რა არის რუსებისთვის მნიშვნელოვანი - პატრიოტული ახალი ამბები ტელევიზორში, თუ დაცარიელებული მაცივრები?

რა არის რუსებისთვის მნიშვნელოვანი - პატრიოტული ახალი ამბები ტელევიზორში, თუ დაცარიელებული მაცივრები?

access_time2021-02-02 20:00:29

ქალაქ კალინინგრადში, ალექსანდრ დობრალსკი ქუჩაში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გასაპროტესტებლად გამოვიდა.

 

თუმცა, მას ამისთვის სხვა მიზეზების ჰქონდა - „თითქოს ვიღაცამ ფეხზე დაგაბიჯა და გეუბნება „ცოტა მოითმინეთ“ - ამბობს დობრალსკი, პროფესიით იურისტი, რუსეთში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობს შესახებ.

 

„როგორ შეიძლება ვისხდეთ და უბრალოდ დაველოდოთ, ეს ყველაფერი როდის დასრულდება?“ - თვლის ის.

 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ბოლო წლებში განწყობების მნიშვნელოვან ცვლილებებს ცხადყოფს  - რუსეთში ე.წ. „ყირიმის კონსენსუსი“ დასასრულს უახლოვდება.

 

ამ სახელის ქვეშ პუტინის მიმართ ერთსულოვან მხარდაჭერას ნიშნავს, რომელიც ყირიმის ანექსიამ გამოიწვია. 2014 წლიდან პუტინი დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. „ყირიმის კონსენსუსი“ ნიშნავს, რომ პუტინს მართვის სრული კარტ-ბლანშია აქვს - ნახევარკუნძულის ანექსიის გამო.

 

თუმცა. დღეს რუსეთის მოქალაქეებისთვის საუბრები პუტინის დამსახურებაზე ყირიმის დაბრუნებაში, ნაკლებად აქტუალურია - ყირიმის ანექსიით გამოწვეული ეიფორია წარსულს ჩაბარდა, და დღეს რუსეთში სიღარიბე და უმუშევრობა გაცილებით უფრო მასშტაბური თემაა, ვიდრე ყირიმის „დაბრუნება“.

 


 

რუსეთში წლების მანძილზე „დროშის ირგვლივ შეკავშირების ეფექტს“ აქვს ადგილი, და ეს პუტინის აგრესიული საგარეო პოლიტიკის შედეგი იყო. ბრძოლას პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას და მძიმე შიდა ეკონომიკურ მდგომარეობას შორის, რუსეთში „ბრძოლას მაცივარს და ტელევიზორს შორის“უწოდებენ.

 

რა არის რუსებისთვის უფრო მნიშვნელოვანი - პატრიოტული ახალი ამბები ტელევიზორში, თუ დაცარიელებული მაცივრები?

 

შეკავშირება დროში ირგვლივ პროტესტების წინაამღდეგ წამლის როლს უკვე ვერ ასრულებს - მიიჩნევს ბრიტანული Chatham House-ის მკვლებარი ეკატერინა შულმანი.

 

„ყირიმის კონსენსუსს ძირი რამდენიმე ფაქტორმა შეურყია. 2014 წელს, როდესაც პუტინმა ყირიმი დაიპყრო, მისი რეიტინგი ქვეყნის მოქალაქეებს შორის მკვეთრად გაიზარდა, იმის მიუხედავად, რომ აშშ-მ და ევროპამ რუსეთს საკმაოდ მკაცრი სანქციები დაუწესეს. ამ  ზომებმა რუსეთის ეკონომიკა დიდი საფრთხის ქვეშ დააყენა. პუტინის კონფრონტაციული საგარეო პოლიტიკა რუსეთში საოცრად პოპულარული იყო, მაშინ, როდესაც პოლიტიკის გამო ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას წლები დასჭირდა“  - მიიჩნევს შულმანი.

 

თუმცა, სანქციებით, ინვესტივიების შემცირებით და ნავთობის ფასის ვარდნით გამოწვეულმა კრიზისმა კრემლი არაპოპულარული ზომების აუცილებლობის წინაშე დააყენა.

მათ შორისაა საპენსიო ასაკის ზრდა, და საშუალო შემოსავლის ფაქტობრივი შემცირება  - რუსეთში დღევანდელი საშუალო ხელფასის მსყიდველობითუნარიანობა 2014 წლის მაჩვენებელზე 10%-ით დაბალია - ეს იმის მიუხედავად, რომ ფორმალურად ხელფასები გაიზარდა, თუმცა, ეს ზრდა ინფლაციის და რუბლის კატასტროფული დევალვაციის ფონზე - მხოლოდ ფორმალობაა.

 

ეს პუტინის პოპულარობაზე ნეგატიურად აისახება, რის შედეგად, რუსეთში ქუჩაში პროტესტის გამოსახატად ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. საყურადღებოა ისიც, რომ პოლიტიკურად აქტიური მოსკოვიდან ანტიპუტინური მოძრაობა რეგიონებს მოედო, სადაც ეკონომიკური პრობლემები გაცილებით უფრო მძიმეა. და ეს მაშინ, როდესაც აქამდე სწორედ პროვინცია,  და არა ქედმაღლურობით ცნობილი მოსკოვი, იყო პუტინის მთავარი დასაყრდენი.

 

ეს გამოსვლები ჯერ არაა იმ მასშტაბის, რომ პუტინის ძალაუფლებას საფრთხე შეუქმნას, თუმცა, პირველად მრავალი წლის შემდეგ პუტინის ლეგიტიმურობა ეჭვის ქვეშ დადგა.

 

Nytimes.com

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up