რა აქტივებშია სასურველი ეკონომიკური კრიზისის დროს ინვესტიციის ჩადება?

რა აქტივებშია სასურველი ეკონომიკური კრიზისის დროს ინვესტიციის ჩადება?

access_time2020-04-18 10:00:52

მსოფლიო პანდემიის პირობებშიც და მის გარეშეც, არსებობს რამდენიმე სექტორი, რომელშიც ინვესტიციის ჩადება ყოველთვის მომგებიანია ან უბრალოდ, მყარ აქტივს წარმოადგენს, რომელიც ფასს არასდროს კარგავს.

COVID-19-ის პანდემიამ ამ სექტორებში კაპიტალდაბანდების საჭიროება საზოგადოების იმ ნაწილს კიდევ უფრო მკვეთრად დაანახა, ვინც ინვესტიციის ჩადებას გეგმავდა, თუმცა ჯერჯერობით არ ჰქონდა გადაწყვეტილი - სად.

ეს სექტორები უძრავი ქონება და ძვირფასი მეტალებია, უფრო კონკრეტულად, ოქრო. ორივე პროდუქტზე ფასები არათუ იკლებს, არამედ მუდმივად იზრდება და რაც უფრო დროულად დავაბანდებთ მასში კაპიტალს, მით უფრო მშვიდად ვიქნებით, ან მით უფრო მეტ შემოსავალს მივიღებთ.

ამ შემთხვევაში, ყურადღებას უძრავ ქონებაზე გავამახვილებთ, რადგან ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ეს სფერო ეკონომიკური კრიზისის ფონზე სხვებთან შედარებით ნაკლებად იზარალებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ ქვეყანაში, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო დიდ ეკონომიკურ ზარალს განიცდის, სამშენებლო სექტორი არ გაჩერებულა და მუშაობას აგრძელებს. არ შეჩერებულა როგორც უძრავი ქონების გაყიდვები, ისე სამშენებლო სამუშაოები.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სამშენებლო სექტორი სახელმწიფოს ბიუჯეტში საბანკო სექტორთან ერთად გადასახადების ყველაზე დიდი გადამხდელია. მოქალაქეები კი კაპიტალდაბანდებას ხშირად, სწორედ ამ სექტორში ახდენენ.

რატომ არის ახლა უძრავი ქონების სექტორში ინვესტიცირება ხელსაყრელი?

თავდაპირველად, უნდა აღვნიშნოთ რომ ბინების ფასი ყოველთვის ზრდადია. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, მისი ფასიც იმატებს. ასევე, ფასწარმოქმნა დამოკიდებულია ვალუტის კურსზეც, ხოლო ქვეყნებში, სადაც ეროვნულ ვალუტა ევრო და დოლარი არ არის, ის მუდმივად უფასურდება. შესაბამისად, კომპანიებს ხარჯები ეზრდებათ და უწევთ, ბინების ფასი დააკორექტირონ.

გარდა ამისა, ბევრი ადამიანისთვის ბინა სტაბილური შემოსავლის წყაროა, რადგან ქვეყანაში როგორი ეკონომიკური მდგომარეობაც არ უნდა იყოს, მისი გაქირავებით, დაგირავებით ან სულაც გაყიდვით ფინანსურ სარგებელს აუცილებლად ნახავ.


ნიუ-იორკში, სადაც COVID-19-ის მიერ მიყენებულ კოლოსალურ ზარალს ითვლიან, უძრავი ქონების კომპანიები სამუშაოებს ისევ აგრძელებენ. „ფორბსის“ ინფორმაციით, მათ გუბერნატორის ბრძანებით უფლება აქვთ, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში, ოპერირება განაგრძონ.

„ჩვენს ინდუსტრიას ამ კრიზისული მდგომარეობის პერიოდში, კომერციული ობიექტების მყიდველებისა და მესაკუთრეების მიმართ დიდი პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული და ჩვენ ვგრძნობთ, რომ ადგილობრივ და სახელმწიფო ეკონომიკას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება“, - განაცხადა New York Association of Realtors-ის პრეზიდენტმა ჯენიფერ სტივენსონმა „ფორბსთან“ საუბარში.

აქვე ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ მომხმარებელთა მოთხოვნებზეც, რომლებმაც გადაწყვიტეს, კაპიტალი, რომელსაც წლების განმავლობაში უყრიდნენ თავს, სწორედ ახლა დააბანდონ უძრავ ქონებაში.

როგორც უცხოურ მედიაში ვკითხულობთ, თვითოზოლაციის გამო, გაიზარდა მოთხოვნა კერძო სახლებზე და ისეთ ბინებზე, რომელსაც დიდი აივანი ან ვერანდა აქვს. აღნიშნული ტენდენცია COVID-19-ის მსოფლიო პანდემიამდეც შეინიშნებოდა, თუმცა დღეს აშკარაა, რომ მეტი პრიორიტეტი გარე სივრცეს ენიჭება, სადაც შეუძლია, მობინადრეს მებაღეობით დაკავდეს, მოიწყოს დასასვენებელი სივრცე, მეტი დრო გაატაროს შენობის გარეთ და არ ჰქონდეს შეგრძნება, რომ გარესამყაროს მოწყვტილი და იზოლირებულია. აღნიშნული ტენდენცია არა მხოლოდ უცხოეთში, არამედ საქართველოშიც შეინიშნება.

შეჯამებისას, უძრავ ქონებაში ინვესტირების სამ ყველაზე მნიშვნელოვან მხარეზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება:

1. უძრავი ქონება გარანტირებული აქტივია, რომლის ფასი თითქმის არასდროს მცირდება;

2. საჭიროების შემთხვევაში, დიდი ოდენობით ფულადი რესურსის მიღების შესაძლებლობა;

3. სტაბილური შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.


bpn




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up