შავი პარასკევი - არის პირველი პარასკევი ამერიკის ერთ-ერთი ეროვნული დღესასწაულის - მადლიერების დღის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს, როგორც წესი 23-დან 29-რიცხვამდე. სწორედ ამ დღეს იწყება საშობაო ფასდაკლებების სეზონი.
მადლიერების დღის შემდეგ, ფასების მკვეთრი შემცირებით მყიდველების დიდი რაოდენობის მოზიდვის ტრადიცია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გაჩნდა, თუმცა თავად ტერმინი შედარებით ახალია - ის პირველად შტატების ქალაქ ფილადელფიაში გაჩნდა 1996 წელს.
ცნება „შავი პარასკევი“ ხმარებაში ფილადელფიელმა პოლიციელებმა შემოიღეს, რადგანაც ეს დღეს მათთვის მართლად შავი იყო - უზარმაზარი საცობების გამო.
წლების მანძილზე მარკეტოლოგები ამ ტერმინის უფრო პოზიტიურით შეცვლას ცდილობდნენ, მაგალითად, „დიდი პარასკევით“, თუმცა ამის გაკეთება ვერ შეძლეს.
წლების შემდეგ ტერმინის ნეგატიური წარმომავლობა დავიწყებას მიეცა და დღეს ის მხოლოდ პოზიტიურ შინაარსს ატარებს. „შავი პარასკევი“ ამჟამად ასოცირდება არა ფილადელფიელი პოლიციელების პრობლემებთან, არამედ ფინანსისტების არაოფიციალური ტერმინოლოგიასთან - „be in black” დადებით ბალანსს ნიშნავს, მაშინ როდესაც „be in red” - უარყოფითს.
საბოლოო ჯამში „შავი პარასკევი“ შავად დარჩა, და დღეს ეს ტრადიცია მიღებულია არა მხოლოდ შტატებში, არამედ დასავლური კულტურის ყველა ქვეყანაში, იქ სადაც „მადლიერების დღეზე“ არც კი სმენიათ.
ამ დღის ერთ-ერთი წინამორბედია საპარასკევო ფასდაკლებები 80-ან წლებში - ე.წ. „დორბასტერები“ - სპეციალური შემოთავაზებები ადრეული კლიენტებისთვის, როდესაც მაღაზიები მუშაობას დილის 6 საათზე იწყებდნენ, და მყიდველებს გარკვეულ საქონელზე დიდ ფასდაკლებებს სთავაზობდნენ.
განსხვავება იმაშია, რომ „დორბასტერების“ დროს ფასდაკლება საქონლის მხოლოდ ნაწილზე ვრცელდებოდა, მაშინ, როდესაც „:შავი პარასკევის“ დროს - მთელს პროდუქციაზე.
ნოემბრის ბოლოს მთელს მსოფლიოში მაღაზიები საქონელს მინიმალურ ფასს ადებენ, რის შედეგადაც მთელი მარაგები ერთბაშად, რამდენიმე საათში იყიდება. საბოლოოდ სავაჭრო ობიექტები რეკორდულ მოგებას არა მაღალი ფასების, არამედ გაყიდული საქონლის დიდი რაოდენობის წყალობით იღებენ.
2000-ნ წლებში „შავ პარასკევთან“ დაკავშირებული სამომხმარებლო შეშლილობამ პიკს მიაღწია - 2006 წელს შტატებში მყიდველებს შორის ჩხუბები, 2008 წელს კი ნიუ-იორკში პირველი სიკვდილიც დაფიქსირდა - Wal-Mart-ის 34 წლის თანამშრომელი მაღაზიის გახსნის შემდეგ ჭყლეტაში დაიღუპა.
2012 წლის კი ისეც ნიუ-ოირკში „შავ პარასკევს“ საპარკინგე ადგილის გამო 2 ადამიანი მოკლეს.
ფასდაკლებების აქციების მსხვერპლთა სრული ჩამონათვალი საიტ blackfridaydeathcount.com- ზეა მოყვანილი - ამ დროისთვის „შავ პარასკევს“ 7 ადამიანი შეეწირა, 90 დაშავდა.
თუმცა, ამის მიუხედავად, სავაჭრო ქსელები ამ დღეზე უარს ვერ ამბობენ - ზამთრის სეზონზე რითეილერები მეტ მოგებას იღებენ, ვიდრე მთელი დანარჩენი წლის მანძილზე. „შავი პარასკევი“, ამ დღისთვის დამახასიათებელი ისტერიული შოპინგით, მაღაზიებს საწყობების სწრაფი დაცარიელების საშუალებას აძლევს.
პანდემიის მიუხედავად, „შავი პარასკევი“ ბევრ ქვეყანაში მაინც იქნება, თუმცა, გარკვეული ცვლილებებით. მაგალითად, ფასდაკლებების პერიოდი გახანგძლივდება იმისთვის, რომ მაღაზიებში ერთბაშად ნაკლები მყიდველი შემოვიდეს. ასევე შეიზღუდება მაღაზიაში ერთდროულად მყოფი ადამიანების რაოდენობა, შესაბამისად, დალოდების დროს გაცილებით მეტი იქნება.
თუმცა, თავად „შავი პარასკევი“ პანდემიამ ვერ დაამარცხა და ის მაინც ჩატარდება.
მოამზადა თენგიზ აბლოთიამ