ქვეყნები, რომლებიც პანდემიამდელ ეკონომიკას დაუბრუნდნენ

ქვეყნები, რომლებიც პანდემიამდელ ეკონომიკას დაუბრუნდნენ

access_time2021-07-27 11:00:17

ეპიდემიის გამო შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას რიგმა ქვეყნებმა თავი დააღწიეს. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის ინფორმაციით, 27-მა ქვეყანამ გასულ წელს მშპ არათუ შეამცირა, არამედ გაზარდა 2019 წელთან შედარებით. თუმცა 30-მდე ქვეყანას ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა.


ქვეყნებს შორის, რომლებმაც ეკონომიკის ზრდის სასურველ დონეს მიაღწიეს, ჩინეთი და გერმანიაა.


,,კალეიდოსკოპური სიჩქარით იცვლება სიტუაცია და საკმაოდ რთულია განსაზღვრო, ვის რა შედეგი აქვს, თუმცა 2020 წლის მონაცემები გამოქვეყნებული და შეფასებულია. აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 27-მა ქვეყანამ გასულ წელს მშპ გაზარდა კიდეც წინა წელთან შედარებით, რასაც სხვადასხვა ქვეყნისთვის განსხვავებული საფუძველი აქვს. მაგალითად, გაიანამ, ლათინო ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფომ, ნავთობის აღმოჩენის გამო ეკონომიკა მთელი 43%-ით გაზარდა. ჯამში 30-მდე ქვეყანას ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა. მათ შორის ისეთი ქვეყნები, რომელთა შემოსავლების უდიდესი ნაწილი ტურიზმსა და სათამაშო ბიზნესს უკავშირდება. მალდივის რესპუბლიკაში ეკონომიკა 32%-ით შემცირდა. ყველაზე დიდი დარტყმა მიიღეს კარიბის ზღვის აუზის მცირე ზომის სახელმწიფოებმა, რომლებიც ტურიზმის ინდუსტრიაზე იყვნენ ორიენტირებულები. გაუჭირდათ იმ ქვეყნებსაც, სადაც შიდა კონფლიქტები იყო ან ავტორიტარული რეჟიმით გამოირჩეოდნენ. მაგალითად, ვენესუელაში ეკონომიკა 30%-ით შემცირდა. რაც შეეხება ზრდას, საინტერესოა ჩინეთი, რომელმაც, მართალია, მთელ მსოფლიოს თავსატეხი გაუჩინა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე პირველი გამოვიდა ამ მდგომარეობიდან, გასული წლის მეორე კვარტალში მან 7%-ის ფარგლენში მოახერხა ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა არჩვაძემ ,,კომესრანტთან“ საუბარში.


რაც შეეხება საქართველოს, როგორც სტატისტიკოსი განმარტავს, სამეზობლოში ეკონომიკური ზრდის მიხედვით მეტნაკლებად თანაბარ დონეზეა, თუმცა მეტია მისაღწევი, რომ ქვეყნის ეკონომიკამ შედეგი იგრძნოს.


,,საქართველოში წელს 7,7%-იან, გასიად კი 6%-იან ზრდას პროგნოზირებენ. ვფიქრობ, ზრდის ტრენდი შენარჩუნდება უახლოესი 3-4 წლის მანძილზე, მაგრამ იმხელა ჩამორჩენა გვაქვს, რომ ასეთი ზრდა შედეგზე ვერ გაგვიყვანს. ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ესაჭიროება. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, დიდი ჩამორჩენა არ გვაქვს. ჩვენს სამეზობლოში თურქეთმაც და ირანმაც ზრდა აჩვენეს, ხოლო შემცირება ჩვენზე ნაკლები ჰქონდა აზერბაიჯანს და რუსეთს, ერთადერთი სომხეთს ვაჯობეთ, სადაც ვარდნის მასშტაბი მეტი იყო“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.



როგორც სტატისტიკოსმა განმარტა, საქართველსოთვის დიდი გამოწვევაა, რომ ეკონომიკური ზრდით მიაღწიოს საბჭოთა პერიოდის მაჩვენებლებს, კერძოდ, 1988 წლის მშპ-ს დონეს.


,,ახლა დაახლოებით 125 %-ზე არის საშუალოდ მოსახლეობის 1 სულზე ჩვენი ეკონომიკა, 1988 წელთან შედარებით, მაგრამ ჯერ კიდევ მოსახლეობის ნახევრის მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე მაშინ იყო. ამიტომ გასაგებია ნოსტალგია, ლოალური თუ რომანტიკული დამოკიდებულება იმ ეპოქის მიმართ. ცხადია, რაც უფრო განვვითარდებით და წინ წავალთ, ამ წარსულს მით უფრო აღარ გავაფეტიშებთ. ახლაც ხშირად გვესმის უფროსი თაობის მოქალაქეების წუწუნი, რომ ვცხოვრობდით უკეთესად, გარანტირებული შემოსავალი გვქონდა, 2 მანეთი ღირდა 1 კგ. ხორცი, მაგრამ ბევრს დაავიწყდა, რომ მის საყიდლად 4 საათი უნდა მდგარიყო რიგში (ან შეხვდებოდა ან არა). რაც შეეხება ეკონომიკის აბსოლუტურ მოცულობას, 90%-ის  დონეზეა 1988 წელთან შედარებით, 2019 წელს 96%-ის ფარგლებში იყო. მოსახლეობის 1 სულზე ჩვენ ჯერ კიდევ 2014 წელს დავძლიეთ მაშინდელი დონე“, - განმარტა სოსო არჩვაძემ ,,კომერსანტთან“ საუბარში.


ცნობისთვის, Bundesbank-ის თანახმად, გერმანიის ეკონომიკა სწრაფი ტემპით აღდგენას განაგრძობს და პანდემიამდელ პერიოდს უბრუნდება. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.


ევროკომისიის პროგნოზით, ევროზონის 19 ქვეყნა პანდემიისგან გამოწვეულ ზარალს წლის ბოლოსთვის აინაზღაურებს.


რაც შეეხება საქართველოს,  პარლამენტისთვის მაისში წარდგენილ 2022-2025 წლების ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზებში 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ერთხელ უკვე განახლდა და 6,5% შეადგინა, თუმცა მაისისა და ივნისის მაჩვენებლების გათვალისწინებით, საბაზო სცენარში კიდევ ერთხელ გაიზარდა აღნიშნული მაჩვენებელი და 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,7%- შეადგენს.


ცნობისთვის, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა. 

მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up