რა აკავშირებდა კიევში მოკლულ ბიზნესმენს დავით კეზერაშვილთან და ვინ შეუკვეთა ქართველი ბიზნესმენის მკვლელობა?

რა აკავშირებდა კიევში მოკლულ ბიზნესმენს დავით კეზერაშვილთან და ვინ შეუკვეთა ქართველი ბიზნესმენის მკვლელობა?

access_time2019-12-09 11:45:38

ქართველი ბიზნესმენი ნიკოლოზ დავითაშვილი 7 დეკემბერს დაკრძალეს. ვაკის სამების ტაძარი ხალხით იყო გადაჭედილი.უამრავი ადამიანი გამოეთხოვა ახალგაზრდას, რომელიც, სავარაუ­დოდ, შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია.


ნიკა დავითაშვილი კიევში საქმიანი ვიზიტით ჩავიდა და სასტუმრო "ჰილტონში"­ დაბინავდა. ოჯახის წევრები და ახლობლები მას ტელეფონზე ვერ უკავშირდებოდნენ, საქმეში სამართალდამცავები ჩაერთვნენ და 2 დეკემბერს მისი ცხედარი ჭაში ჩაგდებული იპოვეს. როგორც კიევის პოლიციის თანამშრომელმა გვითხრა, დავითაშვილი "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომანქანით მას მერე გაიტაცეს, რაც სასტუმროდან გავიდა.­ მისივე თქმით, უკრაინელმა სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებულები - ორი ჩეჩენი და ორი რუსი მამაკაცი დააკავეს.


"დავითაშვილი, სავარაუდოდ, სწორედ ამ პირებმა ჩაცხრილეს მანქანაში. მანქანის­ სავარძელს ნატყვიარი ეტყობა. პირველ­ადი დათვალიერებით, ნიკა დავითაშვილი მძღოლის გვერდით იჯდა და მას მანქანის უკანა სავარძელზე მსხდომმა პირებმა­ ესროლეს. შემდეგ ცხედარი მანქანიდან გადაიტანეს და ქუჩაში, ღრმა ჭაში ჩააგდეს. სავარაუდოდ, ამ საქმეში მონაწილეებიდან­ ერთ-ერთს ის აუცილებლად იცნობდა. დანაშაული სამართალდამცავებმა ვიდეოკამერებით გახსნეს. ჩანაწერში კარგად ჩანს, სასტუმროდან გამოსული ნიკა დავითაშვილი როგორ უახლოვდება მამაკაცებს. რამდენიმე წუთს ესაუბრება, შემდეგ ჯდება მანქანაში და მიდიან. რაზე ესაუბრებოდა მამაკაცი დამნაშავეებს და რატომ გაჰყვა მათ, უცნობია. ერთი ვერსიით, ამ საქმეში ქართველების ხელი ურევია და არ არის გამორიცხული, დაკავებული ჩეჩნები მკვლელობის შემსრულებლები იყვნენ", - გვითხრა ჩვენმა წყარომ.


ჩვენი ინფორმაციით, ორი პირი დანაშაულს აღიარებს. მკვლელობა, სავარაუდოდ, ნიკას ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება. ერთი ვერსიით, დამნაშავეები მისთვის თანხის გამოძალვას ცდილობდნენ. პოლიციამ დამნაშავეები მაშინ დააკავა, როცა ქუჩაში მიტოვებულ იმ მანქანასთან დაბრუნდნენ, რითაც ახალგაზრდა გაიტაცეს.ნიკა დავითაშვილს საქართველოში დიდი ხანია სასმელების ბიზნესი ჰქონდა­. როგორც მისი ბიზნესპარტნიორები ამბობენ, კომპანიას სასმელები უკრაინაშიც გაჰქონდა და იქაც ჰყავდათ ბიზნესპარტნიორები.



რატომ მოკლეს ახალგაზრდა კაცი, იმედია, უკრაინელი სამართალდამცავები გამოიძიებენ და გაირკვევა, ვინ იყო ამ შემზარავი მკვლელობის შემკვეთი.


რა აკავშირებდა მოკლულ ბიზნესმენს დავით კეზერაშვილთან?!


2013 წელს საგამოძიებო სამსახურმა დავით კეზერაშვილს სპირტის კონტრაბანდის საქმეზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წაუყენა. კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, კეზერაშვილი წლების განმავლობაში მფარველობდა ნიკოლოზ დავითაშვილს და იოსებ იმნაძეს საქართველოში ეთილის სპირტის ისე შემოტანაში, რომ ის არ მოქცეულიყო დაბეგვრის რეჟიმში. გამოძიებისავე ინფორმაციით, ბიზნესმენები კეზერაშვილზე მისი დის ქმრის, მეირი ჯანაშვილის მეშვეობით გავიდნენ. გამოძიების ცნობით, დავითაშვილს და იმნაძეს სპირტი უკრაინიდან შემოჰქონდათ. უწყების ინფორმაციით, კეზერაშვილმა უკანონო შემოსავლის სახით საერთო ჯამში 12 334 683 დოლარი მიიღო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ბრალდებაში კეზერაშვილი სასამართლომ გაამართლა.


bpn.ge






სილქნეტი განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ
access_time2020-09-30 18:55:13
ბოლო პერიოდში, სილქნეტის აბონენტთა მომსახურების მიმართულების ყოფილთანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ ხდება სხვადასხვა არხებით მცდარი ინფორმაციის გავრცელება კომპანიასთან დაკავშირებით, თითქოს კომპანიაში მიმდინარეობს გაფიცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და შეცდომაში შეჰყავს მედია საშუალებები და საზოგადოება. კომპანიის აბონენტთა მომსახურების მიმართულება გამართულად მუშაობს და სრული დატვირთვით...

30 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

30 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-09-30 18:05:31
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 8 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს
access_time2020-09-30 16:00:57
საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტისთვის ინვესტორის შერჩევა წლის ბოლომდე დაიწყება. თითქმის, 1 მლნ დოლარით შემცირდა პროექტის საინვესტიციო ღირებულება და 5 მგვტ-იანი ელექტროსადგურის აშენებას ინვესტორი 3,5-4 მლნ დოლარად შეძლებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგური“ საგარეჯოში, სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და მისი წლიური გამომუშავება დაახლოებით, 7 მლნ კვტ/სთ...

COVID-19-ის რეგულაციების დარღვევისთვის საქმიანობა 5-ს შეუჩერდა,10 000 ლარით კი 100-მდე ობიექტი დაჯარიმდა - ბექა ფერაძე

COVID-19-ის რეგულაციების დარღვევისთვის საქმიანობა 5-ს შეუჩერდა,10 000 ლარით კი 100-მდე ობიექტი დაჯარიმდა - ბექა ფერაძე
access_time2020-09-30 15:00:44
შრომის ინსპექციამ, Covid 19-ის საპრევენციოდ არსებული პროტოკოლის დარღვევის გამო ჯარიმასთან ერთად საქმიანობა 5 ობიექტს შეუჩერა. ამასთან, ინსპექციამ 100-მდე ობიექტი 10 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსს“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განუცხადა. ბექა ფერაძე იმ კრიტიკულ შეუსაბამობებზე საუბრობს, რის გამოც, ინსპექციამ გაზრდილი მანდატის პირობებში, ობიექტის მიმართ ჯარიმის უმაღლესი ფორმა...

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2069 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3000 ლარი ღირს

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2069 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3000 ლარი ღირს
access_time2020-09-30 13:30:28
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2069 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2537 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2878 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2200 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა...


მსგავსი სიახლეები

up