რა არგუმენტებით აძლევენ ხმას პარლამენტარები კანონპროექტებს?

რა არგუმენტებით აძლევენ ხმას პარლამენტარები კანონპროექტებს?

person access_time2016-02-03 16:15:11

მედიასა და სოციალურ ქსელებში პერიოდულად განიხილება ქართველ პარლამენტართა პროფესიონალიზმის თემა, რასაც თავად დეპუტატების განცხადებები თუ გადაწყვეტილებები იწვევს.


იმას, რომ პროფესიონალიზმის მხრივ ამჟამინდელ პარლამენტში პრობლემებია, არაერთი ექსპერტი აღიარებს. ერთერთი პრობლემა, რომელიც აქედან გამომდინარეობს, არასწორი პრიორიტეტებია – როდესაც პარლამენტი ოპერატიულად და ზოგჯერ დაჩქარებული წესითაც კი იღებს ამა თუ იმ კანონპროექტს, ხოლო კანონპროექტების ნაწილი, მათ შორის სოციალური მნიშვნელობის, ხშირად თვეობით და წლობით თაროზეა შემოდებული. 


სწორედ ამ კუთხით აგრძელებს „კომერსანტი“ ბანკებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილების თემის გაშუქებას. ჩვენ დავინტერესდით, ბიზნესკომპანიების არაერთი ინიციატივის გადადების პირობებში, რატომ მოხერხდა პარლამენტში იმ საკანონმდებლო ინიციატივის სწრაფი განხორციელება, რომელიც პირველ რიგში მსხვილი ბანკების ინტერესში შედის? 

 

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ახლადმიღებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ბიუჯეტში თანხების შეტანისგან თავისუფლდებიან კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ბირჟებზე გადიან. პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილების შედეგად, აღნიშნული კომპანიები პარლამენტმა ბიუჯეტში მილიონობით ლარის შეტანის ვალდებულებისგან გაათავისუფლა. აინტერესოა, რომ ცვლილებების თანახმად, აღნიშნული შეღავათი 2012 წლის იანვრიდან წარმოქმნილ ვალდებულებებზეც გავრცელდება,


"კომერსანტის" მიერ ამ თემაზე გამოქვეყნებულმა სტატიამ დაინტერესებული საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და სოციალურ ქსელებში აქტიური დისკუსიის საგანი გახდა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, „კომერსანტი" აგრძელებს თემას და სვამს კითხვებს, რომლებიც ბუნებრივად ჩნდება ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების დროს. რამდენად საქმის კურსში არიან საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები იმაში, რასაც სესიაზე ხმას აძლევენ? გარდა ამისა, რა პოზიცია აქვთ მათ კონკრეტულად აღნიშნული ცვლილების ირგვლივ და რატომ აღმოჩნდა მათთვის ეს თემა პრიორიტეტული სხვა ბიზნესსექტორების პრობლემებთან შედარებით?


პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე აცხადებს, რომ საგადასახადო კოდექსში ეს მუხლი აქამდეც არსებობდა, ახლა კი უბრალოდ მისი დაზუსტება მოხდა. „საგადასახადო ორგანოს ეძლეოდა ინტერპრეტაციის საშუალება. საგადასახადო კოდექსში ასეა, რომ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი გამოიქვითება. ინტერპრეტაციის გაკეთება,რომ ეს „საქართველოს ბანკს" და „თიბისი ბანკზეა" მორგებული, სისულელეა. ეს ისედაც იყო, უბრალოდ ახლა დაზუსტდა".



პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე კი აცხადებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა გაცილებით ნელა ვითარდება, ვიდრე საბანკო სექტორი. მიუხედავად ამისა, საბანკო სექტორი ვერ განვითარდა ისე, რომ ქვეყანაში საფონდო სისტემა გვქონოდა. მაისურაძე განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსში შესული ეს კონკრეტული ცვლილება გაკეთდა იმისთვის, რათა საბანკო სექტორი კიდევ უფრო მეტად დაინტერესებულიყო ფასიანი ქაღალდების ბაზრით.


