საზღვარგარეთ ბინებს ზოგი ფულის დაბანდების მიზნით ყიდულობს, ზოგი იმისთვის, რომ უცხო ქვეყანაშიც ჰქონდეს საკუთარი, დასარჩენი ადგილი, ზოგის მიზანს კი ბინადრობის ნებართვის მიღება წარმოადგენს.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს გარკვეული ღირებულების უძრავი ქონების შეძენის სანაცვლოდ, უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის ან მოქალაქეობის მინიჭების პროგრამა.
finance.ua-მ მოამზადა ქვეყნების სია, სადაც შეგიძლიათ იყიდოთ საცხოვრებელი და ამის საფუძველზე მიიღოთ მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ან გრძელვადიანი ვიზა.
ქვეყნები, რომლებიც უძრავი ქონების მფლობელ უცხოელებზე, ბინადრობის ნებართვას გასცემენ:
აზერბაიჯანი - უძრავი ქონების შეძენა გჭირდებათ 60 000 დოლარიდან.
ალბანეთი - ნებისმიერი ღირებულება.
ანდორა - 350 000 ევროდან.
სომხეთი - ნებისმიერი ღირებულების, მაგრამ ობიექტი უნდა გაქირავდეს.
ბაჰრეინი - 530 000 დოლარიდან.
ბულგარეთი - 320 000 ევროდან.
ბოსნია და ჰერცეგოვინა - ნებისმიერი ღირებულება.
ბრაზილია - 132 000 დოლარიდან.
უნგრეთი - ნებისმიერი ღირებულება.
საბერძნეთი - 250 000 ევროდან.
საქართველო - 100 000 დოლარიდან.
ესპანეთი - 500 000 ევროდან.
კვიპროსი - 300 000 ევროდან.
კოსტა რიკა - 100 000 დოლარიდან.
ლატვია - 250 000 ევროდან.
მალტა - 300 000 ევროდან.
მექსიკა - 173 000 დოლარიდან (კომპანიასთან შეძენის შემთხვევაში).
არაბეთის გაერთიანებული საამიროები - 205000 დოლარიდან.
ომანი - ნებისმიერი ღირებულება, მაგრამ სპეციალურ ზონებში, სადაც არ არის 200 000 დოლარზე იაფი ობიექტები.
პანამა - 300 000 დოლარიდან.
პარაგვაი - 70000 დოლარიდან.
პორტუგალია - 280 000 ევროდან.
ჩრდილოეთ კვიპროსი - ნებისმიერი ღირებულება.
სერბეთი - ნებისმიერი ღირებულება.
ტაილანდი - 300 000 დოლარიდან.
თურქეთი - 50 000 დოლარიდან, თუ საჭიროა ბინადრობის ნებართვა, რომელიც იძლევა მოქალაქეობის მიღების უფლებას ნატურალიზაციით; თუ ტურისტული ბინადრობის ნებართვა საკმარისია, მაშინ ფასის მოთხოვნები არ არსებობს.
უზბეკეთი - 100 000 დოლარიდან.
მონტენეგრო - ნებისმიერი ფასი.
შრი-ლანკა - 75000 დოლარიდან.
ეკვადორი - 42 500 დოლარიდან.
უძრავი ქონების ყიდვა არ არის ერთადერთი გზა ამ ქვეყნებში ბინადრობის უფლების მისაღებად. ასევე არსებობს საპენსიო, თავისუფალი, სტუდენტური, საინვესტიციო, სტუმრის და სხვა ნებართვები საზღვარგარეთ დარჩენისა და ცხოვრებისათვის.