"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და წერს, რომ ქვეყნის საგარეო ფრონტი კარასინს მიჰყავს.
"ჩვენი ქვეყნის საგარეო ფრონტი კარასინს მიჰყავს, საშინაო პოღოსას და სერიოჟა ტბილისკის.. ამ რეალობაში ვცხოვრობთ და უნდა შევცვალოთ", - წერს ხატია დეკანოიძე.
აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა 20 ივნისის მოვლენები და საპროტესტო აქციები იყო. მოსკოვმა ამ დემონსტრაციებს "ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ანტირუსული პოვოკაცია" უწოდა.
ლავროვის უწყება აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის ფრენების აღდგენის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა საქართველოში ანტირუსული მანიფესტაციების შეწყვეტაა.
ამის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი ქართული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავარი არხი