ქვეყნის ყველაზე მაღალანაზღაურებად მენეჯერს აუდიტის სამსახური არაკვალიფიციურობას ედავება

ქვეყნის ყველაზე მაღალანაზღაურებად მენეჯერს აუდიტის სამსახური არაკვალიფიციურობას ედავება

access_time2019-10-05 20:47:55

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გუშინ სახელმწიფო ელექტროსისტემის შესაბამისობის აუდიტის დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც საუბარია უწყების მიერ გაწეულ არაგონივრულ ხარჯებზე.

ელექტროსისტემა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოა. კომპანიას ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები ეკუთვნის, რომლის ჯამური აქტივების ღირებულება 1 მილიარდ ლარს შეადგენს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანიამ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა, თუმცა აღნიშნულ პერიოდში, მისი ადმინისტრაციული ხარჯები ხშირად არაგონივრული იყო.

აუდიტი დაუსაბუთებლად მიიჩნევს  2014-2017 წლებში ელექტროსისტემის მიერ 12 მლნ ლარზე მეტი პრემიის გაცემას.

მათივე დასკვნის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ საანგარიშო პერიოდში სატელეფონო როუმინგზე 156,738 ლარი დახარჯა. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის CEO-ს ანაზღაურება ყოველწლიურად 10%-ით იზრდებოდა. აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ ორგანიზაცია ხელფასებს იმაზე მაღალი ტემპით ზრდიდა, ვიდრე მისი შემოსავლები იზრდებოდა. 2017 წელს კი, მისმა ანაზღაურებამ 252,481 ლარი შეადგინა. ამ პერიოდში ელექტროსისტემას სულხან ზუმბურიძე ხელმძღვანელობდა.

სულხან ზუმბურიძე, რომელიც დღეს უკვე ელექტროსისტემის ხელმძღვანელის პოსტს აღარ იკავებს, აუდიტის დასკვნაში მოცემულ ინფორმაციას არ ეთანხმება.

„ეს არის აუდიტის სამსახურის ხედვა, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით. მე არ ვეთახმებოდი მაშინ და ამაზე პასუხი გავეცით. ეს რომ ერთის მხრივ ზარალიანია და მეორეს მხრივ პრემია გაიცა, არ იყო მართებული. თუ ჩათვლის რომელიმე სამსახური, რომ საჭიროა ამ საკითხებზე რეაგირება, გააკეთებს რეაგირებას და მერე იმ ფორმატში მოხდება პასუხების გაცემა“-განუცხადა რუსთავი 2-ს ზუმბურიძემ.

აუდიტის დასკვანსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს სახელმწიფო ელექტროსისტემაშიც.

„ამჟამად კომპანიას მართავს ახალი მმართველი გუნდი, რომელიც დეტალურად ეცნობა აუდიტის შედეგებს. რაც შეეხება ზარალს, ამ წლების განმავლობაში ზარალი განპირობებული იყო კურსთაშორის სხვაობით მიღებული ხარჯებით,ხოლო პრემია იყო გათვალისიწნებული რეაბილიტაციის გეგმით. შესაბამისად დაკავშირებული იყო რეაბილიტაციის ამოცანებთან“-აცხადებს მიხეილ ლიკლიკაძე, ელექტროსისტემის ადამიანური რესურსებისა და კომუნიკაციების უფროსი.


BMG





Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე
access_time2020-01-19 21:00:10
  რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, ამერიკელმა მსახიობმა მეგან მაკრლმა განაცხადეს, რომ  მათ სურთ ფინანსური დამოუკიდებლობა.   თუ გავითვალისწინებთ, რომ პრინცმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს ტიტულზე, ამ პროცესს აქვს ორი მხარე   - ერთია, რომ უკვე ყოფილ პრინცს მკვეთრად შეუმცირდება დაფინანსება ოჯახიდან, მეორე კი - ამჟამად მას უკვე აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უფლება.   რას აირჩევენ ჰარი და...

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი
access_time2020-01-19 18:00:38
დედამიწა იწვის - პირდაპირი გაგებით. ავსტრალიაში, ამაზონიაში, კამბოჯაში ასობით ათასი ჰექტარი ტყეები გახვეულია ცეცხლში, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას, ფლორის განადგურებას, და ფაუნის გადაშენებას.   ეს დრამატული მოვლენები  - მხოლოდ უმნიშვნელო მინიშნებაა იმაზე, თუ რა ელის კაცობრიობას დამთბარ მსოფლიოში. 14 იანვარს გამოქვეყნებული ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, კლიმატი სწრაფად იცვლება თითქმის ყველგან, რაც ზრდის ხანძრების...

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის
access_time2020-01-19 11:00:31
ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს.   როგორც Guardian -ი წერს, ნიდერლანდელი ახალაგზრდები სულ უფროდაუფრო მეტ სესხს იღებენ და ეს ევროპაში ერთგვარი ტრენდი გახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებულები საგანმანათლებლო კურსების დამთავრებაა.   პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებთან ვალების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს...

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია
access_time2020-01-18 21:00:59
მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.   „დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე...

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“ - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“  - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს
access_time2020-01-19 16:00:49
სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა, 2018 წელი ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2018 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან...


მსგავსი სიახლეები

up