რა არგუმენტები არსებობს ტაქსის რეფორმის სასარგებლოდ?

რა არგუმენტები არსებობს ტაქსის რეფორმის სასარგებლოდ?

access_time2019-10-20 19:30:31

ცხოვრების წესის, სამუშაო პირობებისა და სხვა ჩვეული პროცესების ჩარჩოებში მოქცევა არავის მოსწონს და აქ სადავოც არაფერია, მაგრამ ადამიანები, ჩვენი მოქალაქეობის მიხედვით, უმთავრესი "კონტრაქტის" - კონსტიტუციის ერთგვარი ხელმომწერები ვართ, რათა ამ დოკუმენტით ყველა ჩვენგანისთვის მისაღებ ჩარჩოებში მოექცეს ჩვენივე ცხოვრება ისე, რომ არ დავარღვიოთ ერთმანეთის უფლებები და თავისუფლება.

 

მსგავსი რეგულაცია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა რგოლს აწესრიგებს, თუმცა ეს არ უნდა იყოს თავისუფალი ბაზრის პრინციპებში ჩარევა. ბოლო დროის ყბადაღებულ თემად შეიძლება ჩაითვალოს თბილისში ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპის დასრულება და ამ სეგმენტში დასაქმებულთათვის უკვე კარგად ცნობილი რეგულაციების ძალაში შესვლა (განსაკუთრებით პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გაპროტესტებული).

 

ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ხალხის არჩეული თანამდებობის პირები იღებენ, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ეხება, მტკიცე არგუმენტებით უნდა იყოს გამყარებული.

 

ვნახოთ, რა იყო და არის რეფორმის მთავარი მიზნები და არგუმენტები:

 

არგუმენტი #1: უსაფრთხოება - გულისხმობს ტაქსის ლიცენზიის მქონე ავტომობილის სავალდებულო ტექდათვალიერებას. ხშირად გვინახავს თბილისის ქუჩებში ტაქსის ტრაფარეტიანი ისეთი ავტომობილები, რომ გაგვკვირვებია - "ამას ვინ აჩერებს?!" თუმცა "ყველას თავისი კლიენტი ჰყავს", შეიძლება ითქვას, მაგრამ ბორბლებზე დადგმული სრულიად მოშლილი ავტომობილი არა მარტო მასში მჯდომ მგზავრს, არამედ ბევრ სხვასაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მათ, ვინც ვერ გაიარეს ტექდათვალიერება, ავტომობილის მოწესრიგება აუცილებლად მოუწევთ, ხოლო თუ A  კატეგორიის მიღება არ სურთ, შესაბამისი აპლიკაციის სმარტფონზე ჩამოტვირთვით შეუძლიათ, მომსახურება გასწიონ.

 

უსაფრთხოებისავე საკითხს უკავშირდება მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის  A კატეგორიის ტაქსის მინიჭების შეზღუდვა. ტრანსპორტის სპეციალისტები თანხმდებიან, რომ საქართველოს, განსაკუთრებით კი ტრანსპორტით ისეთი დატვირთული ადგილის, როგორიც თბილისია, საგზაო ინფრასტრუქტურა მარჯვენასაჭიან მანქანებზე არ არის მორგებული. ამის გამო ძალიან ხშირია დედაქალაქის გზებზე გადაადგილების შეფერხება, ავარიული სიტუაციების შექმნა და, სამწუხაროდ, ავტოსაგზაო შემთხვევებიც. ამ შემთხვევაშიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს აგრეგატორების მეშვეობით შეუძლიათ ტაქსის ბაზარზე შესვლა.


