ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემის პარალელურად სარესტორნო ბიზნესს კადრები არ ჰყავს

ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემის პარალელურად სარესტორნო ბიზნესს კადრები არ ჰყავს

access_time2022-12-02 19:15:32

ქვეყანაში, უმუშევრობის მნიშვნელოვანი მაჩვენებლის და სარესტორნო ბიზნესის გაფართოების პარალელურად, კვალიფიციური კადრების დეფიციტია. უფრო მეტიც, როგორც რესტორატორმა სოფო გორდაძემ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა რეგიონებში კვალიფიციური კადრები საერთოდ აღარ არის და ამას თავისი მიზეზები აქვს.


საკითხი ასე დგას: როგორ შეიძლება გასტრონომია გადარჩეს მზარეულის, მიმტანის, დიასახლისი და ჭურჭლის მრეცხავის გარეშე?

 

„10 წლის წინ რეგიონებში საკადრო პრობლემები იყო, დღეს კადრი საერთოდ აღარ არსებობს. სარესტორნე ბიზნესში კადრები დეფიციტია. ეს ეხება მზარეულებს, მიმტანებს, დიასახლისებსა და მრეცხავებსაც კი,“ - განაცხადა სოფო გორდაძემ.

 

სოფო გორდაძის თქმით, სარესტორნო ბიზნესში კადრების დეფიციტს Glovo-ს და Wolt-ის გამოჩენამაც შეუწყო ხელი, რადგან იქ უკეთესი ანაზღაურებაა და რესტორანში დასაქმებას, ბევრი იქ მუშაობას არჩევს.  კადრების დეფიციტის ხელისშემწყობი ფაქტორებია ასევე მზარდი ემიგრაცია და რეგიონების შემთხვევაში - კადრების დედაქალაქში გადინება. რის გამოც სარესტორნო ბიზნესი დიდი გამოწვევის წინაშე დადგა.

 


„ჩვენი ამოცანა არ არის ის, რომ იაფი მუშა ხელი ვნახოთ, ჩვენი ამოცანაა ვიპოვოთ ადამიანი, ვინც მასზე დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს. ძალიან სწორია, რომ გადავამზადოთ და კვალიფიციური კადრები გვყავდეს, მაგრამ მერე ვეღარ ვინარჩუნებთ ამ ადამიანებს. იმიტომ, რომ ქვეყნის დატოვება ძალიან ტენდენციური გახდა,“ - აღნიშნა სოფო გორდაძემ

 



რაც შეეხება პროფესიებს, სოფო გორდაძის თქმით ყველაზე დიდი პრობლემა კვალიფიციური შეფ-მზარეულის პოვნაა.

 


„არიან შეფები, რომელთაც 1 და 2-წლიანი გამოცდილება აქვთ. ასეთი გამოცდილების შეფს ძალიან რთულია, დიდი ობიექტი ჩააბარო იმიტომ, რომ შეფ-მზარეულობა თავის თავში მოიაზრებს მენიუს კეთებას, კალკულაციის ცოდნას, აღწერების გაკეთებას და მასში მონაწილეობას. რა თქმა უნდა, კვალიფიციური შეფ-მზარეულებიც გვყავს, მაგრამ ისინი დასაქმებულები არიან. ბაზარიც გაიზარდა, ბევრი ახალი კვების ობიექტი გაიხსნა. ამას ტურიზმის განვითარებამაც შეუწყო ხელი. ტურისტი რომ ჩამოდის, გემრიელ კერძებს და კომფორტულ გარემოს ეძებს“, - ამბობს სოფო გორდაძე.

 


მისი თქმით გამოსავალი „რითეილის“ მიმართულების თვითმომსახურებაზე გადასვლაა, რაც ბენზინგასამართმა სადგურებმა უკვე დაიწყეს.

 


„დარწმუნებული ვარ 2023 წლის ბოლოს არც ერთ ბენზინგასამართ სადგურს აღარ ეყოლება ოპერატორი და ყველა თვითმომსახურებაზე გადავა იმიტომ, რომ ფიზიკურად კადრები არ არის. სუპერმარკეტებშიც შეიძლება თვითმომსახურების სალაროები გაჩნდეს, რომ მომხმარებელმა პროდუქტის ყიდვა მოლარის და კონსულტანტის გარეშე შეძლოს. სამწუხაროდ, არ ვიცი ეს როგორ შეიძლება მოგვარდეს სარესტორნო ბიზნესში, რადგან კერძს თავად ვერავინ გაიკეთებს და ვერც მაგიდას მოემსახურება. ამის პარალელურად სარესტორნო ბიზნესი ფართოვდება და საკადრო პრობლემებიც ბიზნესი გაფართოების პარალელურად იზრდება,“ - განაცხადა სოფო გორდაძემ.

 


მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up