რა არის საფონდო ინდექსი

რა არის საფონდო ინდექსი

access_time2021-12-12 17:00:13

ინვესტიცია ნაკლები რისკით

საფონდო ბირჟის ინდექსი სხვადასხვა კომპანიის მონაცემების ერთობლიობაა, უფრო ზუსტად, ის აქციათა კურსის ცვლილებების საშუალო მაჩვენებელს ასახავს. ინდექსი შეიძლება აერთიანებდეს აქციებს, ობლიგაციებს და სხვა აქტივებს, მათ შორის, როგორიცაა, მაგალითად, ოქრო.

ის აჩვენებს აქციების ფასების ზრდის ან კლების შესახებ საერთო სურათს. ასევე, ამ მონაცემების ანალიზით შეგვიძლია გავიგოთ, რა ტენდენციებია ბირჟაზე. შესაბამისად, ინდექსი ინვესტორებსა და დაინტერესებულ პირებს ბაზარზე დაკვირვების საშუალებას აძლევს. საფონდო ინდექსი საშუალებას იძლევა, გქონდეთ წილი ასობით აქციაში. დივერსიფიცირებით კი ამცირებთ რისკს. თუ ერთი კომპანიის მაჩვენებელი გაუარესდა, ეს ინვესტორს დიდ ზიანს არ მიაყენებს, რადგან ის ერთდროულად ბევრი კომპანიის აქციას ფლობს.

საფონდო ინდექსში ფულის დაბანდება, შეიძლება, საუკეთესო არჩევანი იყოს დამწყები ინვესტორისთვის. შესაძლოა, მისმა გადაწყვეტილებამ უფრო გაამართლოს და გამოცდილი ინვესტორის არჩევანსაც აჯობოს. ცალკეულ აქციებში ინვესტირებასთან შედარებით, საფონდო ინდექსებში ფულის დაბანდებას ნაკლებად რისკიანად მიიჩნევენ. სამაგიეროდ, აქციის ყიდვას, რა თქმა უნდა, სწორი არჩევანის შემთხვევაში, უფრო მეტი მოგების მოტანა შეუძლია. თან, საფონდო ინდექსში ფულის დაბანდებას შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს ინვესტიციისთვის დახარჯული დრო და ფული. 

ყველა ამ უპირატესობის გამო, გასაკვირი არ არის, რომ ლეგენდარული ინვესტორი უორენ ბაფეტი ინვესტორების უმეტესობას საფონდო ინდექსებში ფულის ჩადებას ურჩევს, განსაკუთრებით Standard & Poor’s 500-ის ინდექსში.

ყველაზე პოპულარული საფონდო ინდექსები

Standard & Poor’s 500 ყველაზე ცნობილი საფონდო ინდექსია, რომელიც თითქმის ყველა სფეროდან და ინდუსტრიიდან 500-მდე უმსხვილეს კომპანიას აერთიანებს. S&P 500 დიდი კაპიტალის აქციებისთვის ყველაზე ცნობილი ბარომეტრია შეერთებულ შტატებში. მათ შორის არიან Microsoft (MSFT), Apple (AAPL), Amazon (AMZN), Tesla (TSLA), Johnson & Johnson (JNJ), Visa (V), Facebook (FB)  და სხვა. S&P 500 მათი აქციების ღირებულებას ზომავს.

Standard & Poor’s 500-ისგან განსხვავებით, კიდევ ერთი ცნობილი ინდექსი Nasdaq მხოლოდ ტექნოლოგიურ კომპანიებს აერთიანებს და აფასებს.

Dow Jones Industrial Average (DJIA) შედგება ამერიკის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი 30 კომპანიისგან, რომელთა ფასების შეწონილი სია ხშირად არ იცვლება.


Russell 2000 პატარა კომპანიებს აერთიანებს და მათი აქციების საუკეთესო შეფასებას აჩვენებს.

არის ნაკლებად ცნობილი საფონდო ინდექსებიც, რომლებიც კონკრეტული ქვეყნების ან აქციების დინამიკას აჩვენებს. ზოგიერთი მათგანი კომპანიებს მათი ზრდის პოტენციალის, ღირებულებისა და დივიდენდების მიხედვით აჯგუფებს და აფასებს. ასეთებია: Russell 3000, Nasdaq 100 და სხვა. 

საფონდო ბირჟის ინდექსში შემავალ თითოეულ აქციას თავისი წონა აქვს. მაღალი შეწონილი ფასის აქციები ინდექსის დინამიკაზე მეტ გავლენას ახდენენ, ვიდრე დაბალი წონის აქციები. მაგალითად, S&P 500-ში ყველაზე დიდი წონა აქვს Microsoft-ს (6.4%); შემდეგ – Apple-ს (6.3%); Amazon-ს (3.9%), Tesla-ს (2.3%) და ა.შ.

საფონდო ინდექსებში ინვესტირების უპირატესობა

რა თქმა უნდა, არ არსებობს გარანტია, რომ ინვესტიცია ყოველთვის მომგებიანი იქნება.  გრძელვადიან პერსპექტივაში საფონდო ინდექსებში ინვესტირება უფრო ამართლებს, ვიდრე ობლიგაციები და აქციები. საერთოდ, საფონდო ინდექსი პასიურ ინვესტიციად ითვლება, რადგან ბაზარზე ინვესტიციებს აქტიურად არ ახორციელებს. თავის მხრივ, ობლიგაციები უფრო სტაბილურია, ვიდრე აქციები.

S&P 500, ხანგრძლივი პერიოდით ინვესტირების შემთხვევაში, ყოველწლიურად ინვესტირებული თანხის დაახლოებით 10%-ს აბრუნებს. მაგალითად, 2011 წლიდან 2020 წლამდე S&P 500-ს საშუალოდ 11,6% მოგება მოჰქონდა. უფრო მაღალი სარგებელი გასცა Nasdaq-მა 2011-დან 2020 წლამდე (წლიურად 17.1%).

ინვესტირება ნაკლები ხარჯით

ინდექსებში ინვესტირების კიდევ ერთი უპირატესობა დაბალი საკომისიოებია. დაბალი ხარჯი კი უმეტესად წარმატებულ საინვესტიციო სტრატეგიას წარმოადგენს.

შესაძლებელია ხარჯების კოეფიციენტის წინასწარ დათვლაც. ხარჯების კოეფიციენტი თუ 0,12%-ია, ნიშნავს, რომ ყოველ დაბანდებულ $10 000-ზე ინვესტორი ყოველწლიურად საკომისიოს სახით $12-ს იხდის.

 

წყარო: businessfeed.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up