ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური

access_time2020-02-29 15:00:11

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, სკოლებში პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით გამოვლინდა. კერძოდ, დაწესებულებების დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით, ნახევარში კი არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები.


აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 1,277 მანდატური განაწილებულია 486 სკოლაში, რაც მოიცავს სკოლების 21%-ს. შესაბამისად, დარღვევები ასახავს მხოლოდ იმ სკოლების მონაცემებს, სადაც წარმოდგენილია მანდატურის სამსახური. 2016-2018 წლების სრული და 2019 წლის 6 თვის მონაცემების მიხედვით, სკოლებში დაფიქსირებულია სულ 800,396 დარღვევის შემთხვევა, რომლის 72%-ს შეადგენს მოსწავლის დაგვიანება. სკოლაში მომხდარი მძიმე დარღვევის ტიპის/სახეობის20 მიხედვით, 2016 წელს დაფიქსირდა 5,361 დარღვევის შემთხვევა; 2017 წელს − 5,926, 2018 წელს − 6,533, ხოლო 2019 წლის 6 თვის მონაცემებით − 5,263 დარღვევა.


2018 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში არის 1,277 მანდატური, რომელთა დახლოებით, 21%-ს აქვს პროფესიული და საშუალო განათლება, 79%-ს კი − უმაღლესი განათლება. ყველა მანდატური უზრუნველყოფილია მეტალოდეტექტორით, რომელსაც მანდატური იყენებს მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებისას.


2010 წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა ევალება სსიპ − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს. 2018 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებდა 2,302 სკოლა, სადაც ირიცხებოდა 580,355 მოსწავლე. 486 სკოლა, ანუ სკოლების 21%, უზრუნველყოფილი იყო მანდატურით. აღნიშნულ სკოლებში ირიცხება მოსწავლეების სრული რაოდენობის 61%. რეგიონების მიხედვით, 2019 წლამდე მანდატური არ იყო წარმოდგენილი მხოლოდ რაჭა-­ლეჩხუმში. 2019 წელს მანდატური დაემატა აღნიშნული რეგიონის 2 სკოლას.


2019 წლიდან მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები,32 რომლის მიხედვით, მანდატურების სკოლებში განაწილება და როტაცია ხორციელდება სკოლის ინფრასტრუქტურის, სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მდგომარეობის, მოსწავლეთა რაოდენობის, მანდატურების სქესისა და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელსაც განსაზღვრავს მანდატურის სამსახურის უფროსი, თუმცა აღნიშნული კრიტერიუმები 2019 წლის 19 ნოემბრამდე არ იყო განსაზღვრული დეტალურად33 და აუდიტის მიმდინარეობისას დამტკიცდა.34 მანდატურის განაწილებისას არ იყო გათვალისწინებული მოსწავლეთა რაოდენობა და დარღვევების სტატისტიკა სკოლაში. 2018 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით იყო 70 ისეთი საჯარო სკოლა, სადაც თითოეულში მოსწავლეთა რაოდენობა აჭარბებდა 300-ს და იქ არ იყო წარმოდგენილი მანდატური, მაშინ როცა, 7 სკოლაში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 100-ზე ნაკლებია, წარმოდგენილია მანდატური. აღნიშნული 70 საჯარო სკოლიდან 2019 წელს მანდატურის სამსახური შევიდა 38 სკოლაში.


სკოლებში მანდატურების განაწილების პროცესში ერთ­-ერთ კრიტერიუმად არ იყო განხილული სკოლების მიერ დაფიქსირებული მოსწავლეებს შორის მომხდარი ინციდენტები და სკოლის ტერიტორიაზე მომხდარი დარღვევები.



სკოლების ვიდეოკამერებით აღჭურვის ნაკლოვანებები

სკოლაში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია სკოლის ვიდეოკამერებით აღჭურვა. 2018 წლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 43% (ანუ 991 სკოლა) აღჭურვილია ვიდეოკამერებით, თუმცა, მანდატურის სამსახურს არ აქვს ინფორმაცია გამართულად მუშაობს და აკმაყოფილებს თუ არა ვიდეოკამერების რეალური მდგომარეობა დადგენილი წესის მოთხოვნებს, ვინაიდან სამსახურის მიერ არ არის დანერგილი კონტროლის მექანიზმები, რომლითაც განხორციელდებოდა აღნიშნული საკითხის მონიტორინგი.



აღსანიშნავია, რომ ვიდეოკამერებით აღჭურვილია იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 44%, რომლებიც ასევე უზრუნველყოფილი არიან მანდატურებით.
2018 წლის მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით 1,161 სკოლაში (50%) არ არის წარმოდგენილი მანდატური ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი პირი და ამავდროულად, ეს სკოლები არ არის აღჭურვილი ვიდეოკამერებით.


 მასწავლებელთა გადამზადების ნაკლოვანებები


ევროსაბჭოს ქარტიის მიხედვით,42 წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მასწავლებლები, განათლების სფეროში დასაქმებული პერსონალი და ტრენერები სამოქალაქო და ადამიანის უფლებების შესახებ აუცილებელი დაწყებითი და განგრძობითი ტრენინგებით. აღნიშნულმა უნდა უზრუნველყოს, რომ მათ შეიძინონ საფუძვლიანი ცოდნა და აღქმა სფეროსა და სწავლა-­სწავლების მეთოდების ძირითადი ამოცანების და პრინციპების შესახებ, ისევე როგორც თავიანთი სფეროს შესაფერისი სხვა საკვანძო უნარები.


მასწავლებელთა საჭირო ტრენინგებით უზრუნველყოფას ახორციელებს სსიპ − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2018 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 66,371 მასწავლებელი, რომელთა 87%-ს არ აქვს გავლილი ტრენინგი სამოქალაქო და უსაფრთხოების მიმართულებით, ხოლო სამოქალაქო განათლების 4,630 მასწავლებლიდან, ტრენინგი გავლილი აქვს 1,085 მასწავლებელს, ანუ მხოლოდ 23%-ს.


სოფო ქსოვრელი 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up