თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - გვეშველება რამე? - ქვეყნის მოსახლეობის ერთი ნახევარი კისერზე  აზის მეორეს და მუდმივად წუწუნებს

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - გვეშველება რამე? - ქვეყნის მოსახლეობის ერთი ნახევარი კისერზე აზის მეორეს და მუდმივად წუწუნებს

access_time2018-12-12 20:00:00


საქართველოში ძალიან უყვართ ერთი, უკვე ჩვევად ქცეული რიტორიკული შეკითხვა - „გვეშველება რამე“?  პასუხიც ცნობილია - ღმერთმა იცის, თუმცა, სავარაუდოდ, არა.


რატომ ცხოვრობს მოსახლეობის დიდი ნაწილი ასე ცუდად? გვეშველება  თუ არა რამე - ხშირად შეგვიძლია მოვისმინოთ უფრო ვრცელი პასუხები ვიდრე „ღმერთმა იცის“, თუმცა არც ამ შემთხვევაში გვაქვს განსაკუთრებული მრავალფეროვნება - დამნაშავეთა სია წინასწარ ცნობილია - გაუმაძღარი ბიზნესმენები, სისხლისმსმელი ბანკირები და, რა თქმა უნდა, კორუმპირებული ჩინოვნიკები და არაკომპეტენტური მთავრობა.


ისინი ერთიანად აკეთებენ თავიანთ შავ საქმეს და მათი მთავარი მიზანია - როგორმე, კეთილ, კანონმორჩილ და უსაზღვროდ შრომისმოყვარე ქართველ ერს, რაც შეიძლება სწრაფად ამოხდეს სული. მერე ჩამოასახლებენ თურქებს, სპარსებს, არაბებს, სომხებს და ყველაფერი იქნება ისე, როგორც სურთ.


ეს ყველაფერი მშვენიერი, თუმცა ამ ყველაფერს რეალობასთან  მინიმალური შეხება აქვს.


გინდათ იცოდეთ რატომ ვცხოვრობთ ცუდად და რატომ არ  გვეშველება არაფერი? გაგიზიარებთ ერთ შესანიშნავ ამბავს, რომელიც  რამდენიმე დღის წინ მოვისმინე.


ოთხმა ქართველმა გაყიდა უძრავ-მოძრავი ქონება, დაიდო ვალები და გავარდა გერმანიაში უკეთესი ცხოვრების ძიებაში. იქ ძალიან გაუმართლათ - იწვალეს რამდენიმე თვე და მოძებნეს კარგი სამუშაო - ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო ბრენდის ქარხანაში.


იმუშავეს რამდენიმე თვე, იშოვეს რამდენიმე ათას ევრო, მერე კი... მერე კი, ღორებით დათვრნენ, ატეხეს ჩხუბი საერთო საცხოვრებელში, რის შემდეგაც დარჩნენ უმუშევრები. ყველაზე საწყენია ისაა, რომ იჩხუბეს ერთმანეთში - ერთმა იდიოტმა რაღაცა წამოაყრანტალა, მეორემ უპასუხა - და წავიდა...


მათ შეეძლოთ აეწყოთ ნორმალური, ადამიანური ცხოვრება, თუმცა როგორც იტყვიან, ჯიშს ვერ გაექცევი. სადაც დაიბადე და გაიზარდე - ის ხარ, გინდა ხარაგაულში, გინდა ბერლინში. დღეს ეს ამხანაგები ძალიან ცუდად ცხოვრობენ და ვინაა ამაში დამნაშავე? ალბათ მიშა. ან სისხლისმსმელი ბანკირები.


აი პირველი მიზეზი, რომლის გამოც ვცხოვრობთ ცუდად და არაფერი გვეშველება - ტრადიციული, მამა-პაპური ქართველების უმეტესობა - პატარა ბავშვია. პასპორტის მიხედვით შეიძლება იყვნენ 50 წლის, თუმცა, თავში უდევთ 15 წლის თავნება მოზარდის ტვინი - ცხოვრებისადმი შესაბამისი მიდგომით.


რომ არა ეს წარმოუდგენელი, ბავშვური უპასუხისმგებლობა და ინფანტილიზმი - აბა საიდან ამდენი ვალები, გაუბედურებული ოჯახები, რომელთა ცხოვრება გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო?


რა ვქნათ, როდესაც ადამიანი კარგავს ბინას იმის გამო, რომ ვერ დაფარა სმარტფონის შესაძენად აღებული სესხი?


თანავუგრძნობთ, მასთან ერთად ვწუწუნებთ, ვწყევლით ბედს და ყველაფერი კაციჭამია ბანკირებს დავაბრალოთ?


