რა არის და როგორ მუშაობს ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი?

რა არის და როგორ მუშაობს ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი?

access_time2021-12-11 11:00:35

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების რეიტინგში საქართველო ისევ რისკიანი ქვეყნების კატეგორიაში რჩებაგავლენიანი სარეიტინგო სააგენტოები – Fitch Ratings, Standard & Poor’s, Moody’s Investors Service მიუთითებენ, რომ ქვეყანას რისკებს ძირითადად უქმნის საგარეო შოკების მიმართ მაღალი მგრძნობელობამიმდინარე ანგარიშის დიდი დეფიციტი და დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელისაკრედიტო რეიტინგებზე გავლენას ახდენს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მაჩვენებელიმთავრობის ვალი და შემოსავალი დაინფლაციაამასთან ერთადსარეიტინგო სააგენტოები ითვალისწინებენ ქვეყანაში კორუფციის დონესრეიტინგი ასევე მინიჭებული აქვს ქართულ ბანკებსა და რამდენიმე კომპანიასრომლებსაც ობლიგაციები აქვთ გამოშვებული.

რა არის საკრედიტო რეიტინგი?

საკრედიტო რეიტინგი მსესხებლის გადახდისუნარიანობას აფასებს. აჩვენებს, ფინანსური ინსტრუმენტის ან ფინანსური სუბიექტის დავალიანების დაფარვის უნარს. ის იგივე საკრედიტო რისკების ანალიზია, რომელიც მსესხებლის ფინანსურ ისტორიას ეფუძნება. მთავრობებს სააგენტოები ანიჭებენ სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს. ისინი სარეიტინგო ქულებით ბიზნესისა და მთავრობების მიერ გამოშვებულ ობლიგაციებსაც აფასებენ.

ობლიგაციებზე საკრედიტო რეიტინგების გამოქვეყნება პირველად 1909 წელს Moody’s-მა დაიწყო. მოგვიანებით მას სხვა სააგენტოებმა მიბაძეს. რეიტინგები თავიდან ბაზარზე დიდ გავლენას არ ახდენდა. მას შემდეგ, რაც 1936 წლიდან ბანკებს დაბალი საკრედიტო რეიტინგის მქონე ობლიგაციებში ინვესტირება აეკრძალათ, მისი გამოყენება ნორმად იქცა. აკრძალვის მიზანი დეფოლტის რისკის შემცირება იყო.

Fitch-ის რეიტინგი

Fitch-ის შეფასებით, რომელიც 2021 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზეა (Fitch AAA-დან D-მდე რეიტინგის სისტემით აფასებს, D დეფოლტს ნიშნავს, AAA უმაღლესი საფეხურია, რომელიც ყველაზე კრედიტუნარიან და სანდო სუბიექტებს ენიჭებათ), ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გაუმჯობესდა. ამით საქართველო პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს დაუბრუნდა.


BB ნიშნავს, რომ ეკონომიკური გარემო და ქვეყანაში ინვესტირება სარისკოა. მიჩნეულია, რომ ბონდებში, BB+ ან მასზე დაბალი რეიტინგით, ინვესტიციის განხორციელება მიზანშეწონილი არ არის. Fitch-მა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-დან 7.8%-მდე გაზარდა. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, 2022-2023 წლებში, ტურიზმის სწრაფი აღდგენისა და ინვესტიციების ზრდის შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5.4% იქნება. სააგენტოს შეფასებით, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ვალი მიმდინარე წელს მშპ-ის 56%-მდე შემცირდება.

მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოზე უკეთესი რეიტინგები აქვთ: რუსეთს – BBB; აზერბაიჯანს – BB+ და თურქეთს – BB-; უფრო დაბალი – სომხეთს (B+);

Fitch-ის სკალაზე საუკეთესო AAA რეიტინგები აქვთ სინგაპურს, ავსტრალიას, შვედეთს, შვეიცარიას, გერმანიას და კიდევ რამდენიმე ქვეყანას. აშშ-ს უმაღლესი რეიტინგი აქვს, თუმცა, ნეგატიური მოლოდინით. თითქმის ასეთივეა სხვა სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებიც. 


S&P Global

სარეიტინგო სააგენტოს Standard & Poor’s-ის (S&P)შეფასებით, საქართველოს საკრედიტო რეიტინგი ასევე, BB ნიშნულზეა. თუმცა, ნეგატიური მოლოდინით. სააგენტო მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად რჩება საგარეო შოკებისადმი მაღალი მოწყვლადობა, მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი. სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით, მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 7.5% იქნება.

