ბანკების მონოპოლია, მცირე ბაზარი,შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობა- რატომ არ აქვს ქვეყანას კაპიტალის ბაზარი?

ბანკების მონოპოლია, მცირე ბაზარი,შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობა- რატომ არ აქვს ქვეყანას კაპიტალის ბაზარი?

access_time2020-06-08 10:00:48

საქართველოს კაპიტალის ბაზრის სტრატეგიაზე მრავალწლიანი საუბრებისა და განხილვის შემდგომ, ბოლო პერიოდია გარკვეული ძვრები შეინიშნება. ერთის მხრივ ამერიკიდან საქართველოში წარგზავნილი სპეციალური მრჩეველი, რომელიც ეროვნულ ბანკთან ითანამშრომლებს, მეორეს მხრივ კი —  კანონმდებლობის შექმნა საინვესტიციო ფონდების შესახებ.  


კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2016 წელს შეიქმნა. შექმნიდან დღემდე მიმდინარეობდა განხილვა შესაბამისი კანონმდებლობის დანერგვაზე. ხოლო რამდენიმე დღის წინ, ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტში საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონი წარადგინა, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.


კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიაში კერძო და საჯარო სექტორებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ევროპელ ბიზნესმენთა ასოციაცია. „კომერსანტი“ დაინტერესდა უცხოელი და ადგილობრივი ინვეტორების პოზიციით საქართველოს კაპიტალის ბაზრის მომავალზე. რა ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ უცხოელ და ადგილობრივ ბიზნესმენებს კომერციული ბანკების გარდა ალტერნატიულ რესურსებზე ჰქონდეთ წვდომა? რა შემაფერხებელი ფაქტორები არსებობს ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის და როგორ უნდა გაუწიოს კავკასიის რეგიონში მდებარე მცირე ბაზრის მქონე ქვეყანამ კონკურენცია ისეთ მიმზიდველ ქვეყნებს, როგორიცაა ლუქსემბურგი?


ევროპული ბიზნეს ასოციაციის გენერალური დირექტორის მოადგილე მარიამ ქუჩულორიამ „კომერსანტთან“ განმარტა, სამი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი იმისა, თუ რატომ ვერ ხდება ბიზნესისთვის რესუსრების მიღების ალტერნატივების დივერსიფიცირება, ანუ რატომ არ აქვს ქვეყანას კაპიტალის ბაზარი. ესენია, ბანკების მონოპოლია, მცირე ბაზარი და შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობა, რომელიც ინვესტორს დაიცავს და წაახალისებს.  


„სერიოზული პრობლემაა ის, რომ კომპანიების ფინანსური წვდომა მხოლოდ კომერციული ბანკებით შემოიფარგლება. რესურსების ალტერნატიული საშუალება ბიზნესისთვის ჰაერივით აუცილებელია, განსაკუთრებით დღეს. კომპანიის მენეჯმენტის ვალდებულებაცაა, რომ კომპანიის კაპიტალი გაზარდოს და ჰქონდეს დივერიფიცირებული და იაფი კაპიტალი. კაპიტალის ბაზრის განსავითარებლად შესაბამისი ხელშემწყობი კანონმდებლობა არ გვაქვს, რომელიც ერთი მხრივ ინვესტორებს დაიცავს და მეორეს მხრივ, წაახალისებს ბაზრის მონაწილეებს.