 „უბრალო ადამიანისთვის მაინც არაფერი იცვლება“  - ქართული პლებსის საყვარელი ციტატა..



თუმცა, ჩემი ნება რომ იყოს - პირიქით - იმასაც ჩამოვართმევდი, რაც დარჩათ...


სხვათა შორის, იცით, რომ საქართველოში აზარტულ თამაშებზე იხარჯება უფრო მეტი, ვიდრე კვებაზე?  10 უმსხვილეს ქართულ კომპანიას შორის 3 - სწორედ ამ პარაზიტული ბიზნესიდანაა? წარმოიდგინეთ, რამდენად ნაკლებად ცუდად ვიცხოვრებდით და რამდენად უფრო მეტად გვეშველებოდა, რეალ-ბარსელონაზე გადაყრილი ფული რომ დაეხარჯათ რამე ხეირიანში?


ათასობით ოჯახი გაკოტრდა სწრაფი მოგების მოლოდინში, რომელიც, როგორც წესი, სრულდება დიდი დამარცხებით... მე მყავს ნაცნობი, რომელმაც ითამაშა ე.წ. „მაზავშიკებთან“ და  10 000 დოლარი წააგო - ვალად. გავიდა უკვე 10 წელი, მაგრამ იმ ოჯახმა ეს ვალი ჯერაც ვერ დაფარა, იმის მიუხედავად, რომ მთელი შემოსავალი იქ მიდის.


დღეს ისინი ცხოვრობენ ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდად და, სავარაუდოდ, მათაც არაფერი ეშველებათ.  ალბათ მამაძაღლმა ბანკირებმა, ვანო მერაბიშვილის თამადობით, აიძულეს 25 წლის ვირი, რომ ეთამაშა 10 000 დოლარზე, რომელიც არც კი ჰქონდა...


კიდევ ერთი - უმუშევრობის შესახებ. იცით თუ არა, რას მიიჩნევს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად ქართული ბიზნესი? კადრების დეფიციტს. სანამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ვითომ ეძებს სამუშაოს, კომპანიები ვერ პოულობენ თანამშრომლებს, რომლებსაც რაღაცის კეთება მაინც შეუძლიათ. რომლებიც შეძლებენ კვირაში 5 დღე დილის 9 საათზე სამსახურში მოსვლას და არ მოიპარავენ არაფერს, პირველი ერთი თვე მაინც.


მაღალი შეფასებების მიუხედავად საერთაშორისო რეიტინგებში იცით რატომ ვერ ვხედავთ ინვესტორების რიგებს - ისეთებს, როგორსაც ნახავთ თუნდაც ვიეტნამში ან კამბოჯაში?


იმიტომ, რომ კვალიფიცირებული თანამშრომლის მოძიება - პრობლემაა. ისეთი თანამშრომლის მოძიება, რომელიც არ ხლართავს ინტრიგებს და არ მოითხოვს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას - ესეც პრობლემაა.


მოვიდნენ ინვესტორები ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ დარგში - ენერგეტიკაში. დახარჯეს ფული, დაიწყეს მუშაოდა და იმ წუთშივე გამოჩნდნენ ადგილობრივი პარაზიტები - ზოგი ჰაერში ისვრის, ზოგი ყვირის - „წაეთრიეთ სახლში, უჯიშოებო“, ზოგი არ ატარებს სამშენებლო ტექნიკას და კეტავს გზებს...


ინვესტორები კარგავენ მილიონებს და საბოლოო ჯამში გარბიან. სტატისტიკა გვიჩვენებს ენერგეტიკაში ინვესტიციების მკვეთრ შემცირებას... ადგილობრივი მოსახლეობა ბედნიერია, თუმცა ცხოვრობს ძალიან, ძალიან ცუდად და ასე იცხოვრებს ყოველთვის. იმიტომ რომ სხვა არ დაიმსახურა.


მალე ეს სოფლები დაიცლება თავისთავად, იქაურები კი  თავს ამოყოფენ თბილისის მეტროს სადგურებთან - ვაშლით და ბანანებით ხელში. საბოლოოდ კი - არც სოფლები შეგვრჩება და არ ჰესები...


რაო, რაო? რომელ ადგილზე ვართ ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში? ხო, აბა რა...


კიდევ ერთი - სოფლის მეურნეობად წოდებული გაუგებრობა. მსოფლიო მასშტაბის სირცხვილი. ფაქტობრივად, დღეს ქართული სოფელი ცხოვრობს მე-19 საუკუნეში, მოსახლეობის 50% დაკავებულია ამ დარგში და ქმნის მშპ-ს მხოლოდ 8-9%-ს, კვების პროდუქტების 70% - იმპორტულია,  სახნავ-სათესი მიწების 800 000 ჰექტრიდან 550 000 - დაუმუშავებელია. სამარცხვინო ვითარებაა.


