ქვეყნის პირველი პირი რაღაცას ბოდიალობს - გახარია ღარიბაშვილის ბრალდებებს პასუხობს

ქვეყნის პირველი პირი რაღაცას ბოდიალობს - გახარია ღარიბაშვილის ბრალდებებს პასუხობს

access_time2021-09-18 17:38:47

"შეშინებული, ფანტაზიაზე გადასული ქვეყნის პირველი პირი რაღაცას ბოდიალობს," - ასე პასუხობს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმი, გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ, შესაძლოა, გახარიას პარტია არჩევნების შემდეგ პარლამენტიდან გავიდეს და დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად „დესტრუქციულ ქმედებაში“ მიიღოს მონაწილეობა.

გიორგი გახარია აცხადებს, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ღარიბაშვილის მიერ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შეფასება და ამტკიცებს, რომ მმართველ გუნდს არჩევნებში დამარცხების ეშინია.

„ის ასე საუბრობს პოლიციელებზე - ადამიანებზე, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტებს იცავენ. ის გაჭედილია, რადგან ვერ გაუგია, ორი დღის წინ ფეხებს აბაკუნებდა, რომ თურმე, არჩევნების შემდეგ ჩვენ ყველას დავსჯითო. სრული გაუგებრობაა. უბრალოდ, რასაც მე ვუყურებ, ეს ყველაფერი სახიფათოა, ამიტომ ყველამ წყნარად, მშვიდად უნდა გავაკეთოთ არჩევანი. ამ ბოდვებს მარტივი მიზეზი აქვს - ეს შიშის გამო ხდება. ისინი ხედავენ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ რეიტინგი ყოველდღიურად იზრდება, ხოლო მათი მცირდება. ეს პანიკა და არაადეკვატურად ქცევაა. ამას რეაქტიული ქმედება ჰქვია. სხვა დიაგნოზიც ჰქვია, მაგრამ ამჯერად ასე დავახასიათებ. ჩვენი გრაფიკიდან მაინც ვერ ამოგვაგდებენ. მე მაქვს ჩემი გეგმა და მას გავაგრძელებ. ვინმეს თუ ჰგონია, რომ სკვერს გააკეთებს, ფასადს შეღებავს და მერე მის სახელს მსხვილი ასოებით აბრად მიაკრავს, ეს ასე არ არის. ქვეყნის მუშაობა ცოტა სხვა რამეა - დასაქმება, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და რაც მთავარია - სამართლიანობის შეგრძნება და პირველადი საბაზისო ინფრასტრუქტურა ყველა ქალაქში თანაბრად უნდა იყოს გაკეთებული. მთავარი არის ეს - ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სამართლიანობის შეგრძნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up