სუიციდის  საგანგაშო სტატისტიკა - “ქვეყანაში გახშირებული თვითმკვლელობები  ეკონომიკურ სასოწარკვეთას უკავშირდება და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“

სუიციდის საგანგაშო სტატისტიკა - “ქვეყანაში გახშირებული თვითმკვლელობები ეკონომიკურ სასოწარკვეთას უკავშირდება და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“

access_time2019-10-04 12:00:13


წყალტუბოში 18 წლის ბიჭი ცხრასართულიანი კორპუსიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. შემთხვევა 29 სექტემბერს მოხდა. თუმცა ტრაგედია ამით არ დასრულებულა. შვილის გარდაცვალების გამო უცხოეთიდან დაბრუნებული დედა ქუთაისში, მრავალსართულიანი სახლის სახურავიდან გადმოხტა.


ახალგაზრდა ბიჭის თვითმკვლელობის ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად ინტერნეტთამაში ლურჯი ვეშაპი სახელდება.

 

ჯგუფური ძარცვისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, ვარკეთილში 16 წლის მოზარდი სავარაუდოდ 9 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა და თავი მოიკლა.

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში 14 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის სუიციდის ფაქტს, ახლობლები ინტერნეტ თამაშ - „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირებენ.

 

22 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე რამდენი წუთით ადრე ახალგაზრდამ თავის საუკეთესო მეგობარს ასეთი შინაარსის წერილი მისწერა;


„ ზაზა, მიყვარხარ ძმაო, შემპირდი რომ არასოდეს ითამაშებ’’ — მოგვიანებით ოჯახმა გაიგო, რომ მათი შვილი აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული და იმ ღამეს გურჯაანის სლოტკლუბში ფული წააგო.

 


ეს ბოლო დროს საქართველოში მომხდარი სუიციდის ფაქტებია. ქვეყანაში 2019 წელს სუიციდი და სუიციდის მცდელობის ფაქტები საგრძნობლადა რომ გაზიარდა, ამას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაც ადასტურებს. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, იანვარი–ივნისის მდგომარეობით სუიციდის 207 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო სუიციდის მცდელობა 219 ადამიანს ჰქონდა. რაც შეეხება 2018 წელს სუიციდის 389 შემთხვევაა აღიცხული, თვითმკვლელობის მცდელობის კი 477 ფაქტი.


კონკრეტულად რა ხდება ადამიანების თვითმკვლელობის მიზეზი, ამაზე ზუსტი ანალიზი ან კვლევა სახელმწიფოში არ გაკეთებულა. ციფრების მიღმა არც შს სამინისტროს სტატისტიკაში ჩანს დანაშაულის მიზეზი. ფსიქოლოგები და დარგის სპეციალისტები კი ახალგაზრდებში თვითმკვლელობის მიზეზად უმეტესად აზარტულ თამასებს, ბულინგს, „კიბერ ბულინგს და „მკვლელ თამაშებს“  ასახელებენ.



საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კი  “კომერსანტს“ უდასტურებს, რომ   კიბერდანაშაულის გამო სუიციდის ფაქტები  ოფიციალურად დადასტურებული არ არის. 

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არასრულწლოვანთა სახიფათო ინტერნეტ თამაშებში ჩართვის ფაქტებზე შემოსული შეტყობინებების და განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული იქნა ხანგრძლივი და მასშტაბური გამოძიება. გამოკითხული იქნა რამდენიმე ათეული მოზარდი, მათი მშობლები და მათთან კავშირში მყოფი პირები, დათვალიერებული იქნა მათი სოციალური ქსელის პროფილები, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ა.შ.


ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ არცერთ განცხადებაში ან შეტყობინებაში მოყვანილი ფაქტი რეალურად არ დასტურდებოდა. უმეტეს შემთხვევაში მოზარდების პირველადი მონაყოლი ისტორია წარმოადგენდა მათი ფანტაზიის ნაყოფს, რაც განპირობებული იყო სხვადასხვა გარემოებებით, კერძოდ მშობლების ყურადღების მიქცევის, თანატოლებში თავის გამოჩენის და უბრალოდ ხუმრობის მიზნით.


მიუხედავად იმისა, რომ არცერთი კონკრეტული ფაქტი არ დადასტურდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება“, - განმარტავენ უწყებაში.




კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე კი  კიბერდანაშაულთან ბრძოლის რეალურ პრობლემებზე საუბრობს:


„კიბერ ბულინგი და „მკვლელი თამაშები“ სოციალური ქსელების გამოწვევაა. რეალურად ეს არ არის ტრადიციული თამაში, რომლის ყიდვაც შეიძლება, ან რომელიც რაიმე კვალს ტოვებს, ან პროგრამული უზრუნველყოფა ხდება,  ამიტომაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ამასთან გამკლავება უჭირს“,- ასე აფასებს  ექსპერტი ანდრო გოცირიძე ბოლო დროს გახშირებულ არასრულწლოვანთან სუიციდის გახშირებულ ფაქტებს. 