S&P Global-ის საკრედიტო რეიტინგის სკალა ისევე, როგორც Fitch-ის, D-დან იწყება და AAA-მდეა (შესანიშნავი). სასესხო ინსტრუმენტი, რომლის რეიტინგი BB-ზე დაბალია, ითვლება სპეკულაციური ხარისხის ან უსარგებლო ობლიგაციად, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოა, რომ მან დეფოლტი განიცადოს.

S&P Moody’s

Moody’s-მა საქართველოს ეკონომიკის შესახებ მორიგი  ანგარიში სექტემბერში გამოაქვეყნა და საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად Ba2 დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის მოლოდინი კვლავ “სტაბილურია”.

სააგენტო ვარაუდობს, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით  გაიზრდება, ხოლო მომდევნო წლებში 4-5%-ის ფარგლებში იქნება. სააგენტო ასევე, ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას ვარაუდობს. 

Moody’s-ის პროგნოზით, ინფლაციის 12.8%-იანი მაჩვენებელი 2022 წლიდან სამიზნე – 3%-ს დაუბრუნდება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით შეაფასა სააგენტომ მოლოდინი „სტაბილურად”. ქვეყანაში ფისკალური მაჩვენებლების გაუარესების შემთხვევაში, სააგენტო არ გამორიცხავს, რომ  რეიტინგის მოლოდინი „ნეგატიურით”  შეიცვალოს. რეიტინგზე მოქმედ ნეგატიურ ფაქტორთა შორის Moody’s დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებასაც ასახელებს.

Moody’s-ის სკალაზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი არის C, საუკეთესო – Aaa. რუსეთს ამჟამად Baa3 რეიტინგი აქვს; აზერბაიჯანს – Ba2; თურქეთს – B2, ხოლო სომხეთს – Ba3;

საკრედიტო რეიტინგებზე მოქმედი ფაქტორები

საკრედიტო სააგენტოები საკრედიტო რეიტინგის მინიჭებისას რამდენიმე ფაქტორს ითვალისწინებენ. უპირველეს ყოვლისა, ინფორმაციას წარსულში სესხის აღებისა და დავალიანების დაფარვის შესახებ. ნებისმიერი გამოტოვებული გადახდა ან სესხის გადაუხდელობა უარყოფითად მოქმედებს რეიტინგზე. სააგენტო ასევე განიხილავს სუბიექტის ეკონომიკურ პოტენციალს.

რას ეუბნება საკრედიტო რეიტინგი ინვესტორს?

ცუდი საკრედიტო რეიტინგი სარისკო ინვესტიციაა. საკრედიტო რეიტინგი დიდ როლს თამაშობს პოტენციური ინვესტორის გადაწყვეტილებაში, შევიდეს ქვეყანაში ან შეიძინოს თუ არა ობლიგაციები. საკრედიტო რეიტინგი განსაზღვრავს არა მხოლოდ იმას, მსესხებელს დაუმტკიცდება თუ არა სესხი, არამედ იმ საპროცენტო განაკვეთსაც, რისი გადახდაც მას მოუწევს. რაც უფრო მაღალია საკრედიტო რისკი, მით მაღალია პროცენტი ქვეყნისთვის გაცემულ სესხებზე. შესაბამისად, ქვეყნისთვის ვალის ყოველწლიური მომსახურება უკვე საკმაოდ დიდი ტვირთი ხდება. რეიტინგის გაუარესება ინვესტიციების შემცირებასა და უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალის გაძვირებაში აისახება, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში ფულის გაძვირებას და, შედეგად, თითოეული ადამიანისთვის სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდას იწვევს .

საქართველოს საგარეო ვალი ამჟამად 25.27 მილიარდ ლარს აღემატება. დიდი ნაწილი სავალუტო ფონდის, EBRD-ის, გერმანიისა და სხვა კრედიტორების ვალია. წლის ბოლოს ვალი 30.5 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 59% იქნება და კანონით დაშვებულ ზღვარს (მშპ-ის 60%) მიუახლოვდება. მთავრობა 2022 წელს დამატებით 4.35 მილიარდ ლარამდე ახალი ვალის აღებას გეგმავს. ცხადია, გაისად საერთაშორისო საკრედიტო სააგენტოებს ახალი რეიტინგის მინიჭებისას, სხვა ფაქტორებთან ერთად, გაზრდილი ვალის გათვალისწინებაც მოუწევთ.


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up