატული და როგორც წესი მედიკამენტოზურად იკურნება, რაც შეეხება დეკომპენსირებულს აქ უკვე სიმპტომების კასკადი გვხვდება, კერძოდ როდესაც ქრონიკული ტონზილიტი კლასიკური სახით მიმდინარეობს, არსებობს გაიდლაინები.


მაგალითად თუ წლის განმავლობაში დაფიქსირდა 7 ანგინა, ან გასული წლის განმავლობაში დაფიქსირდა 5 ანგინა, ან ორი წელი ზედიზედ ანგინის სამ-სამი ეპიზოდი დაფიქსირდა,მაშინ ყოველგვარი განხილვის გარეშე საოპერაციოა.


რაც შეეხება სიმპტომებს, პაციენტს აღენიშნება ადვილად დაღლა, სახსრების ტკივილი, გულზე ჩივილები, ჰაერის უკმარისობა, დაბალი ტემპერატურა 37,2-37.5, ეს იმ სიმპტომების თანხვედრაა, რომელიც ქირურგიული ჩარევისკენ გვიბიძგებს. ანუ ამ შემთხვევაში კონკრეტულად ვიცით, რომ ტონზილები თავის ფუნქციას ვერ ასრულებენ და არის დეკომპენსირებული. კიდევ ერთი ვარიანტი როდესაც გლანდები მოსაშორებელია არის ე.წ. მკოცნავი ტონზილები, ამ შემთხვევაში გლანდები დიდი ზომისაა და ღამე ბავშვებში სუნთქვის შეჩერებას იწვევს, ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა ჯანმრთელობის მდგომარეობას, რადგან ეს უკვე ოპერაციის ჩვენებაა.


რა ასაკის ადამიანებს აწუხებთ და როდის არის სახიფათო ტონზილიტი?


ტონზილიტი ძირითადად ბავშვების ასაკში გამოვლინდება ხოლმე, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად გვიან გაკეთდეს, მაგრამ თუ არის ჩვენება იქ დროის დაკარგვას აზრი აღარ აქვს, სადღაც 5 წლიდან 7 წლამდე იდეალური ვარიანტია, მაგრამ როდესაც ხშირი სიმპტომატიკაა გამოხატული, 7 წლამდე აღარ მიგვყავს და დროს აღარ ვკარგავთ. ტონზილიტი ძირითადად ბავშვების ასაკშია, მაგრამ დიდებსაც აწუხებთ, პოსტოპერაციული პერიოდი ბავშვებს კარგად გადააქვთ, დიდები წვალობენ, სტკივათ და პატარ-პატარა სისხლდენები აქვთ, თუმცა ეს ყველაფერი გარდაუვალია.


როგორც ავღნიშნე ჯერ დიაგნოზი უნდა დაისვას თუ რა ტიპის ტონზილიტია და თუ ქრონიკული კომპენსირებულია, მაშინ მედიკამენტოზური მკურნალობა მიდის. ბევრნაირი ტიპის მედიკამენტებია, რომლებიც ხელს უწყობენ ინფექციის ალაგებას, ლიმფური სისტემის დრივირებას, ადგილობრივი ლიმფური სისტემის და ადგილობრივი იმუნიტეტის გააქტიურებას. იმ შემთხვევაში თუ ტონზილიტი არის დეკომპენსირებული, მაშინ უკვე ქირურგიულ ჩარევაზე მიდის საუბარი და დღესდღეობით ყველაზე ახალი მეთოდი, რომელსაც გართულება ნაკლებად ახასიათებს არის „ბიოლიტეკის“ (Biolitec) დიოდის ლაზერით გაკეთებული ტონზილექტომია.


რა უპირატესობა აქვს ტონზილების ქირურგიულ მკურნალობას „ბიოლიტეკის“ (Biolitec) ლაზერით?


ამ ოპერაციის გართულება პოსტ ოპერაციულ პერიოდში სისხლდენის და ტკივილის სახით გვხვდება, რადგან ოპერაციის მსვლელობისას გარშემო არსებული ჯანმრთელი ქსოვილი ზიანდება. ლაზერის უპირატესობა არის ის, რომ სხივს მინიმალური შეღწევადობა აქვს და ჯანმრთელ ქსოვილს მინიმალურად აზიანებს, შესაბამისად ტკივილის გამოხატულება ნაკლებია, ასევე ნაკლებია სისხლდენების ალბათობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას რომ თუ ლაზერით ვუკეთებთ იქ სისხლდენა არ იქნება, როგორც წესი ლაზერის შემთხვევაში სისხლდენა უმნიშვნელოა და სერიოზულ გართულებებთან საქმე არ გვაქვს.


ოპერაციიდან რამდენ ხანში ხდება პაციენტის რეაბილიტაცია და რა უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა ოპერაციის შემდეგ?


პაციენტის რეაბილიტაციას ორი კვირა ესაჭიროება, ამ პერიოდში პაციენტი სპეციალურ დიეტაზე იმყოფება, ენიშნება სპეციალური მედიკამენტები და ორი კვირის მერე პაციენტ თავის ცხოვრების ყოველდღიურ წესს უბრუნდება.


®





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up