რა არის  5G და არის თუ არა ის საქართველოში

რა არის 5G და არის თუ არა ის საქართველოში

access_time2021-11-14 19:00:36

ახალი, სუპერსწრაფი 5G ინტერნეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გაეშვა და მისი დაფარვის არეალი მუდმივად იზრდება. ეს ფაქტი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ინოვაციური ტექნოლოგიების უფრო დიდი დოზით ინტეგრირების წინაპირობად მიიჩნევა. 

რა არის 5G და რა შესაძლებლობები აქვს?

5G მეხუთე თაობის უსადენო ინტერნეტკავშირია, ყველაზე სწრაფი, რაც აქამდე არსებულა. ის მაღალი გამტარუნარიანობით გამოირჩევა, რაც შესაძლებელს ხდის, კონკრეტულ დროში უფრო მეტი მოწყობილობა დააკავშიროს. ასევე, გვთავაზობს რადიოსიხშირული სპექტრის უფრო ოპტიმალურ გამოყენებას და უწყვეტ კავშირს ქსელთან. 

5G-ს გამოყენებით ძალიან მნიშვნელოვანი ინოვაციების დანერგვას გვპირდებიან არაერთ ინდუსტრიაში, განსაკუთრებით კი  სატრანსპორტო სფეროში, მედიაში, ენერგეტიკაში, უსაფრთხოებაში, ელ. ჯანდაცვაში და სხვა. მაგალითად, 5G-ს გამოყენებით, ჩვენს ყოველდღიურობაში შეიძლება „ჭკვიანი სახლების“ ინტეგრირება. ასევე, 5G-ს პოტენციალის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითია ისიც, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელია, ტელემედიცინაში დაყოვნების დრო 1 მილიწამამდე შემცირდეს. შედეგად, შესაძლებელი გახდება ქირურგიული ოპერაციების დისტანციურად მართვა მაქსიმალური სიზუსტით. ასევე, 5G ტექნოლოგიის დახმარებით იგეგმება რობოტების სამედიცინო მუშაკების დამხმარეებად ქცევა. გარდა „ჭკვიანი სახლისა”, 5G-ს ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირების კიდევ ერთი მაგალითი იქნება უპილოტო მანქანები. გავლენიან ადამიანები ტექნოლოგიების სფეროდან, ირწმუნებიან, რომ 5G-ს წყალობით მალე უპილოტო მანქანები ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

5G მხარდაჭერა უკვე აქვთ წამყვანი ბრენდების სმარტფონებსა თუ სხვა გაჯეტებს, რაც პროდუქტისთვის დიდ პლუსად ითვლება. მაგალითად, როცა iPhone 12 გაყიდვაში ჩაეშვა, მის ერთ-ერთ უმთავრეს ბენეფიტად iOS 14-ის ოპერაციული სისტემის 5G ოპტიმიზაცია მიიჩნეოდა. 

ამ დროისათვის, 5G კომერციულად გაშვებულია ჩინეთის 341 ქალაქში, აშშ-ის 279 ქალაქში და სამხრეთ კორეის 85 ქალაქში. ასევე, 5G ინტერნეტ კავშირი ხელმისაწვდომია დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, კანადის, ავსტრალიის, არაბეთის, იტალიის, საფრანგეთის, ტაილანდისა და შვედეთის კონკრეტულ ქალაქებში.

რით განსხვავდება 5G მისი წინამორბედისგან?

5G-ს მისი წინამორბედი 4G-სგან სამი მთავარი ნიშანი განასხვავებს: გაზრდილი სისწრაფე, გაზრდილი გამტარუნარიანობა და დაბალი ლატენტურობა. მაგალითად, ვარაუდობენ, რომ 5G  100-ჯერ უფრო სწრაფი იქნება 4G-ზე. თუ 4G ინტერნეტით ორსაათიანი ფილმის გადმოწერას საშუალოდ 7 წუთი სჭირდება, 5G-ს მეშვეობით ამის გაკეთებას 10 წამზე ნაკლებ დროში შეძლებთ. ეს იმით არის შესაძლებელი, რომ 5G ქსელები სუპერ სწრაფ რადიოტალღებზეა დაფუძნებული, რომელიც მონაცემთა უსწრაფეს ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.


