ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება

access_time2020-03-31 10:49:39

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მუშაობა.


აღნიშნულ სუბიექტებს საქმიანობა (გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა), შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისებში მიუსვლელად, მხოლოდ დისტანციური არხების მეშვეობით შეეძლებათ.


ამასთან, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობს კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან. ასევე, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურების მიმწოდებლები.



ამ შეზღუდვის პირობებშიც, მოსახლეობას ფინანსური სერვისების უწყვეტად მიღების შესაძლებლობა აქვს. მათ შორის, გრძელდება ნაღდი ფულის შეუფერხებლად მიწოდება, ნებისმიერი ტიპის გადახდების განხორციელება, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურება და ვალუტის გადაცვლის სერვისების მიწოდება (ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში).


იმისათვის, რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ გადახდის სერვისები. კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - info@nbg.ge.


ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას. #დარჩიშინ“-აღნიშნულია განცხადებაში. 






„ბიზნესი მზად არის თავისი წილი ვალდებულება აიღოს, მთავარია, მთავრობამ ეკონომიკა გახსნას“

„ბიზნესი მზად არის თავისი წილი ვალდებულება აიღოს, მთავარია, მთავრობამ ეკონომიკა გახსნას“
access_time2021-01-26 15:50:41
ბიზნეს სექტორი ეკონომიკის გახსნას ითხოვს. ივა ჭყონიას შეფასებით, ბიზნესის მრავალი სექტორი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მათ არ იციან მომავალში როგორ შეიძლება ფუნქციონირება აღადგინონ. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, თუ მთავრობა მარტამდე რეგულაციების შემსუბუქების ან მოხსნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს მცირე და საშუალო ბიზნესის ბევრი წარმომადგნელი გაკოტრდება. დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯომარე ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო ვებინარი ტარდება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო ვებინარი ტარდება
access_time2021-01-26 13:00:01
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის “საქართველოს კომერციული სამართლის და პრაქტიკის გაუმჯობესება” ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო სამდღიანი ვებინარი ტარდება.ვებინარი ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის...

HYATT CENTRIC BOULEVARD BATUMI 2025 წელს გაიხსნება

HYATT CENTRIC BOULEVARD BATUMI 2025 წელს გაიხსნება
access_time2021-01-26 14:40:19
Hyatt-ი საქართველოში სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას გეგმავს.საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი ინფორმაციით, უკვე გაფორმდა შპს „ალიანს სიტისთან“ მართვის ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულება ბათუმში, ზღვის სანაპიროზე , სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას ითვალისწინებს. 180-ნომრიანი სასტუმრო 2025 წლისთვის უნდა გაიხსნას. აღსანიშნავია, რომ Hyatt Centric-ის ბრენდი პირველად შემოდის საქართველოში, ევროპის მასშტაბით კი ეს...

გიორგი გახარია - თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უფრო სწრაფად უნდა ვისაუბროთ

გიორგი გახარია - თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უფრო სწრაფად უნდა ვისაუბროთ
access_time2021-01-26 12:55:00
თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როგორც კი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტების მაინინგი დასჯადი გახდება

ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტების მაინინგი დასჯადი გახდება
access_time2021-01-26 19:00:34
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პარლამენტს კრიპტოვალუტის უკანონო მომპოვებლების წინაამღდეგ სანქციების გამკაცრების და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღების თაობაზე კანონპროექტი წარუდგინა. აფხაზი ენერგეტიკოსები იმედოვნებენ, რომ ეს ზომა ნაწილობრივ მაინც შეამცირებს ვირტუალური ვალუტის მოპოვებას, რომელიც რესპუბლიკის ენერგოსისტემას ანგრევს და მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარებით...


მსგავსი სიახლეები

up