რა არის „ფიშინგი“ და როგორ დავიცვათ ჩვენი პირადი მონაცემები?

რა არის „ფიშინგი“ და როგორ დავიცვათ ჩვენი პირადი მონაცემები?

access_time2020-04-30 16:10:36

საქართველოში ინტერნეტ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად განვითარდა და გამრავალფეროვნდა კიბერდანაშაულიც. სოციალური ქსელის მოხმარების ზრდამ გამოიწვია ფიშინგის ზრდა.


ციფრული არხებით სარგებლობაზე მზარდმა მოთხოვნამ ადამიანებში, გამოიწვია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხების აქტუალიზებაც, რაც მეტ გასაქანს აძლევს მთელს მსოფლიოში ინტერნეტთაღლითობას, ე.წ. „ფიშინგს“. ფიშინგი ინტერნეტთაღლითობის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა, რომელსაც შეიძლება ნებისმიერ წამს წავაწყდეთ და ისე დავზარალდეთ, არც ვიცოდეთ, რომ ამას თავადვე შევუწყეთ ხელი.


ფიშინგის სქემები


თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები ძალიან ხშირია. საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების განხორციელება. ასეთ მონაცემებს მიეკუთვნება საგადახდო ბარათის ნომერი და მისი უსაფრთხოების სამნიშნა კოდი, რომელიც დატანილია ბარათის მეორე გვერდზე, ასევე ინტერნეტ-ბანკის, მობილური ბანკის, ელექტრონული საფულის მომხმარებლის სახელი, პაროლი და უსაფრთხოების კოდი. აღნიშნული მონაცემების ხელში ჩაგდებით თაღლითები ახორციელებენ არასანქცირებულ გადარიცხვებს.


ფიშინგის  ისტორია ბარათის მონაცემების  (ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა, CVV კოდი) გაზიარებით იწყება, კლიენტისგან აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად თაღლითები სხვადასხვა არხს იყენებენ.  მაგალითად გათამაშების მიზნით, გარკვეულ საიტებზე  მონაცემების დაფიქსირებას სთხოვენ, ასევე არის შემთხვევები როდესაც  სოციალური ქსელის საშუალებით მეგობრის სახელით წერენ კლიენტს და თხოვენ, რომ ბარათის მონაცემები გაუზიარონ და ა.შ.



გარდა ამისა, ხშირად არის შემთხვევები როდესაც მომხმარებელს სხვადასხვა საიტზე განთავსებული აქვს უძრავი/მოძრავი ქონება გასაყიდად, ინტერნეტ თაღლითები უკავშირდებიან, გამოთქვამენ დაინტერესებას  ქონების ყიდვაზე და ავანსის ჩასარიცხად თხოვენ რომ გაუზიარონ ბარათის მონაცემები (ძირითადად სურათის გადაღებას და გადაგზავნას ითხოვენ), მომხმარებელი ადვილად ებმება მახეში.


მიღებული ბარათის მონაცემების შეყვანა ხდება სხვადასხვა საიტებზე, რის შემდეგაც თანხის ჩამოჭრა ხორციელდება. რიგ შემთხვევებში კლიენტები თაღლითებს ერთჯერად კოდსაც უზიარებენ, ერთხელ კოდის შეყვანის შემდეგ კი ყოველ შემდგომ ჩამოჭრაზე სმს კოდის შეყვანა ტრანზაქციის განსახორციელებლად საჭირო აღარ არის.


აღსანიშნავია, რომ კარანტინის დროს ონლაინ თამაშების მომხმარებელთა რაოდენობამ იმატა, შესაბამისად ფიშერებიც გააქტიურდნენ. იმისათვის, რომ მომხმარებელი თაღლითების მსხვერპლი არ აღმოჩნდეს, უმჯობესია თუ  თამაშისთვის ცალკე ბარათს იქონიებს და ზუსტად იმ რაოდენობის თანხას ჩარიცხავს, რაც იმ მომენტისთვის სჭირდება. ასევე, სასურველია თუ ყოველიტრანზაქცის განსახორციელებლად ერთჯერადი კოდის დადასტურება ექნება გააქტიურებული.


