რა აქცევს საქართველოს უკონკურენტო მოთამაშედ გადაზიდვებში

რა აქცევს საქართველოს უკონკურენტო მოთამაშედ გადაზიდვებში

access_time2021-10-16 16:19:38

„ანაკლიის პორტი“ და „ახალქალაქის საყრდენი ლოგისტიკური ცენტრი“ - საქართველოს მომავლის განმსაზღვრელი ორი უდავო ფაქტორი. სწორედ ამ ორი საკითხის გადაწყვეტისაკენ უნდა იყოს მიმართული მთელი ქვეყნის ენერგია, - ასე ფიქრობს პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი დავით გოჩავა, რომელიც "კომერსანტს " უხსნის, რომ საქართველოს ყველა პირობა აქვს, მიიღოს სოლიდური შემოსავლები ლოგისტიკიდან, თუ ის სათანადოდ შეასრულებს სატრანზიტო ფუნქციას, რომელიც ბუნებრივად ერგო, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელს. გოჩავა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ და მაღალშემოსავლიან მიმართულებად ითვლება ჩინეთ-ევროპის სატრანსპორტო კორიდორი, რადგან მოცემულ მომენტში (2020 წლის მონაცემები) ვაჭრობის მოცულობა ჩინეთსა და ევროპას შორის, ღირებულებითი თვალსაზრისით, დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენს დღეში. დათო გოჩავა დარწმუნებულია, რომ რასაც არ უნდა ეცადოს მეზობელი სახელმწიფოები, საქართველოს ამ მონაკვეთზე ვერავინ აართმევს ტვირთს და შემოსავლებს, თუ ქვეყანა გამართავს სატრანსპორტო სისტემას და დახვეწს საპორტო-სარკინიგზო ინფრასტრუქრურას. გოჩავას ეჭვიც არ ეპარება, რომ რა ზომებიც არ უნდა გაატარონ აზერბაიჯანმა და სომხეთმა, ტვირთი თურქეთის ხმელთაშუა ზღვის და შავი ზღვის პორტებისაკენ მიმავალ უფრო გრძელ მარშრუტებს გვერდს აუვლის და აუცილებლად ჩვენი შავი ზღვის პორტებისაკენ დაიძრება, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ საქართველო თავის სატრანსპორტო სისტემას მოაწყობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.

"ვიმეორებ, ევროპასა და ჩინეთს შორის ყოველდღიურად მიმოქცევაშია 2 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი. აქედან დაახლოებით 95 %-ს ემსახურება საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი. აი, ჩვენი, როგორც ზღვაზე გასასვლელის მქონე ქვეყნის, ადგილი სწორედ აქ არის და არა იმ 5 %-ში, რომლის გამოც ქვეყნები ერთმანეთს ეჯახებიან პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით. სახმელეთო სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე იფიქრონ იმ ქვეყნებმა, რომლებსაც არ აქვთ გასასვლელი ზღვაზე - ეს ჩვენი „გამოწვევა“ არ არის. ჩვენი გამოწვევაა საქართველოს სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაცია ზღვაზე გასასვლელი მქონე ქვეყნის კონტექსტში.
გამოანგარიშებები უჩვენებს, რომ ქვეყანა, რომელსაც არ აქვს გასასვლელი ზღვაზე, იხდის დაახლოებით 50 %-ით მეტ სატრანსპორტო ხარჯებს, ვიდრე ზღვისპირა ქვეყანა, ხოლო მისი ვაჭრობის მოცულობა 60 %-ით ნაკლებია. ამიტომ რა ზომებიც არ უნდა გაატარონ აზერბაიჯანმა და სომხეთმა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო თავის სატრანსპორტო სისტემას მოაწყობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ტვირთი აუცილებლად ჩვენი შავი ზღვის პორტებისაკენ დაიძრება და ის თურქეთის ხმელთაშუა ზღვის და შავი ზღვის პორტებისაკენ მიმავალ უფრო გრძელ მარშრუტებს გვერდს აუვლის.
ამიტომ საერთოდ არ მაღელვებს „ზანგეზურის დერეფანს“ გახსნიან თუ არა აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი, მიუერთებს თუ არა აზერბაიჯანი თავის სარკინიგზო სისტემას ირანის რკინიგზას, დაამყარებს თუ არა სომხეთი პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას ნახიჩევანის გავლით რუსეთთან, დაუკავშირდება თუ არა სომხეთი ირანს პირდაპირ, - არ მაღელვებს, რადგან საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის უპირატესობას ვერანაირი სატრანსპორტო დერეფნების ქსელი ვერ უგულვებელყოფს, ოღონდ ერთი პირობით: საქართველომ უნდა მოახდინოს თავისი სატრანსპორტო სისტემის და, უპირველეს ყოვლისა, თავისი რკინიგზის და საზღვაო პორტების მოდერნიზაცია.
„ანაკლიის პორტი“ და „ახალქალაქის საყრდენი ლოგისტიკური ცენტრი“ - საქართველოს მომავლის განმსაზღვრელი ორი უდავო ფაქტორი. სწორედ ამ ორი საკითხის გადაწყვეტისაკენ უნდა იყოს მიმართული მთელი ქვეყნის ენერგია," - ეუბნება "კომერსანტს" ექსპერტი.


ავტორი: ბელა გელაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up