რა არის 3+3 ფორმატი და რატომ არ აწყობს ის საქართველოს

რა არის 3+3 ფორმატი და რატომ არ აწყობს ის საქართველოს

access_time2021-10-10 16:30:44

3+3 ფორმატი როგორც ახლაა წარმოდგენილი, მაინცდამაინც საქართველოსთვის დიდად მოგებიანი არაა, რადგან ეს ითვალისწინებს აზერბაიჯანის საქართველოს სომხეთისა და ასევე სამი არადემოკრატიული ქვეყნის თანამშრომოლობას და ეს კი საქართველოს ინტერესებში არ შედის, - ასე ფიქრობს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძრვანელი კორნელი კაკაჩია და ამტკიცებს, რომ თუ ამ ფორმატს ევროკავშირი და აშშ შეუერთდება, მაშინ პრობლემა არ იქნება.

თუ ჩვენ ამ ფორმატში გვინდა მონაწილეობა, საქართველომ დაჟინებით უნდა მოითხოვოს, რომ ამ ფორმატს ევროკავშირი და შეერთებული შტატები შემოუერთდეს, ამის შემდეგ უკვე საქართვლოსთვის უკვე არავითარი პრობლემა არ იქნება. მით უმეტეს როგორ შეიძლება ვისაუბროთ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობაზე, მარტო რეგიონალური ქვეყნებზე, მითუმეტეს რომლებიც დემოკრატიულები არ არიან და ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორები არ შემოვიყვანოთ, ანუ ევროკავშირი და აშშ, ამათი შემოყვანის გარეშე მე დიდ აზრს ვერ ვხდავ. საქართველოს ამოცანაც სწორედ ეს უნდა იყოს, რომ ეს ქვეყნები დაარწმუნოს, რომ თუ საქართველოს ჩართულობა უნდათ, მაშინ ეს პირობები გვაქვს, რადგან რუსეთთან ის მარტო ვერ დარჩება. ეს უკვე იქნება არა 3+3, არამედ ვთვათ 3+5. რუსეთი და კიდევ ბევრ სახელმწიფოს, რომელიც ამ ფორმატის ინიციატორია, სწორედ ეს უნდათ, რომ რეგიონალურმა სახელმწიფოებმა პრობლემები თვითონვე მოაგვარონ, როგორც ყარაბაღის ამბები მოხდა, მაგრამ ეს საქართველოს ინტერესებში არ შედის, რადგან ჯერ ერთი რუსეთთან კონფლიქტი გვაქვს და ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, ირანთანაც უსაფრთხოების თვალსაზრისით რა ურთიერთობა გაქვს და ამ მხრივ ჩვენ რატომ უნდა ვენდოთ არ ვიცი, თურქეთიც ბოლო პერიოდშიც უკვე მაინცდამაინც ძალიან პროგნოზირებადი პარტნიორი აღარაა. აქედან გამოდინარე, საქართველოს ამ ქვეყნებთან მიმართებაში ნდობის დეფიციტი უჩნდება, თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ამ ფორმატში ჩაერთოს, იქ ისეთი ქვეყნები უნდა იყვნენ, რომელსაც ენდობა,- ამბობს კაკაჩია.


შეგახსენებთ, საქართველო რუსეთის ფედერაციასთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს.  ქართული მხარე აქამდეც უარს ამბობდა 3+3 ფორმატში, იგივე 6 ერის პლატფორმაში მონაწილეობაზე. 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა ექვსი ერის პლატფორმის შექმნის იდეა. ეს გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. ერდოღანმა ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ გაიმეორა 2021 წლის ივნისში, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს და თქვა, რომ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება რეგიონული კოოპერაციითაა შესაძლებელი და ეს მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება. 2021 წლის მარტში, დავით ზალკალიანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საგანი 3+3 ფორმატიც იყო. შეხვედრის შემდეგ მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ მას ესმოდა თბილისის ფრთხილი პოზიცია ამ რეგიონალურ იდეასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.



ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ 3+3 ფორმატზე საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით დავით ზალკალიანმაც საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა.  ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორია საქართველოს პოზიცია ამ ფორმატთან დაკავშირებით, ზალკალიანმა განაცხადა, რომ ამ ფორმატში საქართველოს მონაწილეობა ძალიან გაჭირდება, ოკუპანტ ქვეყანასთან, თუმცა საქართველო ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში რაღაც ფორმით მაინც უნდა იყოს, რომ ქვეყანამ თავისი როლი და ფუნქცია არ დაკარგოს, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე.

აშშ-ის ყოფილმა ელჩამა, იან კელიმ, დავით ზალკალიანს რუსეთის წინააღმდეგ კატეგორიული ტონი დაუწუნა და თქვა, რომ მინისტრს რუსეთთან რაიმე სახის მოლაპარაკებებზე სიტყვა ძალიან ძნელის ნაცვლად, შეუძლებელი უნდა გამოეყენებინა. 




წყარო: რეზონანსდეილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up