მარიამ ქვრივიშვილი-  ტურისტების მიღების  უსაფრთხო წესების დანერგვის მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს

მარიამ ქვრივიშვილი- ტურისტების მიღების უსაფრთხო წესების დანერგვის მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს

access_time2020-05-11 17:50:27

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა უსაფრთხო დერეფნების შესახებ ისაუბრა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებთან მოლაპარაკების შედეგად შეიქმნება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით საზღვრების გახსნა და ტურისტული მიმართულებების დამატება ეტაპობრივად მოხდება.


„მნიშვნელოვანია რომ დღეს ტურიზმის ინდუსტრია ისეთი პასუხისმგებლიანი გახდეს როგორც არასდროს, რომ არ გახდეს ვირუსის უნებლიე გამავრცელებელი. უსაფრთხო დერეფნები ნიშნავს, როცა ორი ქვეყანა თანხმდება იმ კრიტერიუმებზე რომელიც ორივეს დააკმაყოფილებს. ეს იქნება სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გასატარებელი აქტივობები: რა დოკუმენტაციით უნდა იმოგზაუროს ადამიანმა როდესაც ის უცხო ქვეყნიდან მოემგზავრება, ასევე რა პროცედურები უნდა გაიაროს საქართველოს მოქალაქემ, როდესაც მას უცხო ქვეყანაში მოგზაურობა სურს. უსაფრთხო დერეფანი თავისი შინაარსით გულისხმობს, რომ მაქსიმალურად შეიქმნას უსაფრთხო მიმოსვლის კრიტერიუმები. იქნება მინიმუმ სამმაგი ფილტრი. ეს არის ქვეყანა რომელსაც ტოვებს ადამიანი, თავის მხრივ ატარებს შესაბამის საქმიანობას, შემდგომ აეროპორტი, როგორც იცით უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა საერთაშორისო აეროპორტები ცდილობენ, რომ მაქსიმალური მობილიზება გააკეთონ და დანერგონ ისეთი გაიდლაინები რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საერთაშორისო სტანდარტების და წესების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.


„ჩვენ უკვე ვმუშაობთ ძალიან აქტიურად ამ წესებზე, რომელიც უნდა დაინერგოს სექტორულად. ეს იქნება სასტუმროები, განთავსების, კვების ობიექტები, გიდები, სატრანსპორტოდა ტურისტული კომპანიები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი 6 რგოლი ტურიზმის ინდუსტრიაში, ამ წესებთან დაკავშირებით ვგეგმავთ მიმდინარე კვირა სრულებით დავუთმოთ ეპიდემიოლოგებთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და ასევე კერძო სექტორთან საუბარს. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ დაახლოებით 25 მაისისთვის ჩვენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისგან მივიღებთ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, რომლის მოდიფიკაციაც საქართველოს რეალობაში მოხდება.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.



ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იმ წესების შესახებ ისაუბრა, რაც აეროპორტებსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე უნდა იყოს დაცული.
„ მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ ელოდება ICAO-ს და ევროკომისიის გაიდლაინებს. ჩვენ, როგორც სხვა ქვეყნებს უკვე გვაქვს IATA-ს მიერ დაწესებული რეკომენდაციები და წესები აეროპორტების მიმართებაში, თუ როგორი უნდა იყოს ინფრასტრუქტურა, საქართველოს შემთხვევაში საავიაციო სააგენტო უკვე მუშაობს გაერთიანებულ აეროპორტებთან ერთად იმ წესებსა თუ რეკომენდაციებზე რაც აუცილებლად იქნება დანერგილი ყველა საერთაშორისო აეროპორტში. ეს შეიძლება გულისხმობდეს სოციალურ დისტანციას, ძალიან დიდი აქცენტებია გაკეთებული აეროპორტის მომსახურე პერსონალზე, იმისათვის რომ მათ ჰქონდეთ სრული დაცვა. ეს იქნება პირბადე, ხელთათმანი, დეზინფექციის ხსნარის ხშირი გამოყენება, სწორი დალაგება და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა რიგი აქტივობები გატარდება.


ხაზს გავუსვამ, რომ პრემიერ-მინისტრის დავალება ძალიან მკაფიოა. ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ეს იქნება აეროპორტები თუ სახმელეთო საზღვრები, ტურისტის შემოწმების კუთხით მაქსიმუმ დაყოვნება არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს, ეს ნიშნავს ყველანაირი საერთაშორისო სტანდარტების აღჭურვილობის საშუალება იქნება საქართველოში, რომ მოგზაურობა ძალიან კომფორტული და ძალიან უსაფრთხო იყოს.“-განაცხადა მარიამ ქვირივშვილმა.





მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up