მაღალი გამტარუნარიანობა ის ბენეფიტია, რომელსაც, სისწრაფის მსგავსად, ყველა მომხმარებელი იგრძნობს. ხშირია შემთხვევები, როცა საჯარო სივრცეებში ინტერნეტის სისწრაფე მკვეთრად მცირდება,  რადგან ბევრი ადამიანი ცდილობს ერთი და იმავე ქსელის გამოყენებას. 5G ამ პრობლემასაც გადაჭრის და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ადამიანები შეუფერხებელი ინტერნეტსერვისით შეძლებენ სარგებლობას.

რაც შეეხება ლატენტურობას, ეს არის დრო, რომელიც მოწყობილობებს ერთმანეთთან კავშირის დასამყარებლად სჭირდებათ. უფრო კონკრეტულად, ლატენტურობა არის დროის ის მონაკვეთი, რაც სჭირდება ერთი ადამიანის მიერ გაგზავნილ შეტყობინებას, რომ ადრესატის სმარტფონში გამოჩნდეს. ლატენტურობა მილიწამებში იზომება და შესაძლოა რიგითმა მომხმარებელმა მისი მნიშვნელობა ვერც შეამჩნიოს. თუმცა, თითოეულ მილიწამს დიდი მნიშვნელობა აქვს დიდი რაოდენობით ინფორმაციის გაგზავნის დროს, როგორც ეს შეიძლება იყოს უპილოტო ავტომობილების შემთხვევაში.

არის თუ არა საქართველოში 5G?

ერთი წლის წინ, MagtiCom-მა 5G ტექნოლოგია საქართველოში სატესტო რეჟიმში გაუშვა. თუმცა, კომპანიამ მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი კომერციული გაშვება მინიმუმ სამი წელი არ იგეგმებოდა. MagtiCom-ის თქმით, 5G ტექნოლოგია ინდუსტრიულ დარგებს უნდა მოერგოს, რასაც დრო სჭირდება. ასევე, კომპანიაში ამბობენ, რომ „სანამ მობილური ბაზრის საცალო სეგმენტზე ინტერნეტის საშუალო მოხმარება თითოეულ აბონენტზე თვეში 15-20 GB-ს არ გადააჭარბებს, არ არის გამართლებული მე-5 თაობის ქსელის კომერციული გაშვება“.

2021 წლის იანვარში აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმდა მემორანდუმი 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ. ეს თანამშრომლობა საქართველოს დაეხმარება, უზრუნველყოს 5G ქსელების უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა დაცვა, ეროვნული უსაფრთხოება. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, „5G ტექნოლოგიის დანერგვა ასევე გარდაქმნის და სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს სექტორებს, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა და სხვა“.

კონსპირაციული თეორიები 5G-ს გარშემო

როგორც ნებისმიერ ტექნოლოგიურ სიახლეს, 5G-ს გამოჩენასაც მწვავე რეაქცია მოჰყვა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან და ახალი კონსპირაციული თეორიების წარმოშობის საბაბიც გახდა. თავდაპირველად ამბობდნენ, რომ 5G-ს რადიოტალღების გამოსხივება სიმსივნეს იწვევდა. შემდეგ, COVID-19-ის პანდემიის დაწყებასთან ერთად, გავრცელდა მითი, თითქოს კორონავირუსით ინფიცირების ერთ-ერთ წყაროს სწორედ 5G წარმოადგენდა. ამ მოსაზრებამ იმდენად მასშტაბური სახე მიიღო, რომ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ლონდონში, მოსახლეობამ 5G ქსელის ინფრასტრუქტურის განადგურება დაიწყო.

სინამდვილეში, 5G-ს რადიოტალღების სიხშირე ადამიანისთვის უსაფრთხო ელექტრომაგნიტურ სპექტრს არ აღემატება. მეტიც, ის დადგენილი უსაფრთხო ნორმის ზღვარზე ბევრად დაბალია. ამასთანავე, რადიოტალღები არ არის იონიზებადი და არ იწვევს ელექტრონების გაღიზიანებას. შესაბამისად, 5G ვერ გამოიწვევს ვერც კორონავირუსით ინფიცირებას და ვერც სიმსივნეს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რადიოტალღების მეშვეობით ვრცელდება ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი 4G LTE და 3G ინტერნეტ ქსელებიც, რომელთა სიხშირე ასევე არ აღემატება დადგენილ ნორმას.


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up