„ეს გაზრდის ნდობას, საქართველოში ინვესტიციები უფრო მეტად წამოვა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ის მოგება, რომელიც კომპანიის აქციონერებმა ჯიბეში უნდა ჩაიდონ, ახლა რეინვესტირებაში დააბანდონ. ამან შეიძლება კრედიტები გააიაფოს, შემოვიდეს უფრო იაფი ფული. მოგება, რომელიც შეიძლებოდა განაწილებულიყო პირად ინტერესებში, ეს მოემსახურება საფონდო სისტემის განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ქვეყანაში არ შემოვიტანეთ ფასიანი ქაღალდების სისტემა, თუ ქვეყანაში არ დაიწყო ამიერკავკასიის მასშტაბით ფასიანი ქაღალდების გაყიდვა და ბირჟა არ შეიქმნა, ჩვენ ამ მნიშვნელოვან სექტორში სერიოზული წარუმატებლობა გვექნება"-აცხადებს მაისურაძე.


„კომერსანტის" კითხვაზე, რატომ ვრცელდება ცვლილება 2012 წლის 1 იანვრიდან შესულ ვალდებულებებზე, მაისურაძეს პასუხი არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ პარლამენტში მისი განხილვისას ამ ჩანაწერზე დამაჯერებელი არგუმენტები იყო წარმოდგენილი.

 

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი ვახტან ლემონჟავა აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას, „ნაციონალური მოძრაობას" წარმოადგენს, ამ ინიციატივას მაინც ემხრობა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია მუდმივად არის საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია, რათა ამის ფონზე მოხდეს ეკონომიკის განვითარების სტიმულირება. დღე კი საქართველოს ამის პრობლემა ნამდვილად აქვს.


„თქვენ ხედავთ ლარის კურსის დევალვაციას, ეკონომოკურ სტაგნაციას, ეკონომიკურ უკუსვლას, ქვეყანაში ჩვენ გვაქვს მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება. თუ მთავრობა გადადგამს ნაბიჯებს საგადასახადო ლიბერალიზაციის და ბიზნესის კეთების გამარტივების თვალსაზრისით, ეს ეკონომიკას აღმავლობას გააძლიერებს და ქვეყანა ფეხზე დადგება. ჩვენი მიზანიც ასეა"-აცხადებს ლემონჯავა.


მისი თქმით, როდესაც ხდება ბანკების საქმიანობის სტაბილიზაცია, მცირე და საშუალო ბიზნესიც ავტომატურად ებმება ამაში.


პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ ის არ იცნობს აღნიშნულ ცვლილებებს და შესაბამისად. კომენატრს ვერ გააკეთებს.


კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს პარლამენტის საფინანს-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური. მისი განცხადებით, მან ინფორმაცია მაინც აპარატის უფროსისგან უნდა გამოითხოვოს, ამიტომ ჯობს „კომერსანტმა" ან მას დაურეკოს, ან მის მოადგილე ნოდარ ებანოიძეს.


დეპუტატმა რევაზ შავლოხაშვილმა „კომერსანტის" კითხვას არ უპასუხა. 


დეპუტატი ვაჟა ჩიტაშვილი აცხადებს, რომ ეს ცვლილება ზღვაში წვეთია და დადებით ელემენტებს შეიცავს, თუმცა ამ ცვლილებით ბიზნესი ვერ განვითარდება. მისი თქმით, მან ცვლილებას მხარი არ დაუჭირა.



NATO, აშშ, ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ შავი ზღვის ნაწილების 6 თვით ჩაკეტვის გეგმებს

NATO, აშშ, ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ შავი ზღვის ნაწილების 6 თვით ჩაკეტვის გეგმებს
access_time2021-04-17 12:04:09
16 აპრილს NATO— ში განაცხადეს, რომ რუსეთის გეგმები ექვსი თვით შავი ზღვის ნაწილებში საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ სამხედრო მანევრების ჩატარების ფონზე გაუმართლებელი და დესტაბილიზაციის გამომწვევი იქნება. NAთO-მ რუსეთს მოსთხოვა, რომ უკრაინას თავისუფალი ნავიგაციის უფლება არ შუზღუდოს.რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ მოსკოვი 24 აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით უცხოური სამხედრო გემებისთვის და სხვა გემებისთვის შავი ზღვის ნაწილების...

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...


მსგავსი სიახლეები

up