რა აფერხებს საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას - არჩილ გაჩეჩილაძის მოსაზრება

რა აფერხებს საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას - არჩილ გაჩეჩილაძის მოსაზრება

access_time2019-03-31 23:15:09


საქართველოს ბანკის CEO-ს არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება მრავალ ფაქტორზე არის დამოკიდებული, მათ შორისაა ეკონომიკაში დანაზოგების წილის ზრდა, საპენსიო რეფორმა, რომელიც ბონდებსა და სხვა საფინანსო ინსტრუმენტებზე მოთხოვნის ზრდას შეუწყობენ ხელს. გაჩეჩილაძის თქმით, ამის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად საქართველოს ბაზრის სიმცირე რჩება. Forbes-ის კვირასთან ინტერვიუში გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ამ ბაზრის განვითარება ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს.


კაპიტალის ბაზრის განვითარება იმდენი სხვადასხვა დეტალის მომცველი თემა არის, რომ შეიძლება ცალკე გადაცემა ამას მივუძღვნათ და არ გავჩერდებით, ვინაიდან ბევრი დრო და ენერგია გვაქვს ჩადებული ამ კუთხით. ერთს ზოგადად ვიტყვი, საქართველოს ბაზრის მცირე ზომა დიდად შემზღუდველია. კაპიტალის ბაზრები როდესაც ვითარედა, ჯერ სახაზინო ვალდებულებების თემა ვითარდება, შემდეგ არის ობლიგაციების ბაზარი, განსაკუთრებით, ვინაიდან ობლიგაციების დაგირავების საშუალება მისცა ბაზრის მონაწილეებს სებ-მა რამოდენიმე წლის წინ, შესაბამისი რეიტინგის შემთხვევაში და ამ ყველაფრისთვის საჭირია რომ მოსახლეობას მეტი დაგროვილი თანხები ჰქონდეს. ამ კუთხითაც ზრდა არის ბოლო წლების განმავლობაში. საპენსიო რეფორმის შედეგად, მოლოდინი გვაქვს, რომ გაჩნდება ისეთი ტიპის ფონდები, რომლებსაც მოთხოვნა ექნებათ რომ თანხა განათავსონ არა მხოლოდ საბანკო დეპოზიტებზე, არამედ ობლიგაციებზე. მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს საფონდო ბირჟა გახდება დიდი მოთამაშე კაპიტალის ბაზრებზე, ამას დიდი ხანი დაჭირდება. ეს მარტივად არ ხდება. ვინაიდან ნებისმიერ სეფროს, ნებისმიერ ბაზარს, იქნება ეს საფონდო ბაზარი თუ საყოფაცხოვრებო პროდუქტების ბაზარი - მას დიდი ბრუნვა სჭირდება იმისთვის რომ ეს იქცეს საინტერესო წერტილად,- ამბობს გაჩეჩილაძე.


არჩილ გაჩეჩილაძემ საქართველოს ბანკის მიერ მოზიდულ $100-მილიონიან კაპიტალზეც ისაუბრა. 21 მარტს საქართველოს ბანკმა 5.25 წლიანი ვადიანობის ობლიგაციები გამოუშვა, რომლის განაკვეთიც 11.125%-ს შეადგენს. არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, ამ ინტრუმენტის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს საფინანსო სექტორის განვითარებასა და მისდამი ნდობის ზრდაზე მეტყველებს.



“$100 მილიონი დოლარი, რომელიც ახლახანს მოვიზიდეთ არის ჰიბრიდული კაპიტალი. ორი სიტყვით ავხსნი რას ნიშნავს ეს სიახლე, ეს არის ჩვეულებრივი ობლიგაცია, სესხი, თუმცა რთულ ვითარებაში იქცევა როგორც კაპიტალი. ამ ობლიგაციას ჩვეულებრივ ვემსახურებით, თუმცა თუ ბანკის კაპიტალის დონე მოთხოვნილთან ახლოს მივიდა, მისი მომსახურება წყდება და ეს ინვესტორებისთვის მისაღებია. რაღაც დონეზე ქვემოთ თუ ჩამოვიდა კაპიტალის დონე, საერთოდ ქრება ეს ვალდებულება. collapse-ს ეძახიან მას, ანუ 5.1%-ზე ქვემოთ თუ ჩამოვიდა ძირითადი კაპიტალის მაჩვენებელი ის საერთოდ ქრება. ეს საფინანსო ინსტრუმენტი ერთის მხრივ თითქოს ობლიგაციაა, მეორე მხრივ ეს არის დაზღვევა უბედურების შემთხვევაში. ასეთი ტიპის ინსტრუმენტები შედარებით ახალია საერთოდ მსოფლიო ბაზრებისთვის, ის შემოვიდა ბაზელ სამთან ერთად. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ასეთი ტიპის ინსტრუმენტზე მოთხოვნა არის, მოლოდინი იმისა, რომ რაღაც საშინელება მოხდება არ არის.

დადებითი ის არის რომ 11.5% როდესაც გამოვაცხადეთ, იმდენად დიდი იყო ინტერესი, რომ განაკვეთი 11.1%-მდე შემცირდა. სადღაც $200 მილიონი დოლარი იყო მოთხოვნა, მაშინ როდესაც $100 მილიონი ლარი გვინდოდა განგვეთავსებინა. ბევრი გვეუბნეობდა რატომ მეტი არა? - ამასაც თავის ლიმიტები აქვს, $100 მილიონი ოდნავ აჭარბებს იმ ლიმიტს რაც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ ასე ვთქვათ გამოვუშვით. ეს არის უდიდესი ნდობის გამოცხადება როგორც საქართველოს ეკონომიკის მიმართ, ისე, საქართველოს საბანკო სექტორს მიმართ. ვინაიდან მართლაც გამორჩეულად სტაბილური საბანკო და კარგად კაპიტალიზირებული საბანკო სექტორი გვაქვს მთელ რეგიონში,”- ამბობს გაჩეჩილაძე.



bmg.ge





მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up