ფიშინგისგან თავდაცვა


ფიშინგისგან თავდასაცავად პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია წესია - არ გაუზიაროთ არავის პირადი ინფორმაცია, მათ შორის საბანკო ბარათის მონაცემები!


გარდა ამისა, იმისთვის, რომ ინტერნეტი უფრო დაცულად გამოიყენოთ, ვიდრე ახლა იყენებთ, ან ურჩიოთ თქვენს მეგობრებს, მშობლებს ან ნათესავებს, როგორ დაიცვან თავი არაკეთილსინდისიერი ადამიანებისგან, წარმოგიდგენთ რჩევებს/რეკომენდაციებს ინტერნეტით დაცულად სარგებლობისთვის:


  • მიუხედავად იმისა, რომელ ვებგვერდზე იმყოფებით, თქვენი პირადი ინფორმაციის შეყვანამდე ან საბანკო ოპერაციის შესრულებამდე მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ეს ვებგვერდი ნამდვილად ის საიტია, სადაც თქვენ აპირებდით შესვლას. ვებგვერდის მისამართში თუნდაც 1 სიმბოლოთი ნაკლებობა ან მეტობა, ან სხვა სახელით არსებობა, ნიშნავს იმას, რომ თქვენ თაღლითის შესაძლო სამიზნე ხართ.
  • არავის გადასცეთ ინტერნეტ და მობილბანკში შესასვლელი სახელი, პაროლი და ერთჯერადი კოდი, ისინი მხოლოდ თქვენია. ასევე დაიმახსოვრეთ, რომ არცერთი ნორმალური კომპანია ან საიტი არ მოგთხოვთ, რომ გაანდოთ თქვენი პაროლი ზეპირად, ტელეფონით ან ელ. ფოსტით. არ დაუჯეროთ ელფოსტაზე მოსულ წერილებს ან ზარებს ტელეფონზე, თუ პაროლის თქმას გთხოვენ - ეს აუცილებლად თაღლითი იქნება.
  • არ გამოიყენოთ თქვენთვის უცნობი Wi-Fi ქსელი. არ შეამოწმოთ თქვენი საბანკო ანგარიში „Public Wifi“-ის ქსელიდან, შეეცადეთ არ გამოიყენოთ Bluetooth თქვენს ტელეფონში თუ ის არ გჭირდებათ.
  • შეეცადეთ, რომ თქვენი ინტერნეტ და მობილბანკის პაროლი იყოს უნიკალური, არ გქონდეთ ეს პაროლი გამოყენებული სხვა გვერდებზე; სასურველია, რომ პაროლი იყოს რთული, რომელიც შეიცავს ციფრებს, დაბალი და მაღალი რეგისტრის სიმბოლოებს - ამითი თქვენ უფრო მეტად იცავთ თქვენს პირად საბანკო ინფორმაციას. ასეთი პაროლის გამოცნობა და გატეხვა რთულია.
  • არ შეინახოთ ავტომატურ რეჟიმში თქვენი პაროლი ინტერნეტსივრცეში.
  • არ შეინახოთ პაროლი დაუცველ ფაილებში მაგალითად თქვენს ტელეფონში ან კომპიუტერში, გამოიყენეთ password manager პროგრამა, თუ გიჭირთ პაროლის დამახსოვრება;
  • კომპიუტერსა და ტელეფონში, საიდანაც სარგებლობთ ინტერნეტ და მობილბანკით პერიოდულად გამოიყენეთ  ანტივირუსული პროგრამები.
  • არავის გაუზიაროთ თქვენი ბარათის მონაცემები, CVV კოდი, პინკოდი;


და ბოლოს, როგორც წესი, კიბერდამნაშავე მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი იმიჯით ცდილობს მოტყუებას. ასე რომ, აუცილებელია გადაამოწმოთ ყველაფერი, რაც საეჭვოდ მოგეჩვენებათ. გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და შეიყვანოთ თქვენი მონაცემები მხოლოდ ავთენტურ ვებ გვერდებზე. მხოლოდ ასე შეძლებთ რისკების მინიმუმამდე შემცირებას.

 


თეგები:
ფიშინგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up