მიმდინარე ფასებში დათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), 2021 წლის პირველ კვარტალში 4.5%-ით 11.276 მლრდ ლარამდე შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.
2021 წლის პირველ კვარტალში, კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები -54%, მშენებლობა -19.4%, ხელოვნება, გართობა და დასვენება -25.4%, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები -6.4%, ტრანსპორტი და დასაწყობება -9%, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები -34%.
ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები +24%, სამთომოპოვებითი მრეწველობა +50.3%, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები +13.3%, საბითუმო და საცალო ვაჭრობა +3.9% ინფორმაცია და კომუნიკაცია +16.8%.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა 14.9% და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 11.8%, შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა 10.6%, სახელმწიფო მმართველობა 8.3%, მშენებლობა 6.8%, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა 6.6% საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 6.2% ტრანსპორტი და დასაწყობება 5.8%.
გასული წლის პირველ კვარტალში მშპ 2.3%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის პირველი კვარტალის დაზუსტებული მონაცემები კი 15 ნოემბერს გამოქვეყნდება.