რა არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება

რა არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება

access_time2020-07-14 13:00:06

საქართველოს მთავრობის ინიციატივით სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს დაასუბსიდირებს. ინიციატივა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე დაანონსდა. სუბსიდია შეეხება ყველა იმ იპოთეკური სესხის ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება 2020 წლის ბოლომდე და გაგრძელდება 5 წლის ვადით.

პროექტის მიზანია დეველოპერულ სექტორში კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად მიღებული ეკონომიკური სირთულეების დაძლევა და ფიზიკური პირებისთვის უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.


კონკრეტულად რას ნიშნავს იპოთეკური სესხის სუბსიდირება?


პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო აკეთებს იპოთეკური სესხის პროცენტის თანადაფინანსებას 5 წლის ვადით. მაგალითად, თუ ლარში იპოთეკური სესხის წლიური პროცენტი არის 10.5%, სახელმწიფო დააფინანსებს 4%-ს, ხოლო მომხმარებელს ექნება საშუალება სესხი აიღოს 6,5%-ად.

იპოთეკური სესხი აუცილებლად უნდა გაიცეს ლარში. თითოეული მოქალაქისთვის სესხის მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 200 000 ლარს. მნიშვნელოვანია, რომ თანამსესხებლის არსებობის შემთხვევაშიც კი, უძრავი ქონების ღირებულება არ უნდა აჭარბებდეს 200 000 ლარს.


როგორი ტიპის ქონების იპოთეკაზე ვრცელდება პროგრამა?


პროგრამით სარგებლობისთვის, სესხის მიზნობრიობა უნდა იყოს საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენა. ბინა აუცილებლად უნდა იყოს დეველოპერული კომპანიის საკუთრებაში. რაც შეეხება მშენებლობის მდგომარეობას, ბინა შესაძლოა იყოს როგორც ახალაშენებულ ისე მშენებარე კორპუსში. მშენებარე ბინის შეძენისას აუცილებელია დეველოპერული კომპანიის მხრიდან გაკეთებული იყოს ე.წ. განშლა და ბინას მინიჭებული ჰქონდეს უნიკალური და ინდივიდუალური საკადასტრო კოდი.

 

ვის შეუძლია ისარგებლოს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით ?



იპოთეკური სესხის სუბსიდირებით შეუძლია ისარგებლოს საქართველოს მოქალაქემ, რომელიც არის სრულწლოვანი და სესხის ვადის დასრულების დროს, ჯერ კიდევ არ იქნება საპენსიო ასაკის მქონე.

 

როგორ მტკიცდება იპოთეკური სესხი, ამ პროგრამის ფარგლებში?


იპოთეკური სესხის დამტკიცების წესები და პირობები რჩება უცვლელი, პროგრამის ფარგლებში იცვლება მხოლოდ მომხმარებლის მხრიდან გადასახდელი პროცენტის მოცულობა.

 

სად შეიძლება ვნახოთ მაქვს თუ არა იპოთეკური სესხის შეთავაზება?


Area.ge -ზე, პირადი ნომრით რეგისტრაციის ან საქართველოს ბანკის მონაცემებით ავტორიზაციის შემდეგ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს „ჩემი არეა“- ს სივრცეში ნახოს ინდივიდუალურად მისთვის განსაზღვრული, იპოთეკური სესხის შეთავაზება. 


გარდა ამისა, პლატფორმაზე შესაძლებელია დამატებითი შემოსავლების შეყვანა, სესხის სასურველი ვადისა თუ პირობების მითითება, ყველაზე ზუსტი ონლაინ კალკულატორით იპოთეკური სესხის გადათვლა და მოთხოვნის გაგზავნა ბანკში მისვლის გარეშე. მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ 1 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს ბანკის წარმომადგენელი დაუკავშირდება მომხმარებელს და დაასრულებას იპოთეკური სესხის აღების პროცედურას.

 

 

სად შეიძლება ვნახოთ ის უძრავი ქონება, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის პირობებს?


Area.ge -ზე შესაძლებელია ნახოთ დეველოპერული კომპანიების კონკრეტული შეთავაზებები - იმ ბინების განცხადებები, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა პირობას, პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო თანადაფინანსებით ბინის შესაძენად. შეგახსენებთ, რომ Area.ge აერთიანებს ბაზარზე არსებულ თითქმის ყველა დეველოპერულ კომპანიას.


 

R





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up