რა არის  „მწვანე კრედიტი“, რომელიც თურქეთმა მიიღო და რატომ არ აქტიურობს საქართველო

რა არის „მწვანე კრედიტი“, რომელიც თურქეთმა მიიღო და რატომ არ აქტიურობს საქართველო

access_time2021-12-12 18:00:58

1.24 მილიარდი ევროს (1,40 მილიარდი დოლარი) მოცულობის „მწვანე კრედიტის“ გაცემის შესხებ კონტრაქტი გააფორმა ტრანსნაციონალურმა საფინანსო კორპორაციამ, თავისი შვილობილი სტრუქტურის Standard Chartered Bank მეშვეობით, თურქეთის ფინანსთა სამინისტროსთან; ხელშეკრულება ითვალისწინებს დიდჩქარული სარკინიგზო ხაზის (High Speed Rail) მშენებლობას თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში.

200 კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზი წარმოადგენს ეროვნული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და კომპანიებისა და ადგილობრივი თემების დაკავშირების შესახებ ხედვის ნაწილს, რომელსაც ამუშავებს თურქეთის ტრანსნპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „ინფრასტრუქტურული ინვესტიციების გენერალური დირექტორატის“ (General Directorate of the Infrastructural Investment - AYGM) მეშვეობით. დაფინანსების შესახებ კონტრაქტის გაფორმებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი 8 დეკემბერს გაიმართა.

პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტს, დავით გოჩავას გული წყდება, რომ ამგვარი ინიციატივები ქართულ მხარეს არ აქვს და ხელიდან უშვებს უნიკალურ შესაძლებლობას მოიპოვოს დაფინანსება და განავითაროს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რაც გარანტირებულად ეკონომიკური კეთილდღეობის მომტანი იქნება ქვეყნისთვის.

"არ ვიცი, რატომ შეიძლება თურქმა მოახერხოს ასეთი რამ, ხოლო ქართველმა თავი ვერ მოაბას. ანუ, თურქი მივიდა და რაღაც სატრანსპორტო პროექტი მოიფიქრა, ლონდონში დისლოცირებულ საფინანსო კორპორაციას წარუდგინა, დამტკიცდა რომ პროექტი წვლილს შეიტანს „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების“ (United Nations’ Sustainable Development Goal) მიღწევაში და 1,40 მილიარდი დოლარის ღირებულების იდეა მშვიდად და წყნარად 100 %-ით დაფინანსდა," - უხსნის დავით გოჩავა თავის გულის ტკივილს "კომერსანტს" და განმარტავს, თუ რამხელა ეკონომიკური ღირებულება აქვს ამ პროექტს. მისი განმარტებით, სარკინიგზო ხაზი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში განლაგებულ ქალაქებს ბანდირმა და ოსმანელი დააკავშირებს ბურსასთან. ბურსა თურქეთის ერთ-ერთი განვითარებული სამრეწველო ქალაქია, რომელიც არ არის ჩართული ქვეყნის სარკინიგზო ქსელში. ერთადერთი რკინიგზის სადგური ბურსას პროვინციაში არის ჰარმანჯიკის რკინიგზის სადგური. ამგვარად, აღნიშნულ პროექტს გადმწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბილეჯიქის პროვინციის ოსმანელის რაიონის მრეწველობის და მოსახლეობის დაკავშირებისთვის დიდჩქარულ სარკინიგზო მაგისტრალთაან „ანკარა - სტამბოლი“.
გოჩავა ამბობს, რომ ისტორიული გარიგება ითვალისწინებს თურქეთის ტრანსნპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „ინფრასტრუქტურული ინვესტიციების გენერალური დირექტორატის“ მიერ თურქულ კონგლომერატთან Kalyon Group გაფორმებული კომერციული კონტრაქტის 100 %-იან დაფინანსებას.
საექსპორტო-საკრედიტო სააგენტოსთან დამყარებული მყარი ურთიერთობების და შესყიდვების სფეროში Kalyon-ის გამოცდილების გამოყენების წყალობით ბანკმა Standard Chartered შეიმუშავა მიზნობრივი, მრავალმხრივი გადაზღვევის სტრუქტურა, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს საექსპორტო-საკრედიტო სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი შესაძლებლობები. ამან ხელი შეუწყო გრძელვადიანი დაფინანსების მიღწევას ფასწარმოქმნის სფეროში არსებული კონკურენტული გარემოს მიუხედავად, რაც Kalyon-სა და საექსპორტო-საკრედიტო სააგენტოს შორის მჭიდრო კავშირების დამსახურებაა.
„მწვანე გარიგების კოორდინატორის“ (Green Loan Coordinator) როლში გამოვიდა ბანკი Standard Chartered, რომელიც თურქეთის ფინანსთა სამინისტროს დაეხმარა პროექტისათვის „ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო პროექტის“ სტატუსის მინიჭებაში, რათა დაედასტურებინა რომ პროექტი აკმაყოფილებს „მწვანე კრედიტების გაცემის პრინციპებს“ (Green Loan Principles). ბანკმა აგრეთვე მოახდინა დაფინანსების ისეთნაირი სტრუქტურირება, რომ მან დააკმაყოფილა საერთაშორისოდ აღიარებული მდგრადი განვითარების სტანდარტები, მათ შორის „ეკვატორის პრინციპები“ (Equator Principles - რისკების მართვის სისტემა), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ეფექტიანობის სტანდარტები (International Finance Corporation Performance Standards) და საკუთრივ ბანკის Green and Sustainable Product Framework 2021-ით განსაზღვრული მოთხოვნები. პროექტი უზრუნველყოფს მკაფიო სარგებლიანობას გარემოს დაცვის თვალსაზრისით, - სარკინიგზო ტრანსპორტის გამოყენების დროს მნიშვნელოვნად მცირდება სათბურის აირების გამოყოფა საავტომობილო ტრანსპორტთან შედარებით.
უფრო მეტიც, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საავტომობილო-საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე არსებული წნეხის შემსუბუქებას, უზრუნველყოფს რა მომუშავეებისათვის გადაადგილების უკეთესი საშუალების და დასაქმების უფრო მეტი შესაძლებლობების შეთავაზებას, აგრეთვე გაიზრდება სავაჭრო ტვირთნაკადები. ეს აგრეთვე წვლილს შეიტანს „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების“ (United Nations’ Sustainable Development Goal) მიღწევაში მრეწველობის, ინოვაციების და ინფრასტრუქტურის სფეროებში.

ცნობისთვის, Green Loan - „მწვანე კრედიტი“, ნებისმიერი ტიპის საკრედიტო ინსტრუმენტი, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ და მხოლოდ ახალი დ/ან არსებული შესაფერისი „მწვანე პროექტის“ დაფინანსებისთვის ან რეფინანსირებისთვის. Green Project – “მწვანე პროექტი” ნიშნავს პროექტს, რომელიც, პირველ რიგში, მიმართულია სათბურის აირების შემცირებისაკენ ან სუფთა ენერგიის გამოყენების სტიმულირებისაკენ.


ავტორი: ბელა გელაშვილი.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up