რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

access_time2020-07-02 16:00:27

მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში, მაშინ როცა ბავშვის ძირიტად რაციონს სწორედ რძე და მასზე მომზადებული პროდუქტები შეადგენს.


ლაქტოზა ნებისმიერი ცხოველური რძის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია. ლაქტოზა, ანუ იგივე რძის შაქარი, სწორედ ის ნივთიერებაა, რომლისგანაც ბავშვი საჭირო ენერგიის დიდ ნაწილს იღებს. გარდა ამისა ლაქტოზა მონაწილეობს კალციუმის, თუთიის, მაგნიუმისა და რკინის შეწოვასა და ორგანიზმისთვის აუცილებელი ნაწლავის მიკროფლორის ჩამოყალიბებაში. ლაქტოზის გადამუშავებას ფერმენტი ლაქტაზა უზრუნველყოფს, რომელიც წვრილი ნაწლავის ლორწოვანში სინთეზდება. სწორედ ამ ჯადოსნური ფერმენტის, ლაქტაზის უკმარისობა ან არარსებობა იწვევს ლაქტოზის, შესაბამისად, რძისა და მისი ნაწარმის აუტანლობას.



როგორც წესი ლაქტოზის აუტანლობა ბავშვობის ასაკში ვლინდება. განსაკუთრებით ხშირი ლაქტოზის აუტანლობა დღენაკლულ ბავშვებშია. წარმოშობის მიხედვით ის შეიძლება იყოს პირველადი, ეს მსოფლიოში ლაქტაზის დეფიციტის ყველაზე ხშირი ფორმაა. ამ ტიპის დეფიციტი გენეტიკურია და თაობიდან თაობას გადაეცემა. მეორადი ლაქტაზის დეფიციტი მოზრდილ ასაკში ვლინდება და მისი მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებები, ხშირი ანტიბიოტიკოთერაპია ან ქიმიოთერაპია. თუმცა მეორადი ლაქტაზის დეფიციტი, როგორც წესი უმეტესწილად დროებითია და პირველადი დაავადების სიმძიმეს უკავშირდება. ასევე არსებობს მემკვიდრული ლაქტოზის აუტანლობა, რომელიც დაბადების პირველი დღეებიდანვე ვლინდება.


თუ თქვენ ან თქვენს პატარას რძის მიღებიდან ნახევარ სათსი აგეღნიშნებათ შმდეგი ნიშნები, რომლებიც საკმაოდ მკვეთრია და რომლებიც არასდროს რჩება ყურედღების მიღმა:, თქვენ ლაქტოზის აუტანლობა გაწუხებთ:



* ნაწლავთა კოლიკა კვების დროს ან კვების შემდეგ (30 წუთში);
* დიარეა ქაფიანი, თხევადი და მჟავესუნიანი განავლოვანი მასებით (დღეში 10-12-ჯერ). 10%-თან პათოლოგია შესაძლოა ყაბზობით გამოვლინდეს;
* მუცლის შებერილობა და აირების დაგროვება. წესისამებრ, ამ დროს ბავშვებს მადა კარგი აქვთ, ხარბად წოვენ ძუძუს, მაგრამ კვების დაწყებიდან რამდენიმე წუთში იწყებენ ტირილს, თავს ანებებენ ძუძუს წოვას და ფეხები მუცელთან მიაქვთ;
* ნაწლავთა გაძლიერებული ხმიანობა, ყურყური;
* წამოქაფება;
* მძიმე შემთხვევებში – წონის კლებაც კი...

ყველასთვის ნათელია რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ცხოველურ რძესა და მის პროდუქტებს ბავშვთა კვებაში. მათთვის რძე ან მასზე დაამზადებული პროდუქტები თითქმის ყოველდღიურ რაციონს შეადგენს. ექიმთან ვიზიტისა და დიაგნოსტირების შემდეგ ასეთ პაციენტებს, როგორც წესი რძემჟავა პროდუქტების: ყველის, ხაჭოს, მაწვნის, ბიფიდობაქტერიების შემცველი იოგურტების მიღება ნებადართული აქვთ, მაშინ, როცა ხშირ შემთხვევაში საერთოდ უარის თქმა უწევთ ცხოველურ რძეზე და მის მიერ მოტანილ სიკეთეზე. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა რძის წარმოებაში „ულაქტოზო რძის „ წარმოება. ინოვაციური მეთოდის წყალობით „პარმალატის“ ულაქტოზო რძის წყალობით ერთდროულად შეგვიძლია მოვხსათ ლაქტოზის აუტანლობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა და ამავდროულად ვისარგებლოთ ცხოველური რძის ყველა კვებითი ღირებულებით.


„პარმალატის“ ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით, ლაქტოზას მოლეკულები მარტივად შეწოვად საქარიდებად იშლება, თუმცა რძე ინარჩუნებს მის კვებით ღირებულებას და იგი მდიდარია ცილებით, კალციუმით, ვიტამინებითა და ყველა იმ აქტიური ნივთიერებებით, რომელთა მიღებაზეც დამოკიდებულია ჩვენი და ჩვენი პატარას ჯანმრთელობა.


თეგები:
ლაქტოზა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up