ქვეყნები, საიდანაც საქართველოში მარწყვი შემოდის

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში მარწყვი შემოდის

access_time2021-04-24 12:21:55

საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის პირველ სამ თვეში ქვეყანაში 73 ათასი დოლარის მარწყვი შემოვიდა. მაშინ როცა 2020 წლის ამავე პერიოდში, 69,6 ათასი დოლარის; ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში - 46,5 ათასი დოლარის იმპორტი განხორციელდა.


აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მონაცემებით, მარწყვის მთავარი იმპორტიორი თურქეთია, საიდანაც იანვარ-მარტში ქვეყანაში 72.5 ათასი დოლარის მარწყვი შემოვიდა. 500 დოლარის ღირებულების პროდუქტის იმპორტი კი ნიდერლანდიდან განხორციელდა. ცნობისთვის, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდშიც ძირითადი იმპორტიორი ფაქტობრივად მხოლოდ თურქეთი იყო, ხოლო შარშან ამავე პერიოდში იმპორტიორებს შორის მნიშვნელოვანი წილით თურქეთთან ერთად ეგვიპტეც გამოირჩეოდა. უფრო კონკრეტულად, 2020 წლის იანვარ-მარტში თურქეთიდან - 48,1 ათასი დოლარის; ეგვიპტიდან 21,4 ათასი დოლარის მარწყვის იმპორტი განხორციელდა. ნიდერლანდიდან კი მხოლოდ 100 დოლარის პროდუქტი შემოვიდა.


შეგახსენებთ, რომ მარწყვის ადგილობრივი წარმოების შემცირებაზე აპრილის დასაწყისში East Fruit -ის ანალიტიკოსებიც საუბრობდნენ. მათი ცნობით, ქვეყანა იმპორტირებულ პროდუქტზე უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება. Eastfruit– ის ექსპერტების აზრით, ადგილობრივი წარმოების შემცირების მთავარ მიზეზებს შორის რეგიონში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ამას ემატება ტურისტების ნაკლებობა საქართველოში და ასევე, „ჰორეკა“ სექტორზე მოთხოვნის შემცირება. გარდა ამისა, თურქული ლირის დევალვაციამ თურქული მარწყვის ექსპორტი კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა, განსაკუთრებით საქართველოს ბაზრისთვის.



Bpn.ge


თეგები:
მარწყვი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up