 

აგრუმენტი #2:  მომსახურების ხარისხი - როდესაც ქუჩაში ტაქსის ვაჩერებთ, ვცდილობთ, ისეთი შევარჩიოთ (თუ უკიდურესად არ გვეჩქარება), რომელიც შედარებით ესთეტიკურად გამოიყურება. ისიც კარგად გვახსოვს, როცა ტაქსის კარის გაღებისთანავე ხშირ შემთხვევაში მასში ჩაჯდომის სურვილი გეკარგებოდა, იმდენად დასვრილი გვხვდებოდა სალონი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად თბილისის მერიამ ქიმწმენდის ვაუჩერებიც დაარიგა. ამ შეღავათით ტაქსის მძღოლები ნოემბრიდანაც  ისარგებლებენ.  ოღონდ ეს ეხება იმ მანქანებს, რომლებზეც ეს ვაუჩერი მანამდე არ გაცემულა.

 

A კატეგორიის ტაქსის მძღოლი ალექსანდრე ქადაგიშვილი ამბობს, რომ მისი ავტომობილის სალონი ვაუჩერის მიღებამდე მოუწესრიგებელი იყო. "კლიენტი ყველანაირია. ზოგი ბავშვებით ჯდება მანქანაში. ზოგი ბავშვი ნაყინს მიირთმევს, ან წვენს სვამს და ისვრება სავარძლები. ხელით რაც  უნდა წმინდო, ლაქები არ ამოდის და ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ვაუჩერი რომ მივიღე, იმ დღესვე მივიყვანე ქიმწმენდაზე და ახლა მეც მსიამოვნებს საკუთარ ტაქსში ჩაჯდომა", - გვიყვება ალექსანდრე ქადაგიშვილი.

 

არგუმენტი #3: ვიზუალური სტანდარტი - თბილისის იერსახის უმთავრესი მახასიათებელი მისი ლანდშაფტია. შემდეგ მოდის არქიტექტურა, თავისი ავ-კარგით, ასევე, სარეკრეაციო ზონები. მას მოსდევს საგზაო ინფრასტრუქტურა და მასზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები, მიკროავტობუსები და ტაქსები. ყვითელი მიკროავტობუსების თემა ცოტა ხნით გადავდოთ, მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რა იყო მათ შემოყვანამდე ქალაქში -სხვადასხვა ფერისა თუ მოდელის "მარშრუტკები", რომელთა უმრავლესობა აბსოლუტურად გაუმართავი იყო. არ მავიწყდება ერთი შემთხვევა, როდესაც თბილისის ცენტრში, ზემელზე, აკადემიის შენობის წინ მოძრავ  "მარშრუტკას" უეცრად საწვავის ავზი ჩამოუვარდა. ბაზრის ამ სეგმენტში პრობლემები დღესაც უხვადაა, თუმცა, როგორც გითხარით, ამაზე სხვა დროს.

 

თბილისის იერსახეში ტაქსის კომპონენტი რეფორმის ამოქმედებიდანვე თვალშისაცემი გახდა. ტაქსისტი აბრაამ ბაწელაშვილი ამბობს, რომ კლიენტები შორიდანვე ხედავენ ტაქსებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი მანათობლები. "ტაქსის მანათობელი თუ მწვანედ ანათებს, ესე იგი, ის თავისუფალია და ამიტომ აღარ გვიწევს სავალი გზის პირველ ზოლში ჭიდაობა ტაქსისტებს. აქამდე ყველა დასწრებაზე ვიყავით. ხშირად გადამისწრია სარისკოდ სხვა ტაქსისთვის და აღმოჩენილა, რომ ის დაკავებული იყო. ახლა წინ მიმავალ ტაქსს თუ წითელი აქვს მანათობელი, ვიცი, რომ დაკავებულია და მეც მშვიდად მივდივარ, ვიდრე კლიენტი არ გამოჩნდება", - გვითხრა აბრაამ ბაწელაშვილმა.

