რა არის ტერფის პირველი თითის ვალგუსური დეფორმაცია, როგორია მისი მკურნალობა და როდის არის აუცილებელი ოპერაციული ჩარევა. ინტერვიუ კლინიკა ჰელსიკორის ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელძღვანელთან - გიორგი გოგოლაძესთან.

რა არის ტერფის პირველი თითის ვალგუსური დეფორმაცია, როგორია მისი მკურნალობა და როდის არის აუცილებელი ოპერაციული ჩარევა. ინტერვიუ კლინიკა ჰელსიკორის ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელძღვანელთან - გიორგი გოგოლაძესთან.

access_time2021-10-28 09:50:50

ტერფის ანატომიური სტრუქტურებიდან,  ყველაზე ხშირი პათოლოგია - ტერფის პირველი თითის ვალგუსური დეფორმაციაა (Hallux valgus), რომელის საზოგადოებაში “პოდაგრა“- ს სახელით არის გავრცელებული (პოდაგრა განსხვავებული სისიტემური დაავადებაა, რომელსაც პირველი თითის ვალგუსურ დეფორმაციასთან აერთიანებს მხოლოდ ტკივილის სინდრომი ტერფის პირველ თითში).

 

რა არის ვალგუსური დეფორმაცია, როგორია მისი გამოვლინება და რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას?

ტერმინი - hallux valgus, ასახავს კომპლექსური პათოლოგიის მხოლოდ ერთ მხარეს, რომელიც შეიცავს ზოგადად წინა ტერფის და ტერფის პირველი თითის შემადგენელი ძვლების სხვადასხვა ხარისხის დეფორმაციებს, დანარჩენი ფალანგების ჩაქუჩისებრ დეფორმაციებს, ტერფის თაღის განივ ბრტყელტერფიანობას, ჭარბი ძვლოვანი წარმონაქმნების ჩამოყალიბებას პირველი თითის შიდა ზედაპირზე და სხვა.

Hallux - ლათინურად ტერფის ცერა თითის, ხოლო Valgus - ანომალურ გადახრას ნიშნავს. ეს გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება. აღნიშნული დეფორმაციები უმეტესად მდედობრით სქესს ახასიათებს და ქალების  96 % - ში ვლინდება. უმეტეს შემთხვევაში პათოლოგია თანდაყოლილია და განპირობებულია გენეტიკური ფაქტორებით. ქალების შემთხვევაში მაპროვოცირებელ როლს ხშირად ასრულებს მაღალქუსლიანი და ვიწრო ფეხსაცმლი, თუმცა დაავადების წინაპირობა შესაძლებელია ასევე იყოს - ბრტყელტერფიანობა, ჭარბი წონა, გადაჭარბებული დატვირთვა ტერფზე და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

რაც შეეხება სიმპტომებს, შესაძლოა პაციენტს გამოუვლინდეს ამობურცული წანაზარდები, სიწითლე კანის ზედაპიტზე, ცერა თითი გადაიხრება მომდევნო თითებისკენ, ტკივილს - რომელიც შესაძლებელია მოძრაობისას უფრო გამოხატული იყოს.

როგორ უნდა მოხდეს პათოლოგიის შეფასება, რა განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდებს და მოცულობას?

 

ტერფი წარმოადგენს მოძრავ ელასტიურ სტრუქტურას, რაც უზრუნველყოფს სრულ ადაპტირებას სიარულის სხვადასხვა რეჟიმების შეცვლის დროს (დგომა, სიარული, სირბილი). არსებობს მექანიკური ბალანსი ტერფის ძვლოვან სტრუქტურებს და კუნთოვან-მყესოვან აპარატებს შორის. ნებისმიერ რგოლში პათოლოგიის წარმოქმნა აღნიშნულ სისტემაში იწვევს მთელი სისტემის თანმიმდევრულ მოშლას. მხოლოდ პათოლოგიის კომპლექსური შეფასება იძლევა საშუალებას ზუსტად განისაზღვროს მკურნალობის მეთოდი და მოცულობა.


     
      

ცნობილია, რომ არსებობს ჰალუქსური დეფორმაციის 3 ხარისხი

დიახ, გამოყოფილია აღნიშნული პათოლოგიის 3 ხარისხი. ხარისხის კრიტერიუმების განმსაზღვრელად განიხილება წინატერფის შემადგენელი ძვლების და მათ სასახსრე ზედაპირების ზრდადი დეფორმაციის ხარისხი.

დეფორმაციის პირველი ხარისხის დროს მისაღებია მკურნალობის სხვადასხვა კონსერვატული მეთოდები: სუპინატორების და თითებსშორის მაკორეგირებელი სილიკონის ორთეზის ტარება, მოხერხებული ფეხსაცმელი და სხვა. მეორე და მესამე ხარისხის შემთხვევაში შედეგიანია მხოლოდ ოპერაციული ჩარევა.

       
როგორია ოპერაციული ჩარევის ტექნიკა?

აღნიშნული კომპლექსური პათოლოგიის ქირურგიული მკურნალობის მეთოდებს ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბოლო 100 წლის განმავლობაში შემუშავებულია 400-ზე მეტი ოპერაციული ჩარევის ტექნიკა და მათი მოდიფიკაციები, რაც მიუთითებს ოპერაციული მკურნალობის უნივერსალური მეთოდის არ არსებობას. ბოლო ათწლედში ჩამოყალიბებული თანამედროვე ოპერაციული მეთოდიკა შეიცავს ძვლების დეფორმაციების კორექციასთან ერთად ჩარევებს როგორც რბილ ქსოვილებზე, აგრეთვე კუნთოვან-მყესოვან აპარატზე.

       
ტერფის პათოლოგიის მხოლოდ სრული კომპლექსური შეფასება, ადეკვატური ოპერაციული მეთოდის შერჩევა და ტექნიკური შესრულება განაპირობებს მკურნალობის წარმატებულ შედეგს.

თანამედროვე მეთოდოლოგიასთან ერთად განვითარდა ოპერაციების ტექნოლოგიური მხარე - თანამედროვე ინსტრუმენტები, ფიქსატორები, მინიმალური ოპერაციული ტრავმა, შემცირებული სარეაბილიოტაციო პერიოდი - თაბაშირის ტარების გარეშე და ასევე ორთოპედიული ფეხსაცმლის დახმარებით, ნაკლები დატვირთვა.

 

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up