ქვრივიშვილი: ე.წ. ტურისტულ ემბარგოს პირველადი შედეგი ივლისის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი

ქვრივიშვილი: ე.წ. ტურისტულ ემბარგოს პირველადი შედეგი ივლისის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი

access_time2019-07-29 17:50:09

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ე.წ. რუსული ტურისტული ემბარგოს შემდეგ სიტუაციის მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და საბოლოო რიცხვები თვის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი, რაც სრული სიტუაციის ანალიზის საშუალებას მოგვცემს.


"ჩვენ მუდმივად კომუნიკაციაში ვართ კერძო სექტორთან და თვალს ვადევნებთ რეგიონებში არსებულ სიტუაციას. პირველადი შოკი, ბუნებრივია, საკმაოდ მძიმე იყო, გაუქმდა ჯავშნების 70%-80%. ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს სტატისტიკური ნაწილის მონიტორინგი. ხელშესახები ანალიზი უფრო თვის ბოლოს იქნება, როდესაც ჩაიხურება რიცხვები და შევძლებთ სიტუაციის შეფასებას", - განაცხადა ქვრივიშვილმა.


რაც შეეხება ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმავს, მარიამ ქვირვიშვილის თქმით, სხვადასხვა ქვეყნებში მარკეტინგული კამპანია აქტიურ ფაზაშია შესული და ამ კუთხით მუშაობა უკვე მიმდინარეობს.



„მარკეტინგული აქტივობები მიმდინარეობს ევროკავშირის, ბალტიისპირეთის, სპარსეთის ყურის ქვეყნებში. მოხარულები ვართ, რომ კერძო სექტორისგან უკვე გვაქვს უკუკავშირი. მაგალითად, გაზრდილია განსაკუთრებით გერმანიიდან ტურისტების ნაკადი; ასევე ჩამოგვყავს ძალიან ბევრი სტუმარი, ჟურნალისტი, რომლებიც საქართველოს პროდუქტს ეცნობა და შემდგომში ჩვენ ამას ვკითხულობთ და ვამაყობთ სტატიებით. ეს არის სამუშაო პროცესი, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ზარალის შესამცირებლად", - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.


bmg





აკაკი ზოიძე „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს

 აკაკი ზოიძე „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს
access_time2019-11-22 18:15:11
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ან პლებისციტი უნდა ჩატარდეს. როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ მან მიმართა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს, რომ მიიღონ ზომები რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩასატარებლად. „ვხედავ, მესმის, ვგრძნობ მრავალი ადამიანის სამართლიან პროტესტს, გულისწყრომას და იმედგაცრუებას პარლამენტის მიერ 2020 წელზე პროპორციულ...

რა რისკებს შეიცავს უკრაინაში ინვესტიციის განხორციელება

რა რისკებს შეიცავს უკრაინაში ინვესტიციის განხორციელება
access_time2019-11-22 20:25:43
უცხოელი ინვესტორები, რომლებიც ფინანსებს ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან განვითარებად სავაჭრო ბაზრებში აბანდებენ, Bloomberg-ის ინფორმაციით შესაძლოა საფრთხეში აღმოჩნდენ. განვითარებადი მეორადი ბაზარი ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ადგილობრივი აქტივების შემსყიდველებმა შესაძლოა ვერ გაყიდონ საკუთარი აქტივები, თუკი გლობალური რისკის შეგრძნება შემცირდება. თუნდაც მათ იპოვონ მყიდველი ობლიგაციებისთვის , სავალუტო ბაზრის მერყეობა,  შესაძლოა მათ მომავალ დანაკარგებს მოასწავებდეს რაც გრივნის...

კვიპროსი ბინძურ ფულზე უარს ამბობს

კვიპროსი  ბინძურ ფულზე უარს ამბობს
access_time2019-11-22 19:30:21
ოფიციალური სტატისტიკით, კვიპროსის დედაქალაქ ლიმასოლში, რომლის მოსახლეობაც 100 000 ადამიანს შეადგენს, ჯერ კიდევ 2012 წელს 4500-ზე მეტი რუსი ცხოვრობდა, ხოლო ექსპერტების შეფასებით, დღეს, 2019 წელს, რუსები ლიმასოლის მოსახლეობის 8-11%-ს შეადგენენ. მათ იქ იზიდავს თბილი კლიმატი, ზღვა, გემრიელი სამზარეულო და მარტივი საიმიგრაციო სისტემა - 300 000 ევროს ღირებულების უძრავი...

ბელგიაში, ქურდობაზე დაკავებული ქართველი, სასამართლომ გამოუშვა, ჯანდაცვის სამინისტროს კი მისი შვილის მკურნალობა დაავალა

ბელგიაში, ქურდობაზე დაკავებული ქართველი, სასამართლომ გამოუშვა, ჯანდაცვის სამინისტროს კი მისი შვილის მკურნალობა დაავალა
access_time2019-11-22 16:30:08
სასამართლო პროცესის შესახებ ბელგიაში, ქართველი ემიგრანტი, “ემიგრანტთა სახლის” ხელმძღვანელი ანა ბალამწარაშვილი ინფორმაციას  სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ ავრცელებს.   „დღეს სასამართლო პროცესზე ბელგიის სამეფოში, ტონგერენში ბრალდებული ქართველია, 45 წლის თმაშევერცხლილი მამაკაცი. მოსამართლე: -ბატონო მირზა, რატომ ჩამოხვედით ბელგიაში, ვინ ხართ და რა გინდათ? რატომ მოიპარეთ ბოთლები და სიგარეტები? ასე ხომ ციხეში...

კობა გვენეტაძე მთავრობის და ბიზნესის კრიტიკას პასუხობს

კობა გვენეტაძე მთავრობის და ბიზნესის კრიტიკას პასუხობს
access_time2019-11-22 14:58:24
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ გვენეტაძემ ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკას “ მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკის პასუხად განუცხადა. გვენეტაძის თქმით, ის თანამდებობიდან გამომდინარე არ აპირებს პოლიტიკური შინაარსის ბრალდებებს უპასუხოს და აცხადებს, რომ ლარის სტაბილურობას ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: მათ შორის საგარეო შოკები და მოლოდინები, პროცესებზე პასუხისმგებელი...


მსგავსი სიახლეები

up