 

არგუმენტი #4: სამართლიანი პირობები  ტაქსის ბაზარზე - ფერის გამო ტაქსისტისთვის მანქანის გამოცვლა დიდ ხარჯთან და დროსთან იქნებოდა დაკავშირებული, რომ არა ამ ბაზრის ყველა მოთამაშისთვის თანაბარი პირობების შეთავაზება რეფორმის ინიციატორი მერიისგან. ეს იყო ვაუჩერები, რომლებიც სრულად ანაზღაურებდა ავტომობილის ფერის შესაცვლელად და სალონის ქიმწმენდისთვის საჭირო ხარჯს. იგივე ეხება მანათობლებსაც.

 

გარდა ამისა, ყველა ის ღონისძიება, რაც განხორციელდა და რაც იგეგმება, სტაბილურად ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს, რაც ტაქსისტებისთვის სტაბილურ შემოსავალს ნიშნავს.

 

ასე რომ, რეფორმა, რომელიც ერთი შეხედვით მტკივნეული იყო ზოგიერთი ტაქსისტისთვის და გადამდები ემოციის ფონზე გარკვეული პროტესტიც კი გაისმა, საბოლოო ჯამში, ტაქსის ბაზარზე სამართლიან კონკურენციას ქმნის, აუმჯობესებს ქალაქის იერსახეს, ტაქსების მომსახურების ხარისხს და უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას.


რეზონანსი




ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...

ლევან კობერიძე ქართული ოცნების ვაკის კანდიდატს კიდევ ერთხელ იწვევს დებატებში

ლევან კობერიძე ქართული ოცნების ვაკის კანდიდატს კიდევ ერთხელ იწვევს დებატებში
access_time2020-10-29 12:40:36
პარლამენტის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“ ლევან კობერიძე ქართული ოცნების ვაკის კანდიდატს კიდევ ერთხელ იწვევს დებატებში. „გუშინ მესიზმრა: შუაგულ ვაკეში ყვითელ მაგიდასთან ვიჯექი და ვაკის სამაჟორიტარო ოლქში ხელისუფლების კანდიდატთან დებატებისთვის ვემზადებოდი. ის კი, ტრადიციულად, არსად ჩანდა. ამ სიზმარში ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ის ცოტა სურეალისტურად, თუმცა რეალობას აღწერს:...

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ტელეკომპანია პირველის გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასული ცრუ და ცილისწამებლური სიუჟეტის შესახებ

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ტელეკომპანია პირველის გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასული  ცრუ და ცილისწამებლური სიუჟეტის შესახებ
access_time2020-10-29 11:20:52
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ და ,,პურის მცხობელთა ასოციაციის’’ განცხადება გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ცრუ და ცილისმწამებლური კამპანიის პასუხად, რომელიც ახლა უკვე მიმართულია კერძო სექტორის და ჩვენი წევრების წინააღმდეგაც. 2020 წლის 24 ოქტომბერს, ტელეკომპანია პირველის ეთერში...

განვითარებისთვის აუცილებელია კოალიციური მთავრობა, სადაც იქნება შეჯიბრი სწორი გადაწყვეტილებებისთვის

განვითარებისთვის აუცილებელია კოალიციური მთავრობა, სადაც იქნება შეჯიბრი სწორი გადაწყვეტილებებისთვის
access_time2020-10-29 13:00:13
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ოთხი წლის წინ, 2016 წელს წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას სოციალური კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას დაპირდა. თუმცა, მმართველობიდან ოთხი წლის შემდეგ მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა, საქართველოში ფასების საერთო დონე კი რეკორდულად იზრდება.   ამჯერად „კომერსანტი“ ბიზნესმენების მოსაზრებით დაინტერესდა, თუ როგორ აისახა მმართველი...

„სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს“ - ნათია თურნავა

„სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს“ - ნათია თურნავა
access_time2020-10-29 11:13:24
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საავიაციო კომპანიები ოპტიმისტურად აფასებენ სამომავლოდ, საქართველოში ფრენების აღდგენას. „ოპტიმისტურად აფასებენ საავიაციო კომპანიები მომავალში საქართველოში ფრენის და ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მყისიერად, ეს მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ...


მსგავსი სიახლეები

up