„ქვეყნის ეკონომიკის ზრდასთან ერთად სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებაზე“

„ქვეყნის ეკონომიკის ზრდასთან ერთად სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებაზე“

access_time2020-04-15 10:00:09

„კორონავირუსი ელექტროსადგურების მშენებლობაზე გავლენას ვერ მოახდენს იმიტომ, რომ ელექტროენერგიის მოხმარების ის რადიკალური შემცირება, რომელიც ამ თვეებში გვაქვს, ბუნებრივია პანდემიის გავლის შემდგომ შეიცვლება, მოხმარება ისევ გაიზრდება და ქვეყანა ელექტროენერგიის დეფიციტში ისევ შევა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა გია არაბიძემ განუცხადა. ენერგეტიკოსი აცხადებს, რომ კორონავირუსი სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს:

 

„არ მგონია კორონავირუსის ფაქტორმა, რაიმე სერიოზული გავლენა მოახდინოს იმ სტრატეგიულ მშენებლობაზე, რომელიც დაგეგმილია. საუბარი მაქვს გარდაბანში მესამე თბოსადგურის მშენებლობაზე, რიონის კასკადზე და ასე შემდეგ. კორონავირუსის დამარცხების შემდეგ გარკვეული პროექტების გადაფასება მოხდება, არა სტრატეგიული მნიშვნელობით, არამედ კონკრეტული ღონისძიებიდან გამომდინარე, რადგან გარკვეული პროექტებზე გაცემული იყო PPA (გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები)მაგალითად ნამახვანი ჰესის შემთვევაში, ახლა კი გარემოებები შეიცვალა. სწორედ ამიტომ, ალბათ პროექტები კიდევ ერთხელ გადაიხედება, ზოგიერთ სადგურზე მაინც“-, განაცხადა გია არაბიძემ.

 

ენერგეტიკოსი ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გავლის შემდეგ, ნებისმიერი ქვეყანა ყველაფერს ნულიდან დაიწყებს, აქედან გამომდინარე ქვეყანაში ინვესტორების შემოსვლის კუთხით გარკვეული პრობლემები შეიქმნება, რადგან გია არაბიძის თქმით, ის ქვეყნები რომლებიც ინვესტიციას საქართველოში დებდნენ პოსტ პანდემიურ სიტუაციაში ინვესტიციებს თავიანთ ქვეყნებში განახორციელებენ.

 


„ეკონომიკის ზრდის პროცესისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები ეს არის ერთ- ერთი სწრაფი და რეალური საშუალება მაგრამ, ამ ინფრასტრუქტურულ პროექტს ხომ აუცილებლად სჭირდება ელექტროენერგია? სხვაგვარად ვერ იქნება. უბრალოდ, ჩვენ პრობლემები გვაქვს შემდეგი სახით- როდესაც მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო ეკონომიკა და გარკვეულწილად მცირედი ზრდა გქონდა ელექტროენერგიის მოხმარების ზრდაც იყო, რა დროსაც 2 მილიარდნახევარი კვტ/საათის ელექტროენერგიის შემოტანა გჭირდებოდა. ახლა ამ 2 მილიარდნახევარი ელექტროენერგიის შემოტანა ხვალ და ზეგ არა, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად დაგჭირდება, შედეგად, სტრატეგიული მნიშვნელობის მშენებლობები არ შენელდება. რასაკვირველია, პანდემიის დასრულების შემდეგ ინვესტიციების შემოდინება შემცირდება, ერთბაშად ვერ დავიწყებთ სადგურების მშენებლობას, მაგრამ ამ სადგურის მშენებლობის გეგმებს შორს ვერ გადავდებთ, ძალიან ახლოს უნდა გვქონდეს მაგიდასთან, რომ შეგვეძლოს მისი სწრაფად დაწყება და გააქტიურება“, - განმარტავს გია არაბიძე.

 

ენერგეტიკოსი იმ ქმედით ნაბიჯებზე საუბრობს, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას იმისთვის, რომ ელექტროსადგურების მშენებლობები დროში არ გაჭიანურდეს და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპით წავიდეს. გია არაბიძე აცხადებს, რომ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები და გარემოს დაცვის საკითხები ის მიმართულებებია, რომელზეც ხელისუფლებამ ყურადღება უნდა გაამახვილოს.

 

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ PPA საკითხებს. იყო დრო ძალიან დიდ დათმობებზე მივდიოდით, რათა ინვესტორები ქვეყანაში შემოსულიყვნენ, რის შემდეგაც გარკვეული პერიოდი სერიოზულად ინვესტირდა ენერგეტიკის დარგი. შემდეგ გარკვეული პერიოდი ისეთი სიმძლავრეები გვქონდა, აღარ იყო საჭირო ელექტროსადგურების მშენებლობები, თუმცა დღეს საჭიროება ისევ დგას. ამიტომ PPA- ს საკითხს კიდევ ერთხელ უნდა დაუბრუნდეს ქვეყანა და მოიძებნოს ისეთი ოპტიმალური ვარიანტი, რომ გარე ინვესტორები დაინტერესდნენ და შემოვიდნენ.

 

აუცილებელია სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გადახედოს ენერგეტიკულ სექტორში არსებულ პრობლემებს, განსაკუთრებით გარემოს დაცვის საკითხებს. ახლა ჩვენ გვაქვს დრო, სანამ უშუალოდ ნიჩაბს დავკრავდეთ და მშენებლობას დავიწყებდეთ, კიდევ ერთხელ გავიაროთ გარემოს დაცვის ღონისძიებები და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ მოსახლეობას, რომ ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.

 

მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, არის ის რომ  ქვეყნის ეკონომიკის ზრდასთან ერთად სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებაზე. არ შეიძლება ყურადღების მოდუნება იმიტომ, რომ ჩვენისთანა პატარა ეკონომიკა ცუდიც არის და კარგიც, როგორც სწრაფად იცის პატარა ეკონომიკის ქვეყნებმა წაქცევა, ისე სწრაფად ხდება მათი ფეხზე წამოდგომა, ამიტომ ორი სამი მსხვილი პროექტი რომ შემოვიდეს საქართველოში, როგორიც არის მაგალითად, ღრმაწყლოვანი პორტები, ჩვენი ეკონომიკა უცებ დადგება ფეხზე,  ფეხზე დამდგარ ეკონომიკას კი დენი სჭირდება. აი, ჩვენს მთავრობას მხედველობაში მუშაობის დროს  ეს იდეოლოგია უნდა ჰქონდეს“, - განმარტავს გია არაბიძე.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up