ქვეყნები სიცოცხლის ყველაზე მაღალი ხანგძლივობით - ტოპ-10

ქვეყნები სიცოცხლის ყველაზე მაღალი ხანგძლივობით - ტოპ-10

access_time2018-09-29 20:00:07

ყველას სურს იცხოვროს დიდხანს და ჯამრთელად, თუმცა ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ შესაბამის ცხოვრების წესზე, არამედ სახელმწიფოზეც. არაა საიდუმლო, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ცხოვრება უფრო ხანგძლივია და ეს დამოკიდებილია სხვადასხვა ფაქტორებზე - კვებაზე, ეკოლოგიაზე, მედიცინის განვითარებასა და ხელმისაწვდომობაზე. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტებმა დაითვალეს სად ცხოვრობენ ყველაზე დიდხანს  და შეადგინეს ქვეყნების რეიტინგი.


საპატიო სიის ტოპ-ათეული ასე გაოიყუება:


1.ავსტრალია, სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა  - 82,5 წელი

ამ ქვეყანაში მშვენიერი კლიმატია და ჰაერის დაბინძურების დაბალი დონე. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ავსტრალია არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი ქვეყანა. ავსტრალიაში ასევე არის მსოფლიოში ერთ-ერთი  საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა, რაც ასევე მოქმედებს სიცოცხლის ხანგძლივობაზე.

 

2. შვედეთი, სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა  - 82,6 წელი

შვედეთი გამოირჩევა ცხოვრების მაღალი დონით და ხარისხით და ასევე ჯანმრთელი მოსახლეობით. ზოგადად ეს დამახასიათებელი ყველა ჩრდილოეთ ევროპული ქვეყნისთვის. შვედეთი მუმდივად იკავებს მაღალ ადგილებს ცხოვრებისთვის საუკეთესო ქვეყნებს შორის. ამის ერთ-ერთი მიზეზია ჯანდაცვის ძალიან მაღალი დონე და ხელმისაწვდომობა.

 

3. სინგაპური, სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა  - 82,6 წელი

პატარა ქალაქი-სახელმწიფო კეთილდღეობის ძალიან მაღალი ინდექსით. სინგაპურის მოსახლეობაა 5,6 მლნ. ადამიანი. ქვეყანა ითვლება არა მხოლიდ ინვესტიციების, არამედ ინოვაციების მსოფლიო ცენტრად, მათ შორის მედიცინის დარგში. სინგაპურელებისთვის ხელმისაწვდომია ყველაზე მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობა.

 


4. საფრანგეთი, სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა  - 82,7 წელი

საფრანგეთიც შედის იმ ქვეყნების სიაში, სადაც კარგადაა განვითარებული მედიცინა და სამედიცინო ტექნოლოგიები. სიცოცხლის ხანგძლივობაზე ასევე დადებითად მოქმედებს ფრანგული სამზარეულო და ცხოვრების თავისებური წესი.

5. ისლანდია, სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა  - 82,9 წელი

ისლანდიაში საკმაოდ კარგადაა განვითარებული მედიცინა, თუმცა სიცოცხლის მაღალ ხანგძლივობაში დიდ როლს თამაშობს ადგილობრივი კვების წესი. ისლანდიელები მიირთმევენ დიდი რაოდენობით ცხიმიან თევზს, რომელიც, მედიკოსების აზრით,  ძალიან სასაგებლოა და იცავს ორგანიზმს ინფარტქების, ინსულტების, სახსრების  და გულის დაავადებებისგან.

 

6. შვეიცარია, სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა  - 83,2  წელი

ძალიან მდიდარი და ლამაზი ქვეყანა ძალიან ჯანმთელი მოსახლეობით. შვეიცარია სთავაზობს თავის მოქალაქეების თითქმის ყველაფერს, რასაც ისინი მოისურვებენ. შვეიციარიაში მოქმედებს ჯანდაცვის უნიკალური სისტემა, რომელიც დაფუძნებულია  ყველა მოქალაქის აუცილებელ დაზღვევაზე. ერის ჯანმრთელობას ასევე უწყობს ხელს კარგი კლიმატი, ხოლო კეთილდღეობის დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.


7. ესპანეთი, სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა  - 83,4 წელი

ესპანეთისთვის დამახასიათებელია ჯანდაცის დაფინანსების დეცენტრალიზაცია და ამავე დროს ყველა საზოგადოებრივი  რესურსის თავმოყრა ჯანდაცვის  ერთიან ეროვნულ სისტემაში. ამას აქვს როგორც დადებითი მხარეები, ასევე უარყოფითი, თუმცა ესპანელების სიცოცხლის მაღალი ხანგძლივობა ძირითადად უკავშირდება ადგილობრივ სამზარეულოს,  სადაც ბევრია მწვანილი და ზღვის პროდუქტებია.


8. იტალია, სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა  - 83,5 წელი

ექსპერტების ვარაუდით, ისევე როგორც ესპანეთში, იტალიაშიც მოსახლეობის კარგი ჯანმთელობის ძირითადი მიზეზია ადგილობრივი სამზარეულო სადაც ბევრია მწვანილი, ბოსტბეული,  ხილი და ზღვის პროდუქტები. თანაც იტალიელები არ მიირთმევენ ბევრ ხორცს, ტრადიცულიად სვამენ სადილზე ერთ ჭიქა ღვინოს, მაგრამ არ უყვართ ალკოჰოლის დიდ რაოდენონიბით მიღება. აღსანიშნავია ასევე კარგი კლიმატი, რომელიც ახდენს დადებით ზეგავენას სიცოცლის ხაგძლივობაზე.

 

9. იაპონია, სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა  - 83,8 წელი

დიდი  ხნის მანძილზე იაპონია ლიდერობდა მსოფლიოში სიცოცხლის ხანგძლივობის მხრივ. თუმცა, 2018 წელს გადაინაცვლა მე-2 ადგილზე და დაუთმო პირველობა ჰონკონგს.იაპონიაში ძალიან მაღალია სამედიცინო მომსახურეობის დონე, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. თუმცა, ქვეყანაში ძალიან მწვავედ დგას მოსახლეობის დაბერების პრობლემა.

 

10. ჰონკონგი, სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა  - 84,3 წელი

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგის ლიდერია ჰონკონგი. ამ პატარა ქალაქ-სახლემწიფოში 42 სახელმწიფო და 11 კერძო კლინიკაა, რომელიც ემსახურება 7,2 მლნ. ადამიანს. ჰონკონგის მედიცინა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მე-7 ადგილზეა მსოფლიოში. კარგი ჯანდაცვის სისტემა  და  ცხოვრების ჯანსაღი წესი ახდენს დადებით გავლენას ჰონკონგლების სიცოცხლის ხანგძლივობაზე.

 


 

 





რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა
access_time2021-12-04 16:00:11
...

რა ინტერესები აქვს ირანს კავკასიაში

რა ინტერესები აქვს ირანს კავკასიაში
access_time2021-12-04 12:30:45
კავკასიაში დაძაბულობის ახალი კერაა. ყარაბაღში 44-დღიანმა საომარმა მოქმედებებმა ძალთა აქამდე არსებული ბალანსი შეცვლა და ირან-აზერბაიჯანის...


მსგავსი სიახლეები

up