მისი თქმით, „მკვლელი თამაშების“ დაბლოკვა შეუძლებელია, რადგან ეს არ არის ცენტრალიზებული სოფტი და ყველა ზრდასრულ ადამიანს შეუძლია ამ ტიპის ბულინგის განხორციელება.


ექსპერტი „კომერსანტთან“ იმ სქემაზე საუბრობს თუ როგორ ერთვება მოზარდები „მკვლელი თამაშებში“:


„ლურჯი ვეშაპი“ რუსეთიის ფედერაციაში, რამდენიმე წლის წინ ფსიქოლოგიის ფაკულტეტიდან გარიცხულმა სტუდენტმა შექმნა, 3 წლის წინ ამ თამაშის შემქმნელი დააკავეს, მაგრამ თამაში არ შეწყდა. თამაში ემყარება გარკვეული დავალებების მიცემას მოზარდებისთვის, რომლიც ბოლოს თვითმკვლელი დავალებით სრულდება. ხშირად ესეთი დავალება არის სიმაღლიდან გადმოხტომა, სხვა სახის დავალებებია სხეულზე თვითდაზიანების მიყენება, ასევე საშინელებათა ფილმის ყურება. დავალების მიცემა ხდება გამთენიისას, 50 დავლების განმავლობაში, როდესაც მოზარდ აღვიძებენ ის მწყობრიდან გამოდის და ვეღარ აკონტროლებს საკუთარ თავს. მოზარდი თვითონ ეძებს და ერთვება ამ თამაშებში. ის გარკვეული ჰეთეგებით ატყობინებს ე.წ კურატორს, რომ მზად არის ამ თამაშისთვის. თამაშს პოულობენ ისეთი მოზარდები, რომლებიც განწყობილები არიან დეპრესიისკენ, მელანქოლიისკენ. გარდატეხის ასაკში ძალიან ბევრს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები. როდესაც მოზარდი ჩაებმება თამაშში ეუბნებიან, რომ მისი კომპიუტერი გატეხილია მასზე ფლობენ გარკვეულ მაკომპრომატირებელ ინფორმაციას სურათების ან ფაილების სახით ამიტომ, მოზარდს ამის სჯერა , რის გამოც ვეღარ გამოდის თამაშიდან. რელურად ეს ესე არ არის, უბრალოდ ასეთ აღქმას ქმნიან“,- განმარტავს ექსპერტი.



ანდრო გოცირიძე ამბობს, რომ კიბერ ბულინგი და „მკვლელი თამაშები“ დიდი ქალაქების პრობლემაა, სადაც მოზარდი უფრო მეტად გრძნობს თავს მარტოდ, სადაც უფრო მეტად სოციალურ ქსელშია ჩართული ვიდრე პირად ურთიერთობებში. მისი თქმით, პრობლემასთან ბრძოლა მხოლოდ ცნობიერების ამაღლებითაა შესაძლებელი.



„მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი და სოციალური ქსელი არის ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური შემადგენელი ნაწილი, ჩვენ არ ვსწავლობთ უსაფრთხოდ მისი მოხმარების წესებს. არ გვაქვს ასეთი დისციპლინა, არც სკოლებში და არც სხვა დაწესებულებებში. ამიტომ პედაგოგსაც და მშობელსაც, სჭირდება გარკვეული უნარ ჩვევები, რათა ამ გამოწვევებს გაუმკლავდნენ. რეალურად ინფორმაციას რითაც გვაშანტაჟებენ, ჩვენ გავცემთ სოციალურ ქსელში. მოზარდები სხვადასხვა ტიპის ფოტოებს აქვეყნებენ ან უგზავნიან თავიანთ მეგობრებს ან პარტნიორებს, რაც შანტაჟის საფუძველი ხდება. ხანდახან არის ის, რომ ჩვენ ვწერთ ბევრ ისეთ სტატუს რომელიც ჩვენ ფსიქოლოგიურ, იმ წუთიერ განწყობაზე მეტყველებს“, - განმარტავს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი.



კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე აცხადებს, რომ რთულია იმ მტკიცებულებების მოპოვება, რომლითაც დადგინდება, რომ მოზარდმა თავი იმის გამო მოიკლა, რომ თვითმკვლელ თამაშებში იყო ჩართული. მისივე თქმით, საგამოძიებო ორგანოებს შესაბამისი ცნობიერება სჭირდებათ, რათა ამ ტიპის დანაშაულებს სწორად გაუმკლავდნენ. ექსპერტი კომერსანტთან სახელმწიფოს როლზე საუბრობს.


„სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის შემდეგი: როდესაც შემოვიდა ავტომობილი, დაიწყეს მოძრაობის წესების სწავლება, დღეს კომპიუტერს ბავშვს ვაძლევთ ნული კლასიდან შესაბამისად უნდა ვასწავლოთ კომპიუტერთან და ინტერნეტთან უსაფრთხო მომხმარეების წესები. 2008 წელს 100 მოსახლიდან 7 იყო ინტერნეტის მომხმარებელი, დღეს ეს რიცხვი დაახლოებით 30- მდე გაიზარდა. არ არის ჩვენ კულტურაში ინტერნეტის უსაფრთხოდ მოხმარება. ძალიან ხშირად ვარღვევთ უსაფრთხოების ელემენტარულ ნორმებს“, - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.