მეორე პრობლემა ისაა, რომ ბანკები ძირითადი მოთამაშეები არიან, ეს კი კაპიტალის მიღების სხვა ალტერნატივებს ახშობს ბიზნესისთვის. მესამე პრობლემაა ის, რომ საქართველო არის მცირე ბაზარი, ის ვერ იზიდავს დიდ ინსტიტუციურ ინვესტორებს. ბაზრის სიმცირიდან გამომდინარე, მათ არ აინტერესებთ საქართველო.  თუ ჩვენ გვინდა, რომ განვავითაროით კაპიტალის ბაზარი, ყველა ამ პრობლემის შესაბამისი ზომები უნდა მივიღოთ. ქვეყნის შიგნით კომპანიებს არც შესაბამისი საინვესტიციო კულტურა აქვთ და არც რესურსი. მსხვილი ინვესტორი დაინტერესდება ძირითადად რეგიონულ ჭრილში. მაგრამ რეგიონშიც რომ გახდე კონკურენტუნარიანი ქვეყანა, ამის ყველა შესაძლებლობა გვაქვს - ესენია Doing Busines-ის კარგი რეიტინგი,  დაბალი გადასახადები. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რათა მსოფლიოში დიდ კონკურენციას გავუძლოთ. მაგალითად, ლუქსემბურგი ძალიან კარგი საინვესტიციო ქვეყანაა, აქვს ინვესტორის დაცვის გაძლიერებული მექანიზები, ძალიან კარგი დაბეგვრის სისტემა და ყველანაირი სიმარტივე უცხოელი ინვესტორის დაინტერესებისთვის.


კერძო სექტორის მონაწილეები უნდა გაძლიერდნენ,  დაბეგვრის სისტემები უნდა იყოს ძალიან მარტივი და მოიზიდოს ძლიერი ინვესტორები საქართველოში.  ის კომპონენეტები რაც საქართველოს ამ ეტაპზე აქვს არ არის საკმარისი და მეტი მხარდამჭერი ღონისძიებები სჭირდება ამ გეგმას სახელმწიფოსგან. ფანტასტიური გარემო უნდა შეუქმნა ინვესტორებს,  ამ შემთხვევაში კაპიტალის ბაზრის განვითარება უკვე რეალური შესაძლებლობაა,“- განმარტავს მარიამ ქუჩულორია.


ვინ უნდა იყოს საქართველო კაპიტალის ბაზრის მარეგულირებელი, ეროვნული ბანკი, თუ დამოუკიდებელი კომისია? კაპიტალის ბაზარი რისკებთანაა დაკავშირებული, ხოლო ეროვნულ ბანკს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა ევალება, რამდენად თავსებადია ასეთი ფუნქცია მოვალეობები ეროვნული ბანკისთვის?  როგორც ევროპულ ბიზნეს ასოციაციაში განმარტავენ, ეკონომიკის სამინისტროს მიერ შექმნილ დოკუმენტში მარეგულირებლად ეროვნული ბანკია წარმოდგენილი, თუმცა საკითხს საჯარო და კერძო სექტორში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.


„კაპიტალის ბაზართან დაკავშირებული კანონის განხილვაზე გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. ძირითადი კითხვა უკავშირდებოდა მარეგულირებლის ფუნქციებს.  ეროვნული ბანკის რეგულირების როლი ამ კუთხით კითხვის ნიშნებს ბადებს. როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის ფუნქციაა იყოს ფინანსური სტაბილურობის გარანტი, ამასთან კაპიტალის ბაზარი უნდა განავითაროს, რომელიც ძირითადად რისკებთანაა დაკავშირებული. ამ ბაზრის განვითარებას სჭირდება ეროვნული ბანკი თუ  დამოუკიდებელი მარეგულირებელი ? - ზოგი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი მარეგულირებელი არ სჭირდება ამ ბაზარს, ზოგი კი-  პირიქით. თუმცა, იმდენი ღონისძიება უნდა განხორციელდეს ამ მიზნის მისაღწევად, რომ  როცა ეს კანონი ძალაში შევა,  ვერაფერს უშველის, თუ არ მოხდა მისი ცხოვრებაში გატარება და ინვესტორების დაინტერესება,“-  აღნიშნავს ევსოპის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.  


როგორც ამერიკის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე მაიკლ ქაუგილმა ცოტა ხნის წინ კომერსანტს განუცხადა, საქართველოს კაპიტალის ბაზრის სტრატეგიის მხარდასაჭერად ამერიკიდან შემოდგომის დასაწყისში სპეციალური მრჩეველი ესტუმრება და ეროვნულ ბანკთან ითანამშრომლებს. 


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up