ქვეყნები, რომლებმაც კრიპტოვალუტა აკრძალეს

ქვეყნები, რომლებმაც კრიპტოვალუტა აკრძალეს

access_time2022-01-24 14:30:00

მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინს ხშირად აკრიტიკებენ მისი არასტაბილურობის, საეჭვო ტრანზაქციებში მონაწილეობისა და მოპოვებისთვის საჭირო ჭარბი ელექტროენერგიის გამო, ის მაინც უსაფრთხო საცავად ითვლება.



თუმცა, ბიტკოინის მიმართ გაზრდილი წინააღმდეგობის გამო, მისი და სხვა კრიპტოვალუტების გამოყენებასა და მოპოვებაზე ზოგმა ქვეყანამ შეზღუდვები დააწესა.



ქვეყნების სია, რომლებიც კრძალავენ კრიპტოვალტების მაინინგს და გამოყენებას ასე გამოიყურება:



ალჟირი

ალჟირი კრიპტოვალუტის გამოყენებას 2018 წელს ფინანსური კანონის მიღების შემდეგ კრძალავს. ქვეყანაში უკანონოა ვირტუალური ვალუტებით გადახდა ყიდვა, გაყიდვა ან მათი შენახვა.



ბოლივია

ბოლივიაში 2014 წლიდან მოქმედებს ბიტკოინის გამოყენების სრული აკრძალვა. ბოლივიის ცენტრალურმა ბანკმა გამოსცა დადგენილება, რომელიც კრძალავს მას და ნებისმიერ სხვა ვალუტას, რომელიც არ არის რეგულირებული ქვეყნის ან ეკონომიკური ზონის მიერ.



ჩინეთი

ჩინეთი 2021 წლის განმავლობაში მზარდი ინტენსივობით ებრძოდა კრიპტოვალუტებს. 24 სექტემბერს, ჩინეთის სახალხო ბანკი უფრო შორს წავიდა და კრიპტოვალუტით ტრანზაქციები ქვეყანაში სრულად აკრძალა.



კოლუმბია

კოლუმბიაში ფინანსურ ინსტიტუტებს არ აქვთ უფლება ხელი შეუწყონ ბიტკოინის ტრანზაქციებს. სახელმწიფო ფინანსურმა ორგანომ 2014 წელს ფინანსური ინსტიტუტები გააფრთხილა, რომ მათ არ უნდა დაიცვან, ჩადონ ინვესტიცია, ივაჭრონ ან მართონ ვირტუალური ფულის ოპერაციები.



ინდონეზია


ქვეყნის ცენტრალური ბანკის რეგულაციების მიხედვით, კრიპტოვალუტების, მათ შორის ბიტკოინის გადახდის საშუალებად გამოყენება 2018 წლის 1 იანვრიდან იკრძალება.



ეგვიპტე

ეგვიპტეში ბიტკოინის ტრანზაქციები „ჰარამად“ კლასიფიცირდება, რაც ისლამური კანონით აკრძალულია. ეგვიპტის საბანკო კანონები 2020 წლის სექტემბერში გამკაცრდა, რათა თავიდან აეცილებინათ კრიპტოვალუტებით ვაჭრობა ან მათი პოპულარიზაცია ცენტრალური ბანკის ლიცენზიის გარეშე.



ირანი

მიუხედავად იმისა, რომ ირანის ცენტრალური ბანკი საზღვარგარეთ მოპოვებული კრიპტოვალუტებით ვაჭრობას კრძალავს, ქვეყანაში ბიტკოინის მაინინგი წახალისებულია.

თუმცა, რადგან არალიცენზირებული მაინინგი ელექტროენერგიის დეფიციტს იწვევს, ირანის ხელისუფლებამ ბიტკოინის მაინინგის 4 თვიანი აკრძალვა გამოაცხადა.



ინდოეთი

ინდოეთი სულ უფრო მტრული ხდება კრიპტოვალუტების მიმართ. 23 ნოემბერს მთავრობამ დააანონსა ახალი კანონპროექტი, რომელიც ცენტრალური ბანკის მიერ მხარდაჭერილი ციფრულ ვალუტის შექმნას და თითქმის ყველა კრიპტოვალუტის აკრძალვას გულისხმობს.



ერაყი

ერაყის ცენტრალურმა ბანკმა 2017 წელს გამოსცა განცხადება, რომელიც კრიპტოვალუტების გამოყენებას კრძალავს. აკრძალვა დღემდე ძალაშია.



კოსოვო

მიუხედავად იმისა, რომ კოსოვოში კრიპტოვალუტის აქტივების ფლობა ან ვაჭრობა ჯერ კიდევ არ არის აკრძალული, მთავრობამ მიმდინარე თვეში კრიპტო მაინინგი აკრძალა.



ნეპალი

ნეპალის ბანკმა ბიტკოინი უკანონოდ 2017 წლის აგვისტოში გამოაცხადა.



ჩრდილოეთ მაკედონია

ჩრდილოეთ მაკედონია ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელიც კრიპტოვალუტებს ოფიციალურად კრძალავს.



რუსეთი

რუსეთის ცენტრალური ბანკი ქვეყნის შიგნით ყველა ციფრული ვალუტის გამოყენებისა და მაინინგის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. რუსეთში კრიპტოვალუტით გადახდა უკვე აკრძალულია.



თურქეთი

2021 წლის 16 აპრილს, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოსცა რეგულაცია, რომელიც კრიპტოვალუტების, მათ შორის ბიტკოინის გადახდის საშუალებად გამოყენებას კრძალავს.

ასევე, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განკარგულების მიხედვით, კრიპტო ბირჟები იმ ფირმების სიაში ხვდებიან, რომლებიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ წესებს ექვემდებარებიან.



ვიეტნამი

ვიეტნამის სახელმწიფო ბანკმა გამოაცხადა, რომ ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების გამოშვება, მიწოდება და გამოყენება, როგორც გადახდის საშუალება, უკანონოა. თუმცა, მთავრობა არ კრძალავს ბიტკოინით ვაჭრობას ან მათ აქტივებად ფლობას.



businessformula.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up