სუიციდთან დაკავშირებით სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს იუსტიციის არამოსამართლე წევრი, დოქტორი ანა დოლიძე. იგი ქვეყანაში თვითმკვლელობის  შემთხვევების ზრდას მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონით ხსნის.


იურისტის განმარტებით პასუხისმგებლობა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე სრულად საქართველოს მთავრობას აკისრებს.


„ქვეყანაში გახშირებული თვითმკვლელობები რეალურად უკავშირდება ეკონომიკურ სასოწარკვეთას, მენტალური ჯანმრთელობის არარსებობას ქვეყანაში, რის გამოც ადამიანები  საკუთარ თავს ვერ ეხმარებიან და მათ გადარჩენას საზოგადოებაც ვერ ახდენს.  სახელმწიფო კი ყურს არ იბარტყუნებს ამ პრობლემით. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის ადამიანების პირადი პრობლემა.  არადა ეს არის სოციალური და ჯანმრთელობის პოლიტიკის საკითხი. ჩვენ სახელმწიფოს აწყობს წარმოაჩინოს, რომ ეს არის მხოლოდ პირადად ადამიანების და მათი ოჯახების უბედურება. არადა, სინამდვილეში, ყველა ნორმალურ სახელმწიფოში, სუიციდი არის სოციალური პოლიტიკის ნაწილი. დღეს სახელმწიფოს ყველა პრობლემა იგნორირებული აქვს და ეს იმიტომ, რომ ჩვენი პარლამენტარები და თანამდებობის პირები დაკავებულები არიან საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვით და არა საჯარო პრობლემების გადაწყვეტით“,- განმარტავს ანა დოლიძე.



 

 

ბაჩო ადამია





მამუკა ხაზარაძე პროგრეს ბანკთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს პასუხობს

მამუკა ხაზარაძე პროგრეს ბანკთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს პასუხობს
access_time2019-10-18 16:00:11
კეთილი ინებოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომელმაც ურცხვად თქვა, რომ არ იცის „პროგრეს ბანკისა და ამ ტრანზაქციებს შესახებ, ჩაბრძანდეს ერთი სართულით ქვევით, შეკრიბოს ის გუნდი, რომელიც დღე და ღამე ამ ტრანზაქციებს უყურებდა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს „პროგრეს ბანკთან დაკავშირების განუცხადა. კითხვაზე, არის თუ არა ხაზარაძისთვის ცნობილი, რომ „პროგრეს ბანკიდან არაუზრუნველყოფილი სესხები გაიცემოდა კახა კალაძის...

Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება

Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება
access_time2019-10-18 13:55:46
2019 წლის 8-10 ნოემბერს, თბილისში, Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება გაიმართება. Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება. საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება „სილიკონ ველისა“(8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს, 20-ზე მეტი...

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს  სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს
access_time2019-10-18 13:50:03
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს. პროგრამა მთელ საქართველოზე ვრცელდება. ჯიპიაი პროგრამას აგრძელებს და რეგიონების მაქსიმალურად ჩართვას გეგმავს.პროგრამაში უკვე ჩართულია 95 000 ავტომფლობელი. საჩუქრად მიღებული პოლისებით ჯიპიაიმ მხოლოდ წელს დაზღვეულებს 70 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაუარა. სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ მასშტაბური სოციალური პროგრამის მეორე ეტაპის შესახებ...

არჩილ მესტვირიშვილი:„ეროვნული ბანკის ამჟამინდელი ოფისი რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო შეგვიქმნის პრობლემებს“

არჩილ მესტვირიშვილი:„ეროვნული ბანკის  ამჟამინდელი ოფისი რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო შეგვიქმნის პრობლემებს“
access_time2019-10-18 15:00:00
„საქართველოს ეროვნულ ბანკს ფუნქციები ეზრდება და გაიზრდება მომავალში კადრების რაოდენობაც,რაც იწვევს საოფისე ფართის მკვეთრ უკმარისობას. ჩვენი თანამშრომლების 1/3 ნაქირავებ ოფისში მუშაობს, ეს ცალკე პრობლემას ქმნის, იმის გარდა,რომ ორ სხვადასხვა ადგილას ვართ განთავსებულები, გვაქვს ხარჯიც“-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ სებ-ის ახალი ოფისის მშენებლობის შესახებ...

ჯაფარიძე საპატრიარქოს - ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი

ჯაფარიძე საპატრიარქოს - ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი
access_time2019-10-18 13:07:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სოციალური ქსელით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრების თემას ეხმიანება და საპატრიარქოს წინასაარჩევნოდ რჩევებს აძლევს: საქართველოს საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. არჩევნებამდე პოლიტიკოსების რიგი იქნება...


მსგავსი სიახლეები

up