და რა ხდება ამ დროს ინვესტორების მხრივ? ინვესტორები გარბიან - ზოგს მუდმივად უწევს მთვრალ გლეხებთან ჩხუბი და საქმის გარჩევა, ზოგს დაუზიანეს ძვირადღირებული აღჭურვილობა,  ზოგს  უშლიან ხელს მუშაობაში დაუსრულებელი საპროტესტო აქციებით.


საბოლოოდ კი, სოფლის მოსახლეობა ცხოვრობს ძალიან, ძალიან ცუდად და იცხოვრებს ასე აწ და მარადისას და უკუნითი უკუნისამდე... ვინაიდან ღმერთმა არ მოსცა მათ გონება... მხოლოდ ინსტინქტები, ისიც, ყველაზე ბნელი.


ეს ყველაფერი არ არის ცალკეული შემთხვევები, ან რაღაც ანომალია - ეს არის დაახლოებით ქვეყნის მოსახლეობის ნახევარის ტიპური ცხოვრების წესი. მეორე ნახევარი - მშრომელი და კრეატიული, რომელიც არ წუწუნებს ცუდი ცხოვრების გამო - ცდილობს რამე გააკეთოს.


აი ასე ვცხოვრობთ - ერთი ნახევარი ცდილობს რამე გააკეთოს, მეორე ნახევარი - ცდილობს ყველაფრის გაფუჭებას.


ორი სიტყვა ბიზნესის შესახებ. რაც ერია - ისაა ბიზნესიც. აბა, დაუკვირდით - ბიზნესის რომელი სახეობა უყვართ ყველაზე მეტად მამა-პაპურ, ტრადიციულ ქართველებს? საღორედ ქცეული ბაზრობები და პარკინგები.


იმიტომ, რომ არც ერთი არ მოითხოვს შრომას - ბაზრობებზე პირუტყვების მდგომარეობამდე დაყვანილი მოვაჭრეები ყიდიან თავიანთ „ტავარს“ - შენ კი  -  უდარდელად კრეფ ფულს. კიდევ უკეთესია - პარკინგები  - ტალახი და ხრეში ასფალტის ნაცვლად, თუმცა, გამჩერებელი არ აკლიათ - სხვა რა გზა აქვთ...


ხო, კიდევ ძალიან უყვართ იმპორტი - მარტივი, ერთხელ აწყობილ სქემაზე მომუშავე ბიზნესი, რომელიც არ მოითხოვს განსაკუთრებულ ორგანიზებულობას, შრომისუნარიანობას და ფანტაზიას - „ტავარი“ მოდის, ფული წვეთავს, ხო და რა გინდათ მეტი?


არავითარი ფანტაზია, ჯანმრთელი ამბიციები, წინსვლის და განახლების სურვილი. ჭრიან იოლ ფულს, ზოგჯერ ესვრიან ერთმანეთს ავტომატებიდან, როგორც შესანიშნავ 90-ანებში და მორჩა... არანაირი ზედმეტი აზრები...


გინდათ გითხრათ როდის გვეშველება? ამისთვის არაა საკმარისი მთავრობის, თუნდაც კორუმპირებულის და არაკომპეტენტურის - შეცვლა. ამისთვის ერთ-ერთმა მხარემ უნდა გაიმარჯვოს. ან იმარჯვებს მოსახლეობის ნორმალური ნახევარი და ქვეყანა ნელ-ნელა წავა წინ, ან მეორე - და საქართველო საბოლოოდ და ოფიციალურად იქცევა შავ ხვრელად  - ერთხელ და სამუდამოდ - გადარჩენის შანსის გარეშე.


რეალობა, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობის ერთი ნახევარი  კისერზე  აზის მეორეს  - სწორედ ესაა იმის მთავარი მიზეზი, რომ არაფრი გვეშველება...


თენგიზ აბლოთია





ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-04 14:40:36
პოლიტიკურმა პლატფორმამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. გიორგი ვაშაძემ 5 მთავარი დაპირების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, დაბალპროცენტიან სესხებს, ანტიმონოპოლიურ საბანკო სისტემას, მედიკამენტების გაიაფებას და მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს: „სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი...

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“
access_time2020-08-04 15:20:33
თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალა“ სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად, 3-5 წლიან პერიოდში ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ. კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში 3 თევზსაშენი და რესტორანი „თევზის სახლი“. მისი ინფორმაციით, დღეს ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილი 90-დან 70%-მდე არის...


მსგავსი